რბოლა?!
რბოლა?
რბოლა!
სამივე მიესადაგება!!!
არ მახსოვს რბოლა, რომლის დროსაც ამდენჯერ შემომერტყას თავზე ხელი!!!
არ მახსოვს რბოლა, რომლის დროსაც ამდენი მენერვიულოს!!!
არ მახსოვრ რბოლა, რომლის შემდგომაც ასეთი გაორებული, გასამებული თუ გაათებული გრძნობა დამრჩენოდა!!!
აქ იყო ყველაფერიც და ამასთან ერთად არაფერიც!!!
პირველი მოსახვევი, პირველი ინტრიგა, პირველი იმედგაცრუება.
ცოტა ხანში თავში წამომიტივტივდა აზრი, რომ დღეს დავწერდი: "KIMI სატომ გაგასწრო ბიჭო???", მაგრამ ალბათ ხვდებით თუ რატომ აღარ აქვს ამის დაწერას აზრი

მოკლედ, ძალიან, ძალიან გამიტყდა ალონსოს ჯარიმა, ალონსოს უაზრო შეცდომები, მაგრამ ძალიან მესიამოვნა ყურება ალონსოსი, რომელმაც 2004 წლის ნანდო გამახსენა, უსწრაფესი, რისკიანი, მაგრამ დამარცხებული...
ფერნანდოზე, ბევრის თქმა არ მსურს, ისედაც ყველამ ნახა, რა უაზრობებიც გააკეთა, მაგრამ რომ არა უაზრო ჯარიმა... თუმცა მაგის გარეშეც შეეძლო არა მხოლოდ მეხუთეზე გასვლა... არადა ბოლოს ისეთი დედა უტირა ბოლიდს, რომ სატომ გაასწრო (სატოს საღოლ, რამდენიც გინდა ვისაუბროთ, მაგარი იგაზავა)...
მაგრამ სასაცილო ისაა, რომ ალონსოს ჯარიმაზე მეტად, როსბერგის ჯარიმა გამიტყდა, თითქოს ამ ბიჭს მთელი ნაწვალები და ნაოფლარი ჩაუყარეს წყალში...
http://youtube.com/watch?v=XhC9hhdlUKQ აი, ეს მომენტიც გამიტყდა, თან ძალიან შემეშინდა...
მოკლედ, მე ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ და აზრი არა აქვს რამის წერას, ერთს კი ვიტყვი:
დღემდე ჰამილტონს ჩემპიონობის კანდიდატად ვერ აღვიქვავდი...
ვცდებოდი!!!მომავალ კვირას ბავშვის ნათლობა მაქვს, ალბათ რბოლას ვერ ვუყურებ, თუმცა ეგ ყველაფერი სპეციალურად დავამთხვიე კიდეც, ვერ ვიტან ინდიანაპოლისს და ვიცი, რომ მაგ რბოლაში ალონსოს ჩამორჩენა გაიზრდება მინიმუმ 4 ქულით...
Aston...