ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით ბესიკ ნადირაძე აირჩიეს
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში ველოსპორტის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა ჩატარდა, რომელმაც პრეზიდენტად მესამე ვადით ბესიკ ნადირაძე აირჩია. არჩევნებზე პრეზიდენტობის მსურველი სამი კანდიდატიდან ორმა: ომარ ფხაკაძემ და ბიჭიკო ასკურავამ კანდიდატურები მოხსნეს და ასარჩევი მხოლოდ ნადირაძეღა დარჩა, რომელსაც ყრილობაზე დამსწრე 51-მა დელეგატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. ძველმა-ახალმა პრეზიდენტმა ფედერაციის ახალი შემადგენლობაც დაასახელა: პირველ ვიცე-პრეზიდენტად მან ომარ ფხაკაძე დაასახელა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებად ბიჭიკო ასკურავა, დავით გელაშვილი და გოგი საყვარელიძე. გენერალური მდივნის თანამდებობა რუსლან ჯაოშვილმა დაიკავა.
წყარო:
http://www.adjarabet.com/prev_news.doნახეთ... (ბოლოდან მეორე გვერძეა)
თან კლოდენის სურათი დაუდიათ... (კირხენ, კლოდენ, Fოგთ)
2007 ის ტირენო-ადრიატიკოდან...
(-: