ეს დღეები სამწუხაროდ ძალიან დაკავებული ვიყავი და მხოლოდ თქვენს პოსტებს ვკითხულობდი... მეც მინდოდა ინფოები დამეპოსტა, მაგრამ ელემენტარულად მაგის დროც არ მქონდა... ხვალაც ასეთი დღე მაქვს და სამწუხაროდ ვერ ვუყურებ პრაქტიკებს... ასე რომ ძალიან მინდოდა ინფოების დაწერა და ახლა დავწერ. ტრადიციულად ყველა ტრასაზე ვწერ და არ მინდა ჩემს უსაყვარლეს სილვერსტოუნზე გამოვტოვე... და ასევე სხვა ინფოებზეც, რომელიც მინდოდა ამ დღეებში დამეწერა, ზოგი თქვენს მიერ უკვე დაიწერა, ზოგი არა...
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ფერარის ტრიუმფმა მანიკურზე, კიდევ უფრო საინტერესო გახადა სილვერსტოუნზე მომავალი რბოლა... ეს არის ულამაზესი ტრასა, ძალიან სწრაფი მოსახვევებით, ასევე გრძელკი მონაკვეთებით სადაც შეგიძლია მაქსიმალური სიჩქარე აწიო და ერთ-ერთი უსწრაფესი ტრასაა... კარგი დროისთვის აქ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კარგ აეროდინამიკას... ასევე სწრაფი მოსახვევები უფრო მალე ცვეთს საბურავებს...
და მართლაც ეს ერთ-ერთი ულამაზესი ტრასაა და იმედია ბრიტანეთის მთავრობა გონზე მივა და უკეთეს ყურადღებას მიაქცევს ამ ტრასას და არ დაუშვებს სამეფო რბოლებმა დაკარგოს სილვერსტოუნი...





აქვე შეიგიძლიათ მოინახულოთ წმინდა პაულსის კატედრალი, ოქსფორდის უნივერსიტეტი და ა,შ.




რა თქმა უნდა შეუძლებელია ვისაუბროთ სილვერსტოუნზე და არ ვთქვათ ამინდის შესახებ... აბსოლიტურად ყველა ელოდება წვიმას, როგორც პარასკევს, ისე შაბათ-კვირას... ასე რომ გუნდები ალბათ უფრო წვიმისთვის გათვლიან სტრატეგიებს და ძალიან საინტერესო რბოლა იქნება.. არცთუ ისე დიდი მნიშვნელობა ექნება კვალის... იქნებ წელს აქ მაინც გვეღირსოს წვიმა... მე მაგრად მაინტერესებს ჰამილტონის წვიმაში რბოლა...
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პირველ რიგში მრბოლელებზე საუბარი ლუისით დავიწყოთ... მისი დებიუტი ფორმულა ერთში სამშობლოში. ძალიან ბევრი დაწოლა იქნება ჰამილტონზე ფსიქოლოგიური და საინტერესოა, როგორ ირბოლებს...
I still think that we will be extremely competitive (at Silverstone)," Hamilton said after France. "
I know that the team is working very, very hard back at the factory to keep on improving. I know when we go to the next race we will be even quicker. I'm feeling fairly confident. As long as we continue with the reliability that we have, the consistency, then I don't see why we won't be able to fight for the win."
ისე მაკლარენი და ფერარი მგონია, რომ ერთ დონეზე იქნებიან... ალონსო ალბათ ახლა მაინც აჩვენებს კარგ შედეგს...
ფერარელებზე რა შეიძლება ითქვას... კიმიმ თითქოს ახლაღა გაიღვიძაო და საჩემპიონო შანსებზე დაიწყო საუბარი... მე კიმისგან კიდევ უკეთეს გამოსვლას ველი, ვიდრე საფრანგეთში ჰქონდა...
"We had a very good test here two weeks ago," said the Finn. "
If we manage to bring all the latest developments on the track, then I think that Ferrari will be even more competitive than in Magny-Cours… We are heading in the right direction as far as the development of the car is concerned; and I have a real good feeling with it, too. I can't wait to get back on the track and stepping once again on the podium!"
მასა როგორც ყოველთვის აქაც სტაბილური იქნება ალბათ...
ისე დიდი ცვლელებები არცერთ გუნდში არ არის.... რედბულის და რენოს ლივერზე ბესომ უკვე დაპოსტა... ბეემვე ალბათ კვლავ მყარად იქნება მესამე გუნდი...
აქვე ბეემვეზე ერთი ინფო, მაგრამ ჭორია, თან მაგარი სულელური ჭორი... თითქოს მომავალი სეზონიდან ალონსო ბეემვეში გადადისო...
ბატონისგან ველი ასევე კარგ გამოსვლას და მართლაც ის უსწრაფესი წრე, რომელიც მე ავღნიშნე წინა პოსტებში და რომელიც გააკეთა ბატონმა მანიკურზე სახუმარო არ არის... თან ერთ სტოპიან სტრატეგიით...
Button finally put Honda on the scorecard with one point in France but, while it must have been a relief, he's not expecting to score a great deal more at home. "We took a step forward with the performance of our car at the French Grand Prix last weekend, so we are now making progress and I hope that we can have a good race at Silverstone and be challenging for a point or two," he commented.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
და ბოლოს, რა ინფოც მინდოდა მეთქვა, ეს შეეხება სტეპნის ამბავის გაგრძელებას და ამ სკანდალში უკვე მაკლარენიც გაეხვა...
როგორც იცით სტეპნი ფერარიდან დაითხოვეს და ბრალს დებენ საბოტაჟის მცდელობაში, როდესაც მონაკოს რბოლის დროს შეამჩნიეს მასას ბოლიდზე თეთრი ფერის ფხვნილი და დაბრალდა სტეპნის... ახლა მას ერთი ბრალდება დაემატა... ის ფერარის უახლოესი გამოგონებების და გუნდში არსებული სიტუაციას აწვდიდა მაკლარენს...
ლონდონის სასამართლომ გასცა ჩხრეკის ორდენი და მაკლარენის წევრის მაიკ ქაულანის სახლში სასამართლო ჩხრეკამ აღმოაჩინა ფერარის მასალები... ასევე ამ საქმეზე და სტეპნის საქმეზე ფერარის აღძრული აქვს საქმე მოდენას ტრიბუნალშიც, მაგრამ ქაულანის სამეს ლონდონის სასამართლოც იხილავს, რომელმაც გასცა ჩხრეკის ბრძანება...
რაც შეეხება მაკლარენის ოფიციალურ განაცხადს... მათ განაცხადეს, რომ მათ იციან, რომ ფერარიდან მისულა ქაულანთან ერთი პიროვნება და გადასცა მას დოკუმენტები ფერარის შესახებ, მაგრამ ესენი ჩვენ არ გამოგვიყენებიაო და ასევე მოუწოდებს ფიას, რომ მოვიდეს და ადგილზე შეამოწმოს სიტუაცია, მაკების დათვალიერებით... ასევე მაკებმა თანამდებობიდან გაათავისუფლეს ქაულანი, სანამ გამოძიება არ დამთავრდება და არა მგონია, მერე აღადგინონ... ძალიან ბევრი საეჭვო ფაქტი მოხდა და ამაზეც უნდა დაწერილიყო... ფია სერიოზულად დაინტერესდა და ისიც იძიებს ამ საქმეს და თუ დამტკიცდა მაკლარენის ბრალი, შეიძლება სასჯელი არა მარტო გუნდზე, არამედ პილოტებზეც გავრცელდეს (რაც გამოიხატოს ქულების ჩამოკლებაში...) მართალია ბერნი ეკლსტოუნი გაყვირის ჰამილტონს არაფერი შეეხებაო, მაგრამ მას ამის კომპეტენცია არ აქვს და სანქციებზე მას არავინ არ შეეკითხება, ამას გადაწყვეტს ფია... საქმეს იძიებს ორი სასამართლო და ცალკე ფია... მოკლედ ძალიან ჩახლართული სიტუაციაა და რაც უფრო მალე დამთავრდება ეს ამბავი, ფორმულასთვის უფრო სასარგებლო იქნება... და გუნდები მანქანის განვითარებაზე უფრო იზრუნებენ, ვიდრე ასეთ საკითხებზე...
This post has been edited by rooney on 6 Jul 2007, 01:44