როგორც ყოველთვის ამჯერადაც შემოგთავაზებთ რბოლის წინა ჩემს მიმოხილვას... ამჯერად ცოტა დამიგვიანდა და მხოლოდ ხუთშაბათს დავპოსტე...

ამჯერად ჩვენი ყურადღების სფეროში არის თურქეთის გრანპრი, საქართველოს საზღვართან ყველაზე ახლო გრანპრი და რა თქმა უნდა საკმაო რაოდენობის ქართველი ჩადის თურქეთში ამ რბოლის საყურებლად... იმედია საქართველოს დელეგაციას მიაქვს ჩვენი დროშა და იმედია ერთხელ მაინც გამჩნდება ჩვენს ეკრანზე...

თქვენი მონამორჩილიც აპირებდა ამ გრანპრიზე წასვლას, მაგრამ საბერძნეთში და ქობულეთში დასვენებამ ამ გრანპრისთვის გადანახული ფინანსები დამიხარჯა, განსაკუთრებით ქობულეთმა, ასე რომ მიწევს როგორც ყოველთვის ტელევიზორში ყურება...
ახლა როგორც ყოველთვის პირველ რიგში განვიხილოთ ქალაქი და ტრასა და შემდეგ სიტუაცია ჩემპიონატში...
ჯერ ქალაქზე ჩემს პირად მოსაზრებას გეტყვით, რომ სტამბული არის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი (მიმიქარავს ევროპის უამრავი ქვეყნის დედაქალაქი), ფართო ქუჩებით, ულამაზესი შენობებით და ა.შ. ჯერ კიდევ თვითმფრინავით როცა მიფრინავ, ციდან გექმნება საოცარი შთაბეჭდილება სტამბოლზე, ისე ლამაზად ჩანს ზევიდან, ასე რომ ვინც თვიმფრინავით მიდის ვურჩევ დაჯდომას ჩაძინებული არ შეხვდნენ, რადგან მართლა საოცარი ხედია თვიმფრინავიდან სტამბულის...

სტამბულში შეგიძლიათ მოინახულოთ ცისფერი მეჩეთი, უამრავის სასახლე და უამრავი არქიტექტურული ძეგლი, სტამბული ხომ ყოფილი კონსტანტინოპილისია... ერთ დროს მსოფლიოს ცენტრი... ვისაც ასეთი დეტალები აინტერესებს (ჩემსავით...), მართლაც დაუვიწყარი მოგზაურება იქნება სტამბულში, გარდა ფორმულა ერთისა...




ახლა რაც შეეხევა თავად ტრასას...


სტამბულის ტრასა არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარი ტრასა პილოტებისთვის და ბალეშიკებისთვის... პირველად თურქეთის გრანპრი 2005 წელს ჩატარდა და აბსოლიტურად აკმაყოფილებს თანამედროვე ფორმულა ერთის ყველა მოთხოვნას, რამაც განაპირობა მისი პოპულარობა... მას აქვს უამრავი გრძელი სწორი მონაკვთი და ასევე უამრავი განსხვავებული კომბინაციის მოსახვევი, რაც უფრო საინტერესოს ხდის რბოლას. ასევე არის რამდენიმე ადგილი სადაც გასწრება შესაძლებელია... გარდა ამისა თურქეთი განსაკუთრებულ ფიზიკურ მონაცემებს მოითხოვს, რადგან ძალიან დამღლელი ტრასაა, თან ძალიან ცხელა, განსაკუთრეული ყურადღება მიექცევა საბურავებს და ეს ტრასა საერთოდ ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს მრბოლელებისგან, რადგან საკმაოდ რთული მოსახვევებია, განსაკუთრებით მისი მე-8 მოსახვევი რომელზეც ლეგენდები დადის უკვე

...
"It is probably the most difficult corner in the whole championship," is the opinion of Renault's Giancarlo Fisichella. "A long-left hander, with an apex speed of around 250 kph, for about 6.5 seconds. There are some high g-forces to contend with, on your body but especially on the neck, and it can be very difficult, especially at the end of the race. It is demanding for the drivers, but that is the attraction for us!"
თან ჯერ კიდევ ახალი ტრასაა მაინც... თან ამინდის პროგნოზიც სიცხეს წინასწარმეტყველებს...
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ახლა საჩემპიონო სიტუაციაზე და ფერარით და მაკლარენით დავიწყოთ...
ამ ორ გრანდს შორის ყველაზე გადამწყვეტი რბოლა სსწორედ ამ ტრასაზე შედგება, რაც კიდევ უფრო დიდ ინტერესს აძლევს თურქეთის გრანპრი... მაგრად გაუმართლათ თურქებს, ყოველთვის ისეთ დროს არის ჩასმული ეს ტრასა, რომ ძალიან საინტერესო მომენტი არის ხოლმე ჩემპიონატის... ფერარი იქადნება, რომ სწორედ ამ ტრასიდან დაიწყება მათი მოგებების სერია და დარჩენილ 6 რბოლას გასტანს... რადგან უმეტესობა ტრასები ფერარის აეროდინამიკას საკმაოდ წაადგება, მაგრამ არც მაკლარენი მთლად იმედგადაწურული...

ერთადერთი გამონაკლისი ფუჯის ტრასაა, რომელიც არცერთმა გუნდმა არ იცის...
მასასთვის ეს ტრასა რა თქმა უნდა სასიამოვნო მოსაგონარია, რადგან პირველი გამარჯვება სწორედ აქ მოიპოვა, თან ფერარიმ ახალი მანქანა დაუმზადა მასას ამ ზაფხულის შესვენებაზე, შასი ნომერი 263 და ვნახოთ როგორი მანქანა იქნება და თუ გაამართლებს ალბათ შემდეგ რბოლებზე კიმიც მაგ მანქანით გამოვა... ამ რბოლას კიმი კვლავ F 2007-ით ხვდება და იმედი აქვს გამარჯვების, თან ისიც თურქეთის ტრასის ფერარისთან მისადაგებაზე საუბრობს... თან მან განაცხადა, რომ ესაუბრა ფერარის ტექნიკურ პერსონალს და მათ უთხრეს, რომ რამდენიმე ახალი განვითარება აქვს მანქანას... (მაგრამ ალბათ ყველა გუნდს ექნება...) მას კარგად ესმის, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ეს რბოლა გადამწყვეტი იქნება, ასე რომ ის მომართულია გამარჯვებისთვის და ყველაფერს დადებს ამისთვის... თან როგორც თავად აცხადებს მას დასაკარგი არაფერი აქვს, ასე რომ პოლნი გაზი.............................................................................................

მაკლარენში მოჩვენებითი სიმშვიდეა... ისინი ხომ ლიდერები არიან... ბევრი კომენტარი მათგან არ კეთდება... ახლახანს გაცხადდა, რომ გუნდი აპირებს დაჯდომას ჰამილტონთან და ალონსოსთან ერთად და გაარკვიონ ყველა პრობლემა რაც გუნდშია პილოტებს შორის და უპირველესად უნგრეთის ეპიზოდი და შეეცდებიან ამოწურონ ეს კონფლიქტი...
ჩემი აზრით ფერარი ამ ტრასაზე წინ იქნება... მთელი ჩემპიონატის მანძილზე პირველად ვაკეთებ ასეთ კომენტარს...
სხვა გუნდებს რაც შეეხება ბეემვე, რომელმაც უკვე დაამტკიცა მომავალი წლის შემადგენლობა იგივე პილოტებით, კვლავ მესამე იქნება... რა თქმა უნდა, უილიამსი და რენო მთლად უბრძოლველად არ დანებდებიან... როსბერგისა და ჰეიკის იმედად... რედ ბულისგან წელს ბევრად მეტს ველოდი, მაგრამ ვერაფერი გააწყეს... მაგრამ ისინიც იბრძოლებენ რა თქმა უნდა ქულებისთვის...
და ბოლოს, საუბარს დავასრულებ ჰონდათი... (საერთოდ აღარ შევეხები შპიონაჟს...)
როგორც იცით ორი ძალიან სერიოზული კადრი შეიძინა ჰონდამ, ბეემვე-ზაუბერიდან და უილიამსიდან... ამ ზაფხულის შესვენებაზე ისინი იყვნენ ჰონდას ფაბრიკაში და აღმოაჩინეს სერიოზული დაღღვევები wind Tunnel-ის მშენებლობის დროს, რის გამოც ჰონდას ნებისმიერი მცდელობა სეზონის განმავლობაში განვითარებულიყვნენ, კრახით სრულდებოდა, თავიდან დაშვებული შეცდომის გამო... მათ მაინც განავითარეს პატარა დეტალები ჰონდასი და მრბოლელები ოპტიმისტურად უყურებენ უკვე თურქეთის გრანპრის, მაგრამ როგორც ახალმა ინჟინრებმა აღნიშნეს, მიდის სერიოზული მუშაობა დაშვებული შეცდომის გამოსწორებისთვის და თუ სეზონის ბოლო 2-3 რბოლის დროს გარკვეული შედეგი მიღწეული იქნება, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ სწორი გზით მიდიან და 2008 წელს ეყოლებათ საბრძოლო მანქანა, ასე რომ ჰონდა უკვე ძირითადად გადართულია მომავალი წლისათვის...
აი, სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა... ყველას საინტერესო და სასიამოვნო რბოლას გისურვებთ და იმედია კიმის ტრიუმფით დასრულდება....

აი ასე ერთობიან ბიჭები თურქეთში...





This post has been edited by rooney on 23 Aug 2007, 15:47