გამარჯობათ მეგობრებო, ეხლა უკვე ყველას დამშვიდებულად მოგესალმებით, გუშინ ჭკუაზე არ ვიყავი და იმედია მომიტევებთ
პირობა ავასრულე და პირველი რაუნდის მერე ხმა აღარ გამიღია--აშკარად უარყოფითად მოქმდებდა ჩემი ლაქ-ლაქი და ამიტომ გავჩუმდი.
უპირველესად ყველას მადლობა ვინც მომილოცეთ, გუშინ სიხარულისგან ყირაზე გადავდიოდი
ეხლა კი ორი სიტყვით პლეი ოფზე
kaiser_fritz--მადლობ კარგი სიტყვებისთვის. ლიდსტრიომზე დაახლოებით იგივეს დაწრას ვაპირებდი
amadeo-წარმომიდგენია რა დღეში ხარ, თუმც არა უშავს. პიტსბურგი პერსპექტიული გუნდია და თუ რეი შერომ რაღაც-რაღაცეები არ მიქარა, კარგი მომავალი აქვს უეჭველად,. თუმც მეორე მხრივ არა მგონია პინგვინებმა უკვე მომავალ წელს შეძლონ ფინალში გასვლა--გუნდს ზაფხულში ბლომად პრობლემები ექნება, რადგანაც 12(!!!!!!!) თავისუფალი აგენტი ჰყავს, რის გამოც თითქმის შანსი არაა ჰოსა დაბრუნდეს. სლოვაკი დიდ კონტრაქტს---საშუალოდ 5 წლიანს და მინიმუმ 6 მილიონიანს ელოდება, რასაც პიტსბურგი ვერ შესტავაზებს. რატომ? იმიტომ, რომ მომავალ წელს კონტრაქტები იქნება გასფორმებელი მალკინთან, სტაალთან, გონჩართან და მგონი ფლერისთანაც, რის გამოც ჰოსას ვერ აიკიდებენ. ვფიქრობ, პიტსბურგს კიდევ მინიმუმ ორი წელი დასჭირდება გასაფრენად.
რაც შეეხება დეტროიტს---ვერ დაგეთხნახმებით, რომ გუნდი ბერდება. პირიქით, მომავალ წელს ისეთი ახალგაზრდა იქნება, როგორც აიზერმანის ახალგაზრდა წლების შემდეგ არ ყოფილა. მიდიან დრეიკი, ჰაშეკი და ჩელიოსი, ორ წელიწადში მიდის დრეიპერი და სტარიკებიდან ვინღა დარჩა? სამაგიეროდ თანდათანბით ახალგაზრდები გამოდიან წინა პლანზე. ალბათ წავა ლილია და იმედია ერიქსონი დამკვიდრდება გუნდში, პლუს იმედი მაქვს, რომ ბრედ სტიუარტიც მოინდომებს დარჩენას, რომელიც გუნდს იდეალურად მოერგო.
როგორღაც პლეი ოფის დაწყების წინ დავწერე, რომ ფინალსი დეტროიტს და პიტსბურგს ველოდი. ჩემი აზრით ამის ნიშNები უკვე მარტის დასაწყისიდან გამოიკვეთა და ორივემ პლეი ოფი ფრენით გაიარა.
თუმც დიდი სიურპირიზი იყო ის სიიოლე, რითაც პიტსბურგმა გაიარა აღმოსავლეთი. გუნდმა იმაზე კარგად ითამაშა დაცვაში, ვიდრე ველოდი, თორემ შეტევაში ყველაზე ბევრი ვარსკვლვაი რომ ჰყავდა, ისედაც ყველამ იცოდა.
დეტროიტმა კი ზუსტად ისე ითაამშა, როგორც ველოდი. მხოლოდ არ მეგონა ამდენად შთამბეჭდავი თუ იქნებოდა დაცვაში, განსაკუთრებით პისტბურგთან. ლიდსტრიომმა და რაფალასკიმ ყველა გუნდის ლიდერები მოხუთეს და აუცილებლად უნდა აღინიშნოს ზეტერბერგის და დაციუკის ყოვლად თავდადებული და გასაოცარი თამაში. ვფიქრობ ეს ორი დღევანდელ ნჰლ-ში ყველაზე სრულყოფილი მოთამაშეები არიან---შეიძლება ოვეჩკინი, იგინლა, ლეკავალიე, კროსბი და მალკინი წმინდა შეტევითი პოტენციალით ჯობიან ორივეს, მაგრამ არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილს არ შეუძლია დაცვაში ისე ბრწყინვალედ თამაშის, როგოცს ზეტას და დაცს, რათ მათ ჩემი აზრით უდავოდ უნიკალურ ჰოკეისტებად აქცევს. თანაც ისინი მხოლოდ 27 და 29 წლის არიან, რაც იმას ნიშნავს რომ კიდევ მოუმატებენ.
მთავარი სიურპრიზი აუცილებლად ფრანცენი გახლდათ, რომელიც წელს მონსტრი იყო. ქუდს ვიხდი დარენ ჰელმისა და ირჟი ჰუდლერის წინაშე, რომელბმაც დეტროიტს მეოთხე შეტევითი სამეული, ზეტერბერგსა და დაციუკს კი მატჩებში დასვენების საშუალება მისცეს.
და აუცილებლად უნდა გამოიყოს ვალტერი ფილპულა---ნეშვილთან ჩატარებული მეორე თამაშის შემდეგ ეს ფინელი ნაღრძობი ფეხით თამაშობდა. ტიპი მთელი პლეი ოფი არ ვარჯიშობდა, მაგრამ თამაშებზე ტკივილგამაყუჩებლებით მაინც გადიოდა და თავის საქმეს ხუთიანზე აკეთებდა--მით უმეტეს, რომ მეორე სამეულის ცენტრი იყო.
რა თქმა უნდა, ისევ ნერვბეზე მშლიდნენ მეც და დეტროიტის ყველა ბალეშიკს ლილია და სამუელოსონი---პირველი ყველაზე მოუხერხებელი მოთამაშეა რაც მინახავს, მეორე კი ყველაზე სულელი (ყინულზე ფიქრის უნარს ვგულისხმობ), ჰოკეისტია გუნდში. მგონი პირველს მოვიშორებთ თავიდან, მაგრამ სამუელსონა სამწუხაროდ არავინ გუშვებს და კიდევ უნდა მიშალოს ნერვები უამრავი მომენტის გამაზვით.
ჯერ ეს იყო

, მერე კიდევ და კიდევ დავამეტებ
This post has been edited by Geowingfan on 6 Jun 2008, 05:38