ალბათ აჯობებს წესები, ვაჭრობის მთავარი პრინციპები და სისტემის დასაწყისი ერთიანად გავიმეორო. როდესაც დავასრულებ, ერთიან ფაილად გავაკეთებ და დავდებ ფორუმზე.
აქაა კარგი კომპიუტერული პროგრამა ბრიჯ-ბერონ 13 ჩამოქაჩეთ და შეგიძლიათ კომპს ეთამაშოთ, ისწავლოთ...
-----------------------------------------------------------------
არსებობს ბრიჯის თამაშის ორი ვარიანტი, რომლებს შორისაც განსხვავება არის მხოლოდ ჩაწერასა და ზოგჯერ თამაშის ტაქტიკა-სტრატეგიაში. ესენია რობერი - როდესაც თამაში მიდის მხოლოდ ერთ მაგიდაზე და სპორტული - თამაში რამდენიმე მაგიდაზე მიმდინარეობს.
სიმარტივისთვის თავდაპირველად რობერის პრინციპს გავყვეთ, მოგვიანებით აგიხსნით სპორტულ პრინციპსაც.
ბრიჯში მიღებულია მოთამაშეთა აღნიშვნა ქვეყნის მხარეების მიხედვით - ანუ წყვილები არიან ჩრდილოეთი (N) და სამხრეთი (S); აღმოსავლეთი (E) და დასავლეთი (W).
- საჭიროა კარტის სრული დასტა - 52 ფურცელი. თამაშობს ყველა კარტი ჯოკერების გარდა. ანუ ორიანებიდან ტუზების ჩათვლით.
- მაგიდასთან ზის 4 ადამიანი ანუ 2 წყვილი. ბრიჯი არის წყვილების თამაში, მარტო ვერ ითამაშებთ.
- კარტი რიგდება თითო-თითო, ყველა მოთამაშეს ხელში უჭირავს 13 კარტი.
- ფერების (მასტების) თანმიმდევრობა დაბლისგან მაღლისკენ: ჯვარი, აგური, გული, ყვავი, უკოზირო. ინგლისური შესატყვისები: Clubs ©, Diamonds (D), Hearts (H), Spades (S), Notramps (NT).
ჯვარს და აგურს ჰქვია მინორები, გულს და ყვავს - მაჟორები.
კარტების სიძლიერე ჩვეულებრივია ტუზიდან ქვემოთ ორიანამდე.
ტუზი - A, პაპა - K, ქალი - Q , ვალეტი - J, 10-ანი - ზოგან აღინიშნება T.
9-ანს და და დაბალ კარტებს ჰქვია ფოსკები ან ლუზერები.
- დარიგების შემდეგ იწყება ვაჭრობა. ვაჭრობის მიზანია საბოლოო კონტრაქტის დადგენა. კონტრაქტი არის ის თამაში, რომელიც უნდა ითამაშოს ვაჭრობაში გამარჯვებულმა. კონტრაქტი გამოიხატება რიცხვით 1-დან 7-დე და კოზირის ფერით.
კონტარქტი არის წყვილის ვალდებულება აიღოს ე.წ. ლიმიტი, ანუ 6 თალია (ვზიატკა. ქართულად მართლა თალია ქვია) პლუს იმდენი თალია, რა რიცხვიც არის მითითებული კონტრაქტში. კოზირი ანუ თულფი იქნება კონტრაქტში მითითებული ფერი.
ყველა მოთამაშეს შეუძლია თქვას პასი ან განაცხადი (ზაიავკა). მინიმალური განაცხადია 1 ჯვარი, მაქსიმალური 7 უკოზიროდ.
- ვაჭრობას იწყებს დამრიგებელი. შემდეგ მოთამაშეს შეუზლია თქვას პასი ან უკვე ნათქვამ განაცხადზე მაღალი განაცხადი. ანუ თუ მოთამაშეს უნდა, რომ გამოაცხადოს უკვე გამოცხადებულ ფერზე მაღალი ფერი, შეუძლია ეს გააკეთოს იმავე დონეზე (1 გული - 1 ყვავი ან უკოზირო). მაგრამ თუ უფრო დაბალი ფერის გამოცხადება სურს, უნდა ავიდეს უფრო მაღალ დონეზე (1 გული - 2 ჯვარი ან აგური).
ნებისმიერ მოთამაშეს შეუზლია აწიოს სხვისი, მათ შორის საკუთარი პარტნიორის განაცხადი.
ვაჭრობა მთავრდება მაშინ, როდესაც რომელიმე განაცხადს მოჰყვება ზედიზედ სამი მოთამაშის პასი. შესაბამისად უნდა გავხსოვდეს, რომ:
ა. ყველა მოთამაშეს შეუზლია მრავალჯერ ჩაერთოს ვაჭრობაში, მიუხედავად იმისა, მანამდე გაპასა თუ განაცხადი გააკეთა.
ბ. ყოველი განაცხადის შემდეგ ყველა მოთამაშეს აქვს სიტყვის უფლება
გ. ყოველი განაცხადი შეიძლება გახდეს საბოლოო კონტრაქტი, თუ დანარჩენი მოთამაშეები გაპასავენ
დ. პარტნიორებს შეუძლიათ განაგრძონ ვაჭრობა მაშინაც, როდესაც მოწინააღმდეგეები სულ პასს ამბობენ.
- ბოლო განაცხადი ხდება დარიგების საბოლოო კონტრაქტი, რომლის შეცვლაც არ შეიძლება. (განსხვავებით პრეფერანსისგან, სადაც შეიძლება ვაჭრობა მოიგო 1-ის დონეზე და ითამაშო ნებისმიერი უფრო მაღალი თამაში).
ანუ, თუ ვთქვათ განაცხადს 4 გული მოჰყვა 3 პასი, წყვილი თამაშობს კონტრაქტს 4 გული. ე.ი. კოზირი არის გული და ვაჭრობაში გამარჯვებულმა წყვილმა უნდა აიღოს მინიმუმ 6+4=10 თალია.
- თუ ვაჭრობის პირველ წრეზე ყველა მოთამაშემ გაპასა, კარტი თავიდან რიგდება და ამას შემდეგი მოთამაშე აკეთებს. რობერში არანაირი ჩანაწერი არ კეთდება, სპორტულში აღინიშნება, რომ ყველამ გაპასა და ორივე წყვილმა მიიღო 0 ქულა.
- მოთამაშეს, რომელმაც გახსნა ვაჭრობა (პასი არ უთქვამს) ქვია გამხსნელი, მის პარტნიორს - მოპასუხე. გამხსნელის მარცხნივ ზის I მცველი, მარჯვნივ - II მცველი.
გამხსნელის პირველ განაცხადს ქვია გახსნა, მოპასუხისას - პასუხი, დამცველებისას - შესვლა.
- ბრიჯში არსებობს ორი სპეციფიური განაცხადი. ესენია კონტრა (double) და რეკონტრა (redouble).
კონტრა შეიძლება ითქვას მხოლოდ მოწინააღმდეგის განაცხადზე და მის შედეგად ხდება ქულების გაორმაგება.
რეკონტრა ითქმება მოწინააღმდეგის კონტრის შემდეგ და ქულები ოთხმაგდება.
კონტრაც და რეკონტრაც ძალაში შედის ზედიზედ სამი პასის შემდეგ, თუ რომელიმე მოთამაშემ გააკეთა განაცხადი, კონტრაც და რეკონტრაც ავტომატურად უქმდება.
ანუ საბოლოო კონტრაქტი 3 ყვავი კონტრით ნიშნავს, რომ წყვილმა ყვავის კოზირობის პირობებში უნდა აიღოს 9 თალია. ოღონდ ნებისმიერ შემთხვევაში (აიღებს თუ ვერა) ქულები ორმაგდება.
- ვაჭრობის დასრულების შემდეგ იწყება გათამაშება. გამთამაშებელი ხდება ვაჭრობაში მოგებული წყვილის ის წევრი, რომელმაც პირველმა დაასახელა საბოლოო კოზირი.
დავუშვათ ვაჭრობა იყო ასეთი:
S W N E
- 1 H 1 S -
1 NT - 3 NT -
- -
ანუ, წყვილი NS თამაშობს კონტრაქტს 3NT, უკოზიროდ უნდა აიღოს 6+3=9 თალია. გამთამაშებელია არა N, რომელმაც დაასახელა საბოლოო კონტრაქტი, არამედ S, რადგან NT პირველად მან დაასახელა.
- პირველ სვლას ყოველთვის გამთამაშებლის მარცხნივ მჯდომი მოთამაშე აკეთებს. ამ სვლის შემდეგ გამთამაშებლის პარტნიორი შლის თავის კარტს, რომელიც მთლიანად გამთამაშებლის განკარგულებაში გადადის. გაშლილი კარტის თავდაპირველი პატრონი ხდება მაგიდა (dummy, რუსულად ბოლვან), მას არა აქვს ხმის ამოღების უფლება. გამთამაშებელი კარნახობს მას, თუ რომელ კარტს ჩამოვიდეს თალიაში.
- გათამაშების ძირითადი პრინციპია, იდება ის ფერი რომელსაც პირველად ჩამოვლენ.
თუ მოთამაშეს არა აქვს სვლის ფერი, შეუძლია დადოს ნებისმიერი კარტი, მათ შორის კოზირი.
უმნიშვნელოვანესი მომენტი - ბრიჯში ფერის არქონის შემთხვევაში კოზირის ჩამოსვლა აუცილებელი არ არის! კოზირის სვლის შემთხვევაში კოზირის დადება აუცილებელია.
- თალიის აღების პრინციპი ჩვეულებრივია, იგებს სვლის ფერში უმაღლესი კარტი ან უმაღლესი კოზირი.
- აღებული თალია წყვილს ეკუთვნის და არა კონკრეტულ მოთამაშეს.
ჩაწერა.
ბრიჯში არ იწერება მინუსები. თუ წყვილი ასრულებს ან აჭარბებს შეკვეთილ კონტრაქტს, ქულები მას ეწერება; თუ ვერ ასრულებს - მოწინააღმდეგეს. ჩაწერისას არ იგულისხმება ე.წ. ლიმიტის თალიები. მხოლოდ კონტრაქტში მოცემული რიცხვი.
კონტარქტის ფერებს სხვადასხვა ღირებულება აქვთ:
მინორები (ჯვარი და აგური) - 20 ქულა
მაჟორები (გული და ყვავი) - 30 ქულა
უკოზირო - პირველი თალია 40 ქულა, დანარჩენები - 30 ქულა.
რობერში ფურცელი ასე იხაზება: ხაზი შუაშია.
NS | EW
_____________ |_______________
|
|
|
_____________|_______________
|
|
|
ხაზის ქვემოთ იწერება მხოლოდ კონტრაქტის შესრულების შემთხვევაში, და მხოლოდ ის თალიები, რომლებიც წინასწარ იყო შეკვეთილი და აღებული.
ყველა სხვა ქულა იწერება ხაზის ზევით.
ვთვათ საბოლოო კონტრაქტი იყო 2 ყვავი. წყვილმა აიღო 9 თალია. ხაზს ქვემოთ იწერება 2 ყვავის შესბამისი ქულები - ანუ 2*30=60, მესამე თალიის კი იწერება ხაზს ზემოთ - ანუ 30.
რობერს იგებს ის წყვილი, რომელიც ასრულებს ორ გეიმს. გეიმის შესასრულებლად საჭიროა ხაზს ქვევით დაგროვდეს მინიმუმ 100 ქულა. ეს ასი ქულა შეიძლება დავაგროვოთ რამდენიმე დარიგებაშიც და ერთი დარიგებითაც.
1 დარიგებით გეიმს გვაძლევს კონტრაქტები 5 მინორში (ჯვარი, აგური)- 100 ქულა, 4 მაჟორში (გული, ყვავი) - 120 ქულა, 3 უკოზიროდ - 100 ქულა.ასევე კონტრის შემთხვევაში 3 მინორში, 2 მაჟორსა და უკოზიროში. რეკონტრის შემთხვევაში - 2 მინორში, 1 მაჟორსა და უკოზიროში.
გეიმის დასრულების შემდეგ ქულებს ქვემოდან გაესმება ხაზი, რომლის ქვეშაც დაიწერება მომდევნო გეიმის ქულები.
გეიმის შესრულების შემდეგ წყვილი არის როგორც რუსეთში ეძახიან ზონაში, ინგლისურად - vulnerable.
------------------------------
ქულების ცხრილი:
ხაზს ქვემოთ:
ჯვარი, აგური - 20, კონტრაზე 40, რეკონტრაზე 80
გული, ყვავი - 30, კონტრაზე 60, რეკონტრაზე 120
პირველი თალია უკოზიროზე - 40, კონტრაზე 80, რეკონტრაზე 160
ყოველი შემდგომი უკოზიროზე - 30, კონტრაზე 60, რეკონტრაზე 120.
ხაზს ხევით ყველა თალიაზე:
ზედმეტი თალიის აღებისას (მხოლოდ ზედმეტებზე) ეწერაება გამთამაშებლის წყვილს.
გამთამაშებელი არ იყო ზონაში - თალიის ღირებულება, 100 კონტრაზე, 200 რეკონტრაზე
გამთამაშებელი იყო ზონაში - თალიის ღირებულება, 200 კონტრაზე, 400 რეკონტრაზე.
ნაკლების აღებისას ეწერება ვისტიორებს.
გამთამაშებელი არ იყო ზონაში - 50 (ყველა დაკლებულზე), კონტრაზე - 100 პირველ და 200 ყველა სხვა დაკლებულზე, რეკონტრაზე - 200 პირველ და 400 ყველა სხვა დაკლებულზე.
გამთამაშებელი იყო ზონაში - 100 (ყველა დაკლებულზე), კონტრაზე - 200 პირველ და 300 ყველა სხვა დაკლებულზე, რეკონტრაზე - 400 პირველ და 600 ყველა სხვა დაკლებულზე.
-------------
რობერის გამარჯვებულს - თუ სამ გეიმში მოიგო - 500
თუ ორში - 700
კონტრასა და რეკონტრაზე შესრულებული კონტრაქტისთვის - 50
პატარა შლემი ზონის გარეთ - 500, ზონაში - 750
დიდი შლემი ზონის გარეთ - 1000, ზონაში - 1500
გვირგვინი: ერთ ხელში კოზირის ოთხი ფიგურა 5-დან (10-ანიც ითვლება) - 100
ერთ ხელში კოზირის ხუთივე ფიგყრა (10-ანიც ითვლება) - 150
ერთ ხელში 4 ტუზი უკოზიროს თამაშისას - 150
---------------------------------------------
შენიშვნა: პატარა შლემი - წინასწარ შეკვეთილი და შესრულებული კონტრაქტი 6-ის დონეზე, ანუ 12 აღებული თალია.
დიდი შლემი - კონტრაქტი 7-ის დონეზე, ანუ ყველა კარტის აღება. (ფერს მნიშვნელობა არა აქვს)
გვირგვინის ქულები იწერება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათამაშების დაწყებისას აჩვენებ მოწინააღმდეგეს ამ კარტებს.
ვაჭრობის პრინციპები. უამისოდ ბრიჯის თამაში გაგიჭირდებათ.
- ვაჭრობის მიზანია წყვილმა დანიშნოს ოპტიმალური კონტრაქტი. ამისათვის საჭიროა პარტნიორებს შორის ინფორმაციის გაცვლა და საკუთარი ხელის აღწერა (რა თქმა უნდა, წესების ფარგლებში. ბუნებრივია ვერ ეტყვი პარტნიორს - მაქვს 5 ყვავი, 4 გული და ა.შ.). ასე რომ, ვაჭრობისას პრაქტიკულად ყოველი განაცხადი შეიცავს ინფორმაციას პარტნიორისთვის. მოწინააღმდეგეს ყოველთვის შეუძლია (როდესაც მისი სიტყვაა) გკითხოთ, თუ როგორ გესმით პარტნიორის ვაჭრობა. ამ შეკითხვაზე ვალდებული ხართ გასცეთ ამომწურავი და გულწრფელი პასუხი, მათ შორის, თუ თქვენი პარტნიორის განაცხადი თქვენი აზრით შეიძლება იყოს ბლეფი, უნდა უპასუხოთ მოწინააღმდეგეს, რომ შესაძლებელია ბლეფი! ბრიჯი ჯენტლმენების თამაშია!
- გრძელი ფერი არის ფერი, რომელშიც გვაქვს მინიმუმ 4 კარტი.
- არსებობს ვაჭრობის უამრავი განსხვავებული სისტემა, რომლებშიც გარკვეული წესების ტანახმად არის "კოდირებული" ინფორმაცია. თუმცა არის რამდენიმე საერთო პრინციპი, რომლებიც ყველა სისტემაში ერთია.
1. ფიტი
ყოველ ფერში არის 13 კარტი. რა პრინციპით ავირჩიოთ კოზირი? მხოლოდ ერთი, კოზირის ფერში წყვილს უნდა ქონდეს უფრო მეტი კარტი, ვიდრე მოწინააღმდეგეს. იმისათვის, რომ გვქონდეს უპირატესობა კოზირში და მოწინააღმდეგეს წავართვათ მისი კოზირები, საჭიროა გვყავდეს 8 ან მეტი კარტი. გამონაკლის შემთხვევაში კოზირად 7 კარტიანი ფერიც შეიძლება გამოცხადდეს.
ფერს, რომელშიც წყვილს აქვს მინიმუმ 8 კარტი, ქვია ფიტი.
2. ხელის ძალის განსაზღვრა.
რადგან წყვილმა ვაჭრობისას უნდა განსაზღვროს, რამდენი თალიის აღება შეუძლია, საჭირო გახდა საერთო კრიტერიუმის არსებობა. ეს კრიტერიუმი არის ქულები - ფიგურების, გრძელი ფერების და გადაჭრის (კოზირით სხვა ფერების აღება). პარტნიორების ქულების შეჯამებით შეგვიძლია ვივარაუდოთ რამდენი თალიის აღებაა შესაძლებელი დარიგებაში.
- ქულების დათვლის წესი.
---- ფიგურების. ტუზი - 4, პაპა - 3, ქალი - 2, ვალეტი - 1. თუ გვაქვს ბლანკი (ანუ მარტო) პაპა, ან 3 კარტიანზე მოკლე ფერში ქალი ან ვალეტი - შესაბამის ქულებს აკლდება 1 ქულა.
---- გრძელი ფერის. ვითვლით მხოლოდ ჩვენთვის უკვე ცნობილი ფიტს ფერში. ასეთ ფერში გამთამაშებლის ხელში მე-4 და შემდეგ ფოსკაზე ვამატებთ 2-2 ქულას.
თუ გვაქვს მეორე გრძელი ფერი, მე-4 და შემდეგ ფოსკაზე ვიმათებთ 1-1 ქულას.
----გადაჭრის. ვითვლით მხოლოდ მაგიდის, ანუ გახსნილ ხელში.
თუ გვაქვს 4 ან მეტი კოზირი. ხელზე არსებული რენონსი (ანუ სხვა ფერში 0 კარტი) არის 3 გადაჭრა, ბლანკი - 2 გადაჭრა, დუბლეტი (2 კარტიანი ფერი) - 1 გადაჭრა. ყოველი გადაჭრა
ფასდება 2 ქულით.
თუ გვაქვს 3 ან ნაკლები კოზირი - 1 გადაჭრა = 1 ქულა.
ბუნებრივია, თავიდან ვაჭრობას ვიწყებთ მხოლოდ ფიგურების ქულებზე დაყრდნობით, რადგან ჯერ არ ვიცით ფერების განაწილება პარტნიორის ხელში.
----------------
ვაჭრობისას პარტნიორს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ხელის შესახებ - ფერების განაწილება და ხელის ძალა. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია.
ძირითადი პრინციპი - რადგან სივრცე ვაჭრობისთვის ძალიან შეზღუდულია, ინფორმაციას არ ვიმეორებთ! ანუ, ყოველი განაცხადი შეიცავს ახალ ინფორმაციას.
----------------
ფერების განაწილების ჩვენების წესები:
ა) თუ გვაქვს 2 სხვადასხვა სიგრძის გრძელი ფერი - პირველად ვანახებთ უფრო გრძელ ფერს!
ბ) გვაქვს ორი 5 კარტიანი ფერი - პირველად ვანახებთ უფრო მაღალ ფერს, შემდეგ კი უფრო დაბალს.
გ) გვაქვს ორი 4 კარტიან ფერი - პირველად ვამბობთ იმ ფერს, რომელიც ყველაზე ახლოს არის ბოლო ნათქვამ ფერთან და შეგვიძლია ვთქვათ უფრო დაბალ დონეზე.
თუ გვაქვს 4 კარტიანი აგური და ყვავი, ვაჭრობა კი ასე მიდის: 1 ჯვარი, პასი - ვამბობთ აგურს;
თუ ასე წავიდა 1 ჯვარი; 1გული - მაშინ ვამბობთ ყვავს.
დ) ფერის გამეორება ნიშნავს, რომ ამ ფერში გვაქვს 1 კარტით მეტი, ვიდრე აქამდე ვაჩვენეთ პარტნიორს.
ე) არ ცხადდება 4 კარტიანი ფერი, თუ უკვე ვიცით, რომ პარტნიორს ამ ფერში 4 კარტი არა ყავს.
მაგალითად: გვაქვს 4 კარტიანი აგური და გული, ვაჭრობა კი ასე მიდის 1 აგური; პასი; 1 ყვავი; პასი - ცხადია, რომ პარტნიორს 4 კარტიანი გული არა ჰყავს (თორემ ყვავის მაგივრად გ წესის თანახმად გულს იტყოდა) და ჩვენც გულს აღარ ვამბობთ.
ვ) პარტნიორის მასტის აწევა ნიშნავს, რომ ფერს ვავსებთ 8 კარტამდე - გვაქვს ფიტი.
ვაჭრობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი - ბალანსი!
როდესაც ვაჭრობის ინფორმატიული ფაზა მთავრდება პირველივე განაცხადი კეთდება ბალანსით. ვიღებთ პარტნიორის ხელის ძალის ჩვენთვის ცნობილ მინიმუმს, ვუმატებთ ჩვენი ხელის ძალას (ქულებში) და ჯამს ვყოფთ სამზე. შედეგად ვიღებთ თალიათა იმ რაოდენობას, რომელიც უნდა დავასახელოთ საბოლოო კონტრაქტად. (ეს ბუნებრივია, შეიძლება ჩვენმა პარტნიორმაც გააკეთოს). პარტნიორი (ჩვენ) გულისხმობს, რომ ბალანსისას ჩვენ მისი ძალის მინიმუმი დავთვალეთ და თუ აქვს დამატებითი ფასეულობები, აკეთებს კონტრაქტის კორექტირებას.
მაგალითად: ვაჭრობიდან გავიგეთ, რომ პარტნიორს აქვს 15-16 ქულა და 5 კარტი ყვავში. ჩვენ გვაქვს 9 ქულა, 3 კარტი ყვავში. ვითვლით - 15 + 9 + 4 (მე-4 და მე-5 ყვავი პარტნიორის ხელში). ჯამში 28 ქულა. ვყოფთ 3-ზე და ვიცით, რომ შეგვიძლია გამოვაცხადოთ 3 ყვავი. პარტნიორი, ნაჩვენები მინიმუმით ამბობს პასს. მაგრამ, თუ მას აქვს 16 ქულა ან 6 კარტი ყვავში (15 ქულით) ასწევს კონტრაქტს 4 ყვავამდე.
ბალანსისას, თუ ნაშთი 1-ა ვამრგვალებთ ზევით. ანუ 29 ქულის შემთხვევაში ვამბობთ 4-ის დონეზე (ანუ 10 თალიის აღებას ვგეგმავთ).
ბალანსი კეთდება მხოლოდ ერთხელ და პარტნიორს აქვს მისი კორექტირების საშუალება. პარტნიორის მიერ კონტრაქტის აწევის შემთხვევაში ვალდებული ვართ გავპასოთ.
---------------
ორიენტაციისთვის, რა ფიგურული ძალით შეგვიძლია შევუკვეთოთ გეიმი? (ორივე ხელში)
4 მაჟორებში (გული, ყვავი) - 25 ქულა (მხოლოდ ფიგურების)
5 მინორებში - 28 ქულა
3 უკოზიროდ - 26 ქულა.
უკოზიროდ თამაში მოითხოვს მეტ ფიგურულ ძალას, რადგან არა გვაქვს კოზირით გადაჭრის საშუალება.
----------------
უსაფრთხოების ზონა.
ფიტის ძებნისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაძლოა ეს ფიტი არ გვქონდეს.
უკოზიროდ თამაშისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფიგურულ ქულებს.
ამიტომ, ფიტის ძებნისას არ უნდა გადავლახოთ ე.წ. უსაფრთხოების ზონა - 2NT.
ეს შეიძლება გავაკეთოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაჭრობიდან ცხადია, რომ ორივე ხელში გვაქვს მინიმუმ 25 ფიგურული ქულა.
-----------------------------------------------
ვაჭრობის სისტემები.
არსებობს უამრავი სისტემა, რომლებშიც განსხვავებულია არა მარტო ყოველი განაცხადის მნიშვნელობა, არამედ განაცხადის გაკეთების პრინციპიც. ამ პრინციპის მიხედვით შესაძლოა გამოიყოს სამი სხვადასხვა ტიპის სისტემა - ნატურალური, ხელოვნური და შერეული.
ნატურალური სისტემით ვაჭრობისას ყოველი განაცხადი ნიშნავს ზუსტად იმ ფერს, რომელსაც ვაცხადებთ.
ხელოვნურ სისტემაში შესაძლოა პირველი პასი ნიშნავდეს ყველაზე ძლიერ განაცხადს (ე.წ. ძლიერი პასის სისტემა), ფერის გამოცხადება არ ნიშნავდეს ამ ფერის ქონას და ა.შ.
შერეული სისტემები ყველაზე მეტად არის გავრცელებული. მათში ზოგიერთი ფერის გამოცხადება არის ნატურალური, ზოგიერთის კი ხელოვნური.
რადგან შერეულ სისტემებ უკეთესი შესძლებლობები აქვს, სწორედ ასეთი სისტემის ძირითად პრინციპებს გაგაცნობთ.
სისტემას ჰქვია Polish Club (პოლონური ჯვარი)
განაცხადებს შემოგთავაზებთ პრინციპით რიცხვი და ფერის ინგლისური დასახელების პირველი ასო. თუ რიცხვთან არის ორი ან მეტი ფერის აღმნიშვნელი ასო, გაყოფილი ნიშნით "/", ესე იგი მნიშვნელობა ყველა ნახსენები ფერისთვის იდენტურია (ფერების გათვალისწინებით) მნიშვნელობებში რიცხვი და ფერის ქართული დასახელება ნიშნავს ფერში ამდენი კარტის ქონას.
1. გახსნები:
1C - ამ გახსნას 4 სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს:
ა) სუსტი შესავალი გახსნა - 12-15 ქულა (ფიგურული), არა გვაქვს 5კ მაჟორში და 4 აგური.
ბ) სუსტი ნატურალური გახსნა - 12-15 ქულა, 5 ჯვარი, არა გვაქვს 4კ მაჟორი
გ) ძლიერი შესავალი გახსნა - 19 და მეტი ქულა, არა გვაქვს 5კ ფერი
დ) ძლიერი ფერიანი გახსნა - 17 და მეტი ქულა, ნებისმიერი 5კ ფერი
1D - 12-16 ქულა, 4 ან მეტი აგური
1H/S - 12-16 ქულა, 5 ან მეტი კარტი ფერში.
1NT - 16-18 ქულა თანაბარი წყობით (4-3-3-3; 4-4-3-2; 5-3-3-2 თუ 5 კარტი არის ჯვარში)
2C - 12-15 ქულა, 5 ან მეტი ჯვარი. თუ ჯვარში გვაქვს 5 კარტი, მაშინ კიდევ 4კ მაჟორში
2D - 7-11 ქულა, ორფერიანი წყობა 5-5 კარტი მაჟორსა და მინორში
2H/S - 7-11 ქულა, 6 ან მეტი კარტი ფერში (ნახევრად ბლოკი)
2NT - 7-11 ქულა, 5-5 წყობა. ან ორი მინორი ან ორი მაჟორი.
3C/D - 7 ან მეტი კარტი სრულ (A,K,Q) ფერში; ან ფერში გვაკლია A ან K, მაგრამ სხვა ფერში გვაქვს A.
3H/S - 7 ან მეტი კარტი ფერში. დაფუძნებულია ხელში თალიების რაოდენობაზე. თუ ზონაში ვართ მინიმუმ 7 სწრაფი თალია, თუ არა ვართ ზონაში - 6 თალია.
3NT - სრული 7 ან მეტკარტიანი მინორი და A ან მეორე K სხვა ფერში.
4 ფერში - დაფუძნებულია ხელში თალიების რაოდენობაზე. თუ ზონაში ვართ მინიმუმ 8 სწრაფი თალია, თუ არა ვართ ზონაში - 7 თალია. გრძელი ფერი.
----------------------------------------------------
ახლა კი როგორ მიდის ვაჭრობა გახსნის შემდეგ!
თავიდან განვიხილოთ სიტუაცია, როდესაც მოწინააღმდეგე ვაჭრობაში არ ერთვება და სულ პასავენ.
გახსნა 1C
ამ გახსნას 4 სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს:
ა) სუსტი შესავალი გახსნა - 12-15 ქულა (ფიგურული), არა გვაქვს 5კ მაჟორში და 4 აგური.
ბ) სუსტი ნატურალური გახსნა - 12-15 ქულა, 5 ჯვარი, არა გვაქვს 4კ მაჟორი
გ) ძლიერი შესავალი გახსნა - 19 და მეტი ქულა, არა გვაქვს 5კ ფერი
დ) ძლიერი ფერიანი გახსნა - 17 და მეტი ქულა, ნებისმიერი 5კ ფერი
------------
ამ გახსნისას პარტნიორებს არა აქვთ უფლება გაპასონ 1NT-მდე!
პარტნიორის პასუხები:
1D - აქვს ორი განსხვავებული მნიშვნელობა
a) ნეგატივი 0-6 ქულა
b) 16 ან მეტი ქულა, თანაბარი წყობით
1H/S - 7 ან მეტი ქულა, 4 ან მეტი კარტი ფერში
1NT - 7-10 ქულა, 4 კარტი მაჟორში არა
2C/D - 10 ან მეტი ქულა, 5 ან მეტი კარტი ფერში, ფორსინგი 2NT-მდე
2H/S - 13 ან მეტი ქულა, 5 ან მეტი კარტი ფერში, ფორსინგი გეიმამდე
2NT - 11-12 ქულა, 4 კარტი მაჟორში ან 5 კარტი მინორში არა
3 NT - 13-15 ქულა, 4 კარტი მაჟორში ან 5 კარტი მინორში არა
----------------------------------
შემდგომი ვაჭრობა პასუხების მიხედვით:
1C - 1D
1H/S - 12 ან მეტი ქულა, 4 ან მეტი კარტი ფერში
1NT - გახსნის ა) ვარიანტი
2C - გახსნის ბ) ვარიანტი
2D - 17 ან მეტი ქულა, 5 ან მეტი აგური
2H/S - 17 ან მეტი ქულა, 5 ან მეტი კარტი ფერში
2 NT - გახსნის გ) ვარიანტი, არა გვაქვს 4 კარტი მაჟორში
3C - 17 ან მეტი ქულა, 5 ან მეტი ჯვარი
-----
თუ 1D სუსტია, 1NT-ზე ან ზევით შეიძლება გაპასვა (თუ ახალი ფერი არ არის ნახსენები), ფერის შეთავსება (გაფიტვა) 2-ის დონეზე, საკუთარი 5 კარტიანი ფერის ჩვენება ყველაზე დაბალ დონეზე, NT ყველაზე დაბალ დონეზე.
თუ 1D ძლიერია - NT ნახტომით ან ფიტი ნახტომით.
---------------------------------
1C - 1H
1S - 12 ან მეტი ქულა, 4 ან მეტი ყვავი
1NT - 12-15 ქულა, 4 კარტი მაჟორში არა
2C - 12-15 ქულა, 5 ჯვარი, 4 კარტი მაჟორში არა
2D - 17 ან მეტი ქულა, 3 ან მეტი გული ფიგურით. ე.წ. Backing (ხელოვნური შეკითხვა ძალისა და ფერის სიგრძის შესახებ)
2H - 12-15 ქულა, 4 გული
2NT - 19 ან მეტი ქულა, 4 კარტი მაჟორში არა.
-------
ვაჭრობა გრძელდება ნატურალურად, ცხადდება საკუთარი 4 კარტიანი ფერი ან თავსდება ფერი, ან NT. გარდა:
1C - 1H; 1NT - ???
პასი - 7-9 ქულა, 5 კარტი მაჟორში და 4 კარტი მინორში არა
2C - 7-9 ქულა, 4 ან მეტი ჯვარი
2D - 7-9 ქულა, 5 ან მეტი აგური
2H - 7-9 ქულა, 5 გული
2NT - 10 ან მეტი ქულა, 5 კარტი მაჟორში და 4 კარტი მინორში არა
3C/D - 10 ან მეტი ქულა, 4 კარტი ფერში
3H - 10 ან მეტი ქულა, 5 გული
3S - 10 ან მეტი ქულა, 6 ან მეტი გული და 5 ან მეტი ყვავი.
3NT - Stop! საბოლოო კონტრაქტი
4H - Stop! საბოლოო კონტრაქტი
-----------
თითქმის იგივეა ვაჭრობა:
1C - 1S; 1 NT - ???
რასაც არ ვწერ ისევეა, როგორც გულის პასუხის შემთხვევაში.
2H - 7-9 ქულა, 5 ყვავი და 4 გული
2S - 7-9 ქულა, 5 ყვავი
3H - 10 ან მეტი ქულა, 5-5 ყვავი და გული
3S - 10 ან მეტი ქულა, 5 ყვავი
4H - 13 ან მეტი ქულა, 6 ან მეტიგული
4S - Stop! საბოლოო კონტრაქტი
-----------
პასუხები Backing-ზე (1C - 1H/S; 2D - ???)
2H - 7-10 ქულა, 4 კარტი პირველი პასუხისას ნათქვამ ფერში
2S - 11 ან მეტი ქულა, 4 კარტი პირველი პასუხისას ნათქვამ ფერში
2NT - 7-10 ქულა, 5 კარტი პირველი პასუხისას ნათქვამ ფერში
3C - 11 ან მეტი ქულა, 5 კარტი პირველი პასუხისას ნათქვამ ფერში
--------------------------------------------------
1C - 1NT
2C - 12-15 ქულა, 5 ჯვარი
2D - 17 ან მეტი ქულა, 5 აგური
2H/S - 17 ან მეტი ქულა, 5 კარტი ფერში
2NT - 14-15 ქულა თანაბარი წყობით (გახსნის ა) ვარიანტი)
3C - 17 ან მეტი ქულა, 5 ჯვარი
3NT - Stop!
--------
შემდგომი ვაჭრობა ნატურალურია.
-----------------------------------------------
ასევე ნატურალურად მიდის ვაჭრობა სხვა პასუხების შემთხვევაში.
--------
ძლიერი გახსნის შემთხვევაში ნეგატიური 1D-ს გარდა ყველა პასუხი არის გეიმის ფორსინგი.
გიზების და ყველა ფანატიკოსის დედაც .......... ბართლომესთან
"სახელმწიფოში, რომელშიც უსამართლოდ აპატიმრებენ, ყველა პატიოსანი ადამიანის ადგილი ციხეშია" - ჰენრი დევიდ ტორო
სამოთხეში კარგი კლიმატია, სამაგიეროდ ჯოჯოხეთში - ბრწყინვალე საზოგადოება!