ფელიპე მასამ განაცხადა, რომ წელს რეგლამენტში საბურავებთან დაკავშირებული წესების შეცვლა ფერარის ალბათ დაეხმარება, თუმცა გუნდმა საკუთარი ტექნიკური პოტენციალიც უნდა განავითაროს.

გავრცელდა ხმები, რომ ოთხშაბათის ტესტებზე
MP4-20B-ის
V10 ძრავით გამოსვლა ნიშნავდა მერსედესის მიერ
V8-ს მოხსნას და გადაკეთებას გამძლეობის გასაზრდელად.
მაკლარენმა ეს ხმები უარყო და განაცხადა, რომ
V8 მხოლოდ
MP4-21-ისთვის იქმნება, რადგან
MP4-20B-ში ძრავის დასამონტაჟებელი წერტილები განსხვავებულია.
პედრო დე ლა როსას აზრით,
V8 ძრავებზე გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯია:
"ფორმულა 1 ავტოსპორტის მწვერვალი უნდა იყოს, ძრავების მოცულობის და ცილინდრების რაოდენობის შემცირებით კი უკან მივდივართ - ეს ფანებისათვის ნაკლებად საინტერესო სანახაობა იქნება, ხოლო ფორმულაში ახლად მოსულ პილოტებს გაცილებით იოლი საქმის კეთება მოუწევთ."
თუმცა ფერარის
ფელიპე მასა სხვა აზრისაა:
"არა მგონია ამ ცვლილებამ პილოტებს ტარების სტილი შეაცვლევინოს, ან ფანებმა რამე განსხვავება შეამჩნიონ რბოლისას."
This post has been edited by Scouser_tornikE on 12 Jan 2006, 21:13
მიმაგრებული სურათი