და დადგა მონცას ჯერი.....

მოგეხსენებათ წელს ტიფოზებს მხოლოდ ეს ტრასა დარჩათ კალენდარში, რადგან ენცო და დინო ფერარის სახელობის სან მარინოს ტრასა აღარ მასპინძლობს ფორმულა ერთს... მონცა, შეგახსენებთ ყველაზე ძველი ტრასა ფორმულა ერთის დღევანდელ ტრასებში, სილვერსტოუნთან ერთად...
მონცა მდებარეობს საკმაოდ ახლოს მილანთან და იქ მყოფებს შეუძლიათ დაკბნენ ისეთი ულამაზესი ადგილებით, როგორიცაა ქვის ჩუქურთმებიანი სასახლე, კომოს ტბა და ულამაზესი ადგილები, როგორც მთაში ისე ქალაქში და რა თქმა უნდა მილანის განთქმული მაღაზიები შოპინგისთვის...





მონცა ყველაზე სწრაფი ტრასაა ფორმულა ერთში: სიჩქარე არის ძალიან მაღალი, მიწასთან კავშირი დაბალი, რაც უფრო ართულებს რბოლას... მონცაზე სპეციალური, ყველასგან განსხვავებული აერო პაკეთი აქვთ გუნდებს... ეს ტრასა, ბელგიის გრანპრისთან ერთად იქნება გადამწყვეტი მაკლარენის და ფერარის ბრძოლაში, ასე რომ ორივე გუნდი განსაკუთრებით შემართულია ამ რბოლებისთვის...

Race Date: 9 Sep 2007 ------------------------------------------------------------------------------------

Number of Laps: 53
Circuit Length: 5.793 km
Race Distance: 306.720 km
Lap Record: 1:21.046 - R Barrichello (2004)
ბეემვეს კონფიგურაცია სპეციალურად მონცასთვის:

მონცას განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს მანქანებთან... საშუალე სიჩქარე 250 კმ/სთ-ს უდრის, მაქსიმალური 350 კმ/სთ-ს აღწევს და აქედან გამომდინარე მონცა მანქანებისგან მოითხოვს ძრავის სიძლიერესთან და აეროდინამიკის ეფექტურობასთან ერთად, ასევე სამუხრუჭე სისტემის სიძლიერეს... რა თქმა უნდა ყველა გუნდს თავის გზა აქვს დასახული ამ გამოწვევების გადასაწყვეტად, რომლებზეც მუშობდნენ კიდევაც ერთი კვირის წინ ტესტებზე... და ამ უიქენდზე გაირკვევა, ვინ როგორ იმუშავა...
დაახლოებით ტრასის 80% აქსელერატორი მუშაობს მთელი დატვირთვით, რაც საშინელ მდგომარეობაში აყენებს ძრავებს და ასევე შემდეგი ტრასა სპაც ძალიან სტრესულია ძრავებისთვის და ამ ორი ტრასის ერთი და იგივე ძრავით გამოსვლა საკმაოდ რთული იქნება გუნდებისთვის... ფერარის არ ვიცი, მაგრამ მაკები მონცაზე ახალი ძრავით გამოდის და შესაბამისად სპაზეც იგივეთი გამოვა...
საბურავები ამ ტრასაზე გამოყოფილია მედიუმები და სოფთები... როგორც ბრიჯსტოუნის წარმომადგენელმა განაცხადა, ტრასის კონფიგურაციიდან გამომდინარე სოფთები ჯობიაო, მაგრამ ვინაიდან ძალიან დიდი სიჩქარით დადიან მანქანები, ეს ძალიან ახურებს საბურავს და ცვითავს და შესაბამისად შეიძლება გუნდებმა მედიუმი ამჯობინოსო... ალბათ ტრადიციისამებრ კვალიზე ყველა სოფთებს აირჩევს და რბოლაზე ჰარდს, მაგრამ ფერარიმ შეიძლება რბოლის დროსაც სოფთები გამოიყენოს(როგორც თურქეთში გააკეთეს), რადგან ბესომაც უკვე აღნიშნა, რომ ფერარი საკმაოდ კარგად ინახავს საბურავებს...
მოგეხსენებათ ოთხივე დღეს ტესტებისა საუკეთესო დრო მაკლარენს ჰქონდა, მაგრამ კიმი რაიკონენის განცხადებით არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მაკლარენმა გადაასწრო ფერარის, რადგან არ ვიცით, თუ ვის რამდენი საწვავი ესხა წრეების დროს...
მაკლარენისა და ფერარის ბრძოლაში ჩაბმის დიდი იმედი აქვთ ბეემვეს... მათ შარშან მეორე პოდიუმი სწორედ ამ ტრასაზე მოიპოვეს - მესამე ადგილი კუბიცასი... მათ მართლა შეუძლიათ ამ ბრძოლაში ჩაბმა... განსაკუთრებით კვალიფიკაციის დროს...
რენო არასდროს ყოფილა ძლიერი ამ ტრასაზე, მაშინაც კი როცა ყველაფერს ბრდღვნიდა 2005-ში და 2006-ში... ასე რომ ამ ტრასაზე არ ველი მათგან ბეემვესთან მეტოქეობას, როგორც ეს თურქეთში შეძლო უდავოდ ძალიან ნიჭიერმა კოვალაინენმა, რომელიც თანდათან უფრო და უფრო მესიმპატიურება... მაგრამ ჰეიკი ფიქრობს, რომ ისინი შეძლებენ კვლავ ებრძოლონ ბეემვეს... ვნახოთ...
როსბერგისგან კვლავ ველი ქულებში მოხვედრას... ჰეიკიმ უკვე გაუსწრო ქულებით ფიზიკელას და იმედია მალე როსბერგიც გაუსწრებს ვურცს და გუნდებში აღდგება ჩემეული პირველი მეორე

ჰონდამ, მართლა შეიძლება საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენოს ტრასის განსხვავებული კონფიგურაციის და მოთხოვნებიდან გამომდინარე...
და სპაიკერზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა... როგორც იცით ისინი გეგმავდნენ B მანქანის გამოყენებას თურქეთში, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო ეს გადაიდო მონცასთვის... ასე რომ სპაიკერს ახალი მანქანით ვიხილავთ და როგორც აცხადებენ უფრო სწრაფები იქნებიან... როგორც მაიკ გასქოინმა განაცხადა ორ არეაშია მთავარი განსხვავება: მექანიკაში და აეროდინამიკაში... ისინი ასევე ახალი გადაცემათა კოლოფით გამოვლენ, რომელიც საკმაოდ დაახლოებულია 2008 წლის გადაცემათა კოლოფის წესებთან, როგორც მოგეხსენებათ მომავალ წელს გუნდები ერთი და იმავე გადაცემათა კოლოფით უნდა გამოვიდნენ ზედიზედ ოთხი რბოლა...
“There are two new main areas where the B-spec car differs to the A-spec,” explains chief technical officer, Mike Gascoyne. “The first is mechanical, the second is aerodynamic. Mechanically, we have revised the rear suspension geometry, specifically replacing the rotary dampers with linear ones.
ჯაშუშურ სკანდალს კი აღარ მინდა შევეხო... დიდი სიბინძურეა და კისერიც უტეხიათ... ჩვენ, მრბოლელებზე ჯობია ვილაპარაკოთ და გუნდების მზადყოფნაზე რბოლისთვის და არა სასამართლოსთვის

და ბოლო ნიუსიც, დღეს შეიკრიბებიან ფორმულა ერთის ბოსები გუნდებთან ერთად და იმსჯელებენ შესაძლო შეცვლაზე კვალიფიკაციის ბოლო სექტორის წესების, როცა ყველა გუნდი 10 წუთი დადის მხოლოდ იმისთვის, რომ საწვავი დაწვას (რაც ძალიან მოსაწყენიაო და ტყუილი დროის და საწვავის ხარჯვააო), რომ მჩატე მანქანით აჩვენოს სწრაფი წრე... თუ რაიმე ცვლილება მოხდება ამ წესებში, ეს იქნება 2008 წლის სეზონისთვის...
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბრწყინვალე დუბლის შემდეგ ფერარი საკუთარ მშობლიურ ტრასაზე მომართულია დააგროვოს მაკლარენზე მეტი ქულები და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები... მე დიდი იმედი მაქვს (და არა მარტო იმედი... ასევე ვფიქრობ), რომ რაიკონენი მოიგებს...


William Hill-სი პროგნოზები ამ ტრასაზე:
კვალიფიკაცია:
K Raikkonen ----- 2.87
F Massa --------- 3.25
L Hamilton ------- 4.00
F Alonso --------- 4.00
რბოლა:
K Raikkonen ------ 2.75
F Massa ----------- 3.25
L Hamilton --------- 4.33
F Alonso ----------- 4.33
This post has been edited by rooney on 6 Sep 2007, 17:19