მონტოია ისევ უილიამსში?
იტალიური ,, გაძეტა დელო სპორტის" ცნობით კოლუმბიელი ხუან-პაბლო მონტოია ,,უილიამსში" ირბოლებს.
,,კოლუმბიური ქარიშხლის" დებიუტი ,,სამეფო რბოლებში" სწორედ სერ ფრენკი უილიამსის საჯინიბოში შედგა 2001 წელს. სამი სეზონის შემდეგ ბოსებთან უთანხმოების გამო ხუანი ,,მაკლარენში გადაბარგდა. ბოლო დროს საქმეები იქაც აერია---30 წლის მძღოლი მომდიმარე ჩემპიონატში თითო მეორე და მესამე ადგილებით საერთო ჩათვლაში ათი ეტაპის შემდეგ მეათე ადგილზეა.
თანაც კარგა ხანია გადაწყვეტილია, რომ 2007 წელს ,,მაკლარენ-მერსედესში" ესპანელი ფერნანდო ალონსო იჯირითებს.
ანტი ხუანური ხმები უფრო გაძლიერდა გასულ კვირას ინდიანაპოლისში, აშშ-ს დიდი პრიზისთვის რბოლისას მისმა ავარია,როცა პირველ წრეზე ისე მიახეთქა მანქანა თანამაკელ კიმი რაიკონენს, რომ რბოლას ორივე გამოეთიშნენ.
,,ვერცხლისფერი ისრების" ხელმძღვანელები კი აცხადებენ, მონტოიას მიმართ სანქციების არ მივიღებთო, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არსებობს?
იტალიელ მეგაზეთეთა განცხადებების საპირისპიროდ, ,,უილიამსი" უკმაყოფილო არაა თავისი წლევანდელი მძღოლების-მარკ ვებერის და ნიკო როსბერგის მუშაობით და მათ შეცვლას არ აპირებს.
თავად სერ ფრენკმა ბუნდოვანი კომენტარი გააკეთა:,,ვიცი რომ პრესა კარგა ხანია ლაპარაკობს მონტოიას ჩვენთან დაბრუნებაზე, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია. თუმც დარწმუნებული ვარ რომ იგი ჩინებული პილოტია".
დაველოდოთ მალე ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა.
©გაზეთი ,,სარბიელი", 7 ივლისი 2006 წელი, N154(2776)მდაას ასეთი ,,გემრიელი" ჭორი კარგა ხანია არ მომისმენია