ასე თუ ისე ალბათ გადავაგორეთ მონრეალის დრამატული რბოლა და დადგა ჯერი აშშ-ს დიდი პრიზისა...
უმრავლესობამ ალბათ იცით, მაგრამ 1991 წლის მერე აშშ-ში რბოლა პირველად 2000 წელს გაიმართა...
60-იან წლებშიც იმართებოდა ინდიანაპოლისში სამეფო რბოლები, მაგრამ იმდროინდელი ტრასა ძალიან განსხვავებული იყო, იმ ტრასისგან რაც ახლა გვაქვს და მოყვება 2000 წლიდან...

რაც შეეხება სტატისტიკას ამ ტრასაზე: 2000 წლიდან მოყოლებული ყველა რბოლა ფერარის გამარჯვებით დასრულდა, გარდა 2001 წლის სეზონისა, როცა გამარჯვება მიკა ჰაკინენმა იზეიმა მაკლარენის ბოლოდით... როგორც ხედავთ ფერარის კარგი ისტორია აქვს ამ ტრასაზე და იმედია წელსაც გაგრძელდება ეს...
ახლა უშუალოდ მონაწილეებზე გადავიდეთ...
--------------------------------------------------------------------------
ამჯერად ტრადიციას დავარღვევ და საუბარს საუკეთესო გუნდით მაკლარენით დავიწყებ... მაკლარენში იმედიანად არიან კანადის გრანპრის მერე, რადგან იქაც ფერარის უპირატესობას ელოდნენ, მაგრამ როგორც დავინახეთ მაკლარენს ჰქონდა უპირატესობა, ასე რომ უკვე ვეღარ ვიტყვით, რომ ფერარის წინ იქნება აშშ-ში. თავად გუნდში მრბოლელებს შორის სიტუაცია მთლად დალაგებულიც არ არის, რაც ამჯერად არა ჰამილტონის განცხადებებმა (როგორც მონაკოში იყო), არამედ ალონსოს ინტერვიუმ გამოიწვია... ალონსო უკვე ღიად აცხადებს, რომ გუნდში უფრო დიდ ყურადღებას ჰამილტონს უთმობენ და მეტი მხარდაჭერა გააჩნია გუნდიდან.
ის აცხადებს, რომ არის ინგლისურ გუნდში, ინგლისელ გუნდელთან, ვისკენაც უფრო იხრება გუნდი...
Alonso says he has never felt 100 per cent comfortable at McLaren, but he admits he expected such a situation when Hamilton was confirmed as his teammate.
"Well, right from the start I've never felt totally comfortable," Alonso told his country's Cadena Ser in a radio interview on Monday night.
"I have a British teammate in a British team, and he's doing a great job and we know that all the support and help is going to him and I understood that from the beginning.
"But I'm not complaining. I've won two races out of six and I've finished on the podium four times and I have those 40 points that will allow me to fight for the title in the end," added the Spaniard, who was read the headlines of the major British newspapers during the radio show.
"I'm totally indifferent to that," he said, referring the British media hailing Hamilton. "Those are the same journalists and newspapers that, if the safety car had come out on lap 23 instead of lap 24 when Hamilton didn't have enough fuel for another lap, would not have been able to say anything.
"The Spanish press has more respect than the British one." (100%-იანია)
ორი აზრი არ არსებობს, რომ ასეთი გამონათქამები ხელს უშლის გუნდის წევრებთან მუშაობაში, რამაც შეიძლება ცუდად იმოქმედოს მაკლარენის შემდეგ გამოსვლებში. თუ ჰამილტონის გამონათქვამები მონაკოში მის ახალგაზრდობას დავაბრალეთ და მის სულელურ შეცდომას მივაწერეთ, ორგზის ჩემპიონს ასეთი იაღლიში არ უნდა მოსვლოდა... (თუმცა მე აბსოლიტურად ვიზიარებ ალონსოს გამონათქვამს, მაგრამ ეს თავად არ უნდა ეთქვა)

ჰამილტონი კი პოპულარობის ზენიტშია, რაც პირდაპირ ხელს აძლევს სილვერსტოუნის ხელმძღვანელობას, რისი ბილეთების ძალიან დიდი ნაწილი (95%) უკვე გაყიდულია, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის გრანპრიმდე თითქმის ერთი თვეა დარჩენილი... სილვერსტოუნის მენეჯერი აცხადებს, რომ ასეთი ინტერესი არ ყოფილა 80-იანი წლების ბოლო და 90-იანი წლების დასწყისის მერე, როდესაც მენსელი-მანია იყო ინგლისში...
Richard Phillips, Managing Director of Silverstone Circuits Limited, is confident that the 'Hamilton effect', and overall support for all four British drivers, will result in the event being close to a sell out. Phillips commented: "Ticket sales have been selling steadily since the start of the season, but demand has gone through the roof in recent weeks. Everyone's hugely excited about Lewis Hamilton and, after his success in Canada, there's an even stronger feeling that he could win his home race here at Silverstone on 8 July.
"The reaction to his win in Canada has been amazing. We haven't seen this level of interest since Mansell-mania in the late 80's / early 90s. The Silverstone website and call centre have been bombarded, and we sold the last general access Fan Tickets this morning."
მოკლედ მიუხედავად ასეთი ამბებისა მაკლარენი, მაინც შეიზლება მშვიდად ჩავიდეს აშშ-ში. მათ საკმაო ფორა აქვთ და ინდიანაპოლისში წაგების ნამდვილად არ ეშინიათ, რადგან ეს ერთი რბოლა არაფერს წყვეტს, თან მაკები მთავარ განვითარებას მანქანისა საფრანგეთისთვის აპირებენ და იედი აქვთ, რომ საფრანგეთში და ინგლისში განსაკუთრებით ძლიერები იქნებიან....
"We saw these races (Canada and Indy) as two challenges, and we have been able to do a good job here," said McLaren's F1 CEO Whitmarsh. "If we can do a good job in Indianapolis then I think we will keep pushing for the championship.
"We have now been quick at a variety of events and we believe we can be strong in the future -
particularly in France and Silverstone"I would not underestimate Ferrari. They have got two good drivers and they are a strong team. If you say, who do we fear the most? It would still be Ferrari but we have got a respect for what BMW are doing."
მოკლედ, ძალიან არიან დარწმუნებულები თავიანთ თავში და დანარჩენს უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.... 
--------------------------------------------------------------------------------
ახლა ფერარიზე... ბევრი არც არაფერი მაქვს სალაპარაკო, ზუსტად ისეთივე ინტერვიუები, ისეთივე მოლოდინი, როგორიც კანადაში იყო, მაგრამ როგორც ვნახეთ ვერაფერიც ვერ ქნეს... ეს ჟან ტოტი ამ ბოლო დროს ნერვებს მიშლის. არაფრით არ აღიარებს, რომ ვერ აკეთებს კარგად საქმეს და ამბობს სეიFკარმა შეგვიშალა ხელიო, თორემ მაგარი სტრატეგია გვქონდაო (ელაპარაკე ახლა ამას)... თითქოს კვალიფიკაციაზე თითქმის წამით, რომ ჩამორჩნენ მე ვიყავი... ისევ ძალაინ მინდა ჩემს უსაყვარელ მრბოლელზე იმედიანი სიტყვები დავწერო, მაგრამ კიმიც ნერვებს მიშლის ამ ბოლო დროს... ალონსო, რომ ალონსოა (ორგზის ჩემპიონი) ისე დადის თითქოს ბევრი რამ ჰქონდეს დასამტკიცებელი, ეს კი არც ცდილობს რამის გაკეთებას მიყვება დინებას და თუ გაუმართლა წინაც გადის, მართალია მანქანა ვერ უქაჩავდა, პირველივე წრიდან კონტაქტი ჰქონდა, მერე კუბიცას ავარიის დროს უფრო დაზიანდა, მაგრამ თუ გასწრება არა, ცდით მაინც ხომ უნდა ეცადა, მარა მაინც ველი კიმისგან კარგ რბოლას და რა ვქნა... მასა იმედია ისევ სტაბილური იქნება...

-------------------------------------------------------------------------------
ბე-ემ-ვე-ში მიუხედავად კუბიცასადმი სიმპატიისა, უფრო გამიხარდება თუ ვეტელი გამოვა, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს, როგორ ირბოლებს ახალგაზრდა და ნიჭიერი გერმანელი პილოტი... ნიკი ალბათ ისევ სტაბილური იქნება... მეოთხე გუნდისთვის ალბათ რენო და უილიამსი იბრძოლებს, მაგრამ შეიძლება რედბულმაც შემოგვთავაზოს სიურპრიზი...
This post has been edited by rooney on 13 Jun 2007, 01:34