როგორც იქნა ჩამოვედი საქართველოში...

სამწუხაროდ ჩემი არ ყოფნის გამო გამოვტოვე ევროპის გრანპრი, მაგრამ რომ ჩამოვედი ჩანაწერს ვუყურე... მართლაც ძალიან დაძაბული და საინტერესო რბოლა იყო, რომელიც სამწუხაროდ ჩემთვის არასახარბიელო შედეგით დასრულდა... განსაკუთრებით რაიკონენს ვგულისხმობ... ამ რბოლამ ბევრი რამ გამოაჩინა... მაგალითად ის რომ მასას არ აქვს ის კლასი და პროფესიონალიზმი რაც საჭიროა ჩემპიონობისთვის... მაგრამ ასეა თუ ისეა, ეს რბოლა ფორმულას ისტორიას ჩაბარდა, თქვენც საკმაო განხილვა მოგიწყვიათ და ამიტომ აღარ შევჩერდები...
შემდეგი რბოლა როგორც მოგეხსენებათ იმართება უნგრეთში, მართლაც ძალიან დაძაბული რბოლა იქნება... დავიწყოთ ტრასის განხილვით... ეს ტრასა სისწრაფით ბოლოდან მეორეა მონაკოს გრანპრის მერე, ასევე ძალიან რთულია ამ ტრასაზე გასწრება და შესაბამისად დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვალიფიკაციას...

როგორც ტრასების უმრავლესობაზე ისევე ამ ტრასაზე ტრასის რეკორდი ეკუთვნის მიხეილ შუმახერს, როგორც რბოლის ასევე კვალიფიკაციის და როგორც უმეტეს შემთხვევებში ეს რეკორდები 2004 წელსაა ნაჩვენები... მაგრამ აღსანიშნავია რომ მიხეილ შუმახერმა შარშან ჩაიდინა წარმოუდგენელი რამ, როდესაც მოხსნა კვალიფიკაციის რეკორდი, მაგრამ სამწუხაროდ არ ჩაეთვალა რადგან ორ წამიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა...
BudapestRace Date: 5 Aug 2007
Number of Laps: 70
Circuit Length: 4.384 km
Race Distance: 306.663
Lap Record: 1:19.071 - M Schumacher (2004)
უნგრეთში ყოფნის პერიოდში შეგიძლიათ მოინახულოთ ულამაზესი ადგილები, როგორიცაა მაგალითად უნგრეთის პარლამენტი, ბუდას სასახლე, გმირთა მოედანი და ა.შ.



უნგრეთის გრანპრის ტრასის სპეციპიკიდან გამომდინარე არ აქვს პრეტენზია იმისა, რომ იყოს ყველაზე საინტერესო საყურებლად (გასწრებებით და ა.შ.) რბოლა, მაგრამ შეიძლება მოულოდნელი შედეგით დამთავრდეს რბოლა... (მაგალითად, შარშან ბატონის გამარჯვება წვიმიან ამინდში...)

მიუხედავად შარშანდელი კონდიციებისა, უნგრეთის გრანპრი ჩვეულებრივად ითვლება როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცხელ ტრასად სეზონის განმავლობაში... რაც დამატებით დატვირთვას აძლევს როგორც ბოლიდებს ასევე პილოტებს... ამ ტრასაზე მთლიანად დაძაბულ რეჟიმში მუშაობს ძრავა, რადგან აქ არ არის გრძელი მონაკვეთები სადაც შეგიძლია შედარებით დაასვენო (გააგრილო) მატორი და ცხელი ტემპერატურა კიდევ უფრო ახურებს მატორს, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის... ასევე ცხელი ტემპერატურა დამატებით პრობლემებს უქმნის საბურავებს (განსაკუთრებით წინებს)...
ახლა რაც შეეხება სიტუაცია ჩემპიონატში, გუნდებისა და პილოტების მზადყოფნას მოახლოებული გრანპრისთვის...
სამწუხაროს კვლავ გრძელდება საგა მაკლარენსა და ფერარის შორის რაც ბნელ ჩრდილში ხვევს წლევანდელ ჩემპიონატს, ვიმედოვნებ ეს პრობლემები მალე აღმოიფხვრება და გუნდები რბოლას უფრო მიხედავენ ვიდრე სასამართლოში სირბილს... კიდევ ახალი დეტალები გამოჩნდა... ფერარიმ სააპელაციოში გაასაჩივრა გადაწყვეტილება - მაკლარენის დამნაშავედ გამოცხადება სასჯელის გარეშე...(რაღაცაში სწორია, თუ დამნაშავეა უნდა დაისაჯოს კიდევაც... აქ არაა საუბარი 2 წლით მოკვეთაზე და აშკარა შეუსაბამო საჯელზე, მაგრამ გარკვეული სასჯელი გუნდმა უნდა იკისროს...) მაკლარენი კი ამ მხრივ აშკარად აგონიაშია და რეებს ლაპარაკობს აღარც უკვირდება... ჩვენ ვიცოდითო, რომ ფერარი აკრძალული მანქანით გამოვიდაო ავსტრალიაში და არაფერი ვთქვითო და ამით რისი თქმა უნდოდათ მართლა ვერ მივხვდი. ვითომ რაღატომაც თვითონ არ თქვეს ამათმაც რატომ გვიჩივლეთო, თუ ამდენი ხნის მერე რა საჭირო იყო ამაზე საუბარი, მოკლედ ძალიან არასერიოზული განცხადება იყო... თან ეს ინფორმაციაც ნაიჯელ სტეპნისგან მიიღო მაკლარენმა კაულანის მეშვეობით... თან ის აკრძალული მოძრავის ძირი ფიამ შემდგომში აკრძალა და ფერარიმაც მოხსნა... მოკლედ იმედია ამ აბდაუბდობას მალე ბოლო მოეღება... სამწუხაროა რომ ბრძოლა უფრო სასამართლოში მიდის ვიდრე რბოლაზე... ტრასაზე კი ფაქტია მაკლარენი წინ არის თანაც საკმაო სხვაობით და ფერარიმ ჯობია ამაზე უფრო იფიქროს და იზრუნოს ამის აღმოფხრაზე, მაგრამ სხვა საკითხია თუ ეს არასამართლიანად მოხდა...
ახლა ტრასაზე მაკლარენის და ფერარის დაპირისპირება... რადგან უნგრეთის გრანპრი ძალიან გავს მონაკოს გრანპრის, უმეტესობა ფიქრობს რომ ამ ტრასაზე უპირატესობა მაკლარენის მხარეს იქნება... მოგეხსენებათ შარშან აქაც და მონაკოში საკმაოდ სწრაფი იყო მაკლარენი მიუხედავად იმისა რომ არცთუ ისე სწრაფი მანქანა ყავდათ... მაგრამ კიმი რაიკონენი არ იზიარებს ამ მოსაზრებას და მისი თქმით ფერარიმ დიდი ნაბიჯი გადადგა განვითარების მხრივ წინ მონაკოს გრანპრის მერე... და თან კიმისთვის ამ ტრასას დამატებითი მოტივაცია აქვს, რადგან უნგრეთში ყოველთვის ძალიან ბევრი ფინელი ჩადის და რადგან ფინეთში ტრასა არ არის, ეს ტრასა შეიძლება ჩაითვალოს მეტნაკლებად კიმი მშობლიურ ტრასად...
"Everybody says that McLaren has to be stronger than us here; but I don't think that this will be the case," Raikkonen said. "We have taken a big step forward since the race in Monaco and it will be really interesting to see how competitive we are over the weekend. The Hungaroring is very slow and winding; so the two most important things here are the right angle entry into the corners and the traction: if these two things work out, then you have good cards in your hand. Obviously it is very important to stay ahead in qualifying and if possible also stay clear of the dirty side of the track. Looking at the races of this season one can see easily that starting on the clean side of the track is very important at the start. Beyond that, on this track here it's really difficult to overtake, which makes the qualifying even more important."
ასევე კიმის არ დაუკარგავს იმედი ჩემპიონობის მოგებისა...
"Finishing ahead of all the other three drivers who compete for the title: that's the only way for me to make up ground! I'm more or less in the same situation as I was at the Nürburgring, but it's clear that I can't allow myself another race without points.
I still believe that it's possible for me to win the title: just look at the last race and you can see that everything can happen. A bad race for my competitors is enough to immediately reduce the gap.
Very often the race here in Hungary has been nicknamed the Finnish GP. Many of my fellow Finns fill the grandstands here at the Hungaroring and it is really nice to see so many white flags with the blue cross in the wind: and this time we will see them together with the red flags of Ferrari. I think this is the closest I can get as a home GP, if Bernie does not have any more surprises!"
რაც შეეხება მოტივაციას და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას - ამ მხრივ საუკეთესო მდგომარეობაშია ფერნანდო ალონსო, რომელმაც ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა ჰამილტონთან და 10 ქულით გაზარდა უპირატესობა რაიკონენთან, რომელიც სულ უფრო და უფრო მცირდებოდა...
Fernando Alonso snatched victory from Ferrari's Felipe Massa in Europe and aims to keep the momentum going. "A stable front end is very important so the car feels completely under control in the slow, long corners and you can really push the car despite the slower speeds," the Spaniard said of the Hungaroring.
"The MP4-22 has performed well at this type of track so far this season, so I am feeling positive for the race."
ჰამილტონზე ამჯერად ბევრი არცაა სალაპარაკო, ის ალბათ ყველაფერს გააკეთებს, რომ ალონსოზე წინ დაასრულოს რბოლა, რაც ამ სიტუაციაში ძალიან რთული იქნება ახალგაზრდა ბრიტანელისთვის...
მასა------------------ მასა ამ ბოლო დროს ძალიან მიშლის ნერვებს... (აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრით ალონსომ სრული წესების დაცვით გაუსწრო მასას გერმანიაში, მაგრამ პოდიუმზე ჩხუბი ალონსოს წამოწყებული იყო...)
სხვა გუნდებზე ბევრს არ მოვყვები ისედაც საკმაოდ ვწერე... ბეემვე კვლავ მესამე იქნება ალბათ, ეს ტრასა იღბლიანია კუბიცასთვისაც და ჰაიდფელდოსთვისაც... კუბიცას დებიუტი ამ ტრასაზე შედგა და ნიკმა ბეემვესთვის პირველი პოდიუმი აქ მოიპოვა... ბრძოლა იქნება ასევე რენოს, უილიამსსა და რედბულს შორის... ჩემი აზრით ამავე თანმიმდევრობით... აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჰეიკი ნელ-ნელა უფრო და უფრო მომწონს...
სხვა ამბებიდან კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო ის არის, რომ როს ბრაუნმა განაცხადა, რომ მას ვერ წარმოუდგენია თავისი თავი ფერარის გარდა სხვა გუნდში და მოლაპარაკებას აწარმოებს გუნდთან დაბრუნებაზე, რაც ალბათ მოხდება და 2008 წლის სეზონში უკვე როს ბრაუნი ეყოლებათ...
და ბოლოს, იმედი მაქვს რომ უნგრეთის გრანპრის სწორედ ეს ადამიანი მოიგებს, რომელიც შარშან სწორედ თავისი შეცდომის და უყურადღებობის გამო გამოეთიშა რბოლას...


This post has been edited by rooney on 2 Aug 2007, 14:09