მაშ ასე გავაგრძელოთ, რადგან ჩვენი შემდეგი თემა არც ისე ძნელია ვეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო, რომ უფრო მალე გადავიდეთ უფრო საინტერესო ასპექტებზე.
პოკერის ხელები (კომბინაციები)დასაწყისისთვის ავღნიშნოთ, რომ კომბინაციების სიძლიერე ერთნაირია პოკერის ყველა სახეობაში, ანუ ძლიერი ხელი ჰოლდემში, 7 კარტიან სტადშიც ძლიერი ხელია, სულ პოკერში არის 10 კომბინაცია და
ჩვენ იერარქიის ყველაზე დაბალი საფეხურიდან დავიწყებთ და ავალთ როიალ ფლეშამდე. უმნიშვნელოვანესია ის, რომ პოკერში ყველა კომბინაცია 5 კარტისგან შედგება, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლდემში 7 კარტი ეკუთვნის მოთამაშეს(2 დახურული და 5 მაგიდის).
მცირე განმარტება კარტის რაობა ლათინური ასოებით ასე გამოიხატება:
A-ტუზი
K-პაპა
Q-ქალი
J-ვალეტი
T-10-იანი
რადგან პრობლემები შმექმნა, მაგლითების დადებისას, იძულებული ვარ ხელით დავწერო ამიტომ ცოტა ულამაზო იქნება, მაგრამ აზრს გაიგებთ, შემდეგში შევეცდები გამოვასწორო და უკეთესი ხარისხით მოგაწვდიდთ მაგალითებს.
მაღალი კარტი (High Card)მაგ. I
გიორგის ყავს ხელში-A 3
ვახოს-5 4
მაგიდაზე K Q T 8 2
გიორგის ყავს საუკეთესო კომბინაცია: A K Q T 8
ვახოს:K Q T 8 5
რადგან გიორგის ტუზი მაღალია ის იგებს ხელს.
მაგ. II
გიოს ყავს 8 7
ვახოს 4 2
მაგიდაზე A K Q J 9
გიოს კომბინაცია A K Q J 9
ვახოს ხელი A K Q J 9
რადგან მოთამაშეების კარტი უფრო დაბალია ვიდრე მაგიდაზე დადებული კარტები, ამიტომ ორივემ მოიგო და ბანკი იყოფა.
მე მგონი გასაგებია გადავიდეთ შემდეგ კომბინაციაზე.
წყვილი (one Pair)წყვილი ეს არის კომბინაცია, რომელიც შედგება 2 ერთნაირი რანგის კარტისგან. მაგ. 8-იანები, ან 2 ტუზი.
იგებს დიდი წყვილი ანუ 2 ქალს უგებს 2 პაპა, თუ მოთამაშეებს ერთნაირი რანგის წყვილები ყავთ, მაგ. ტუზები, მაშინ იგებს ის მოთამაშე რომელსაც უფრო ძლიერი კიკერი ყავს (კიკერი-კარტი, რომელიც წყვილის შემადგენელ კარტთან ერთად გვიკავია)ანუ თუ მე მკავს AK და ოპონენტს AQ და მაგიდაზე დევს A მაშინ მე მოვიგებ რადგან პაპა უფრო ძლიერია ვიდრე ქალი.
მაგ.I
ნატოს ყავს A 2
მერაბს A 4
მაგიდაზე დევს-A K T 3 6
ნატოს ყავს A A K,T,6.
მერაბსაც იგივე A A K,T,6. ამ შემთხვევაში კარტი იყოფა, რადგან ორივე მოთამაშეს ერთნაირი კომბინაცია აქვთ მიუხედავად იმისა, რომ მერაბს უკეთესი კიკერი ყავდა მაგიდის კარტებმა გადაასწრეს მერაბის კიკერს, მერაბს A7, რომ ყოლოდა მაშინ ბანკი მისი გახდებოდა.
ორი წყვილი (2pair)2 წყვილის პრინციპი 1 წყვილის ანალოგიურია ანუ იგებს ის წყვილი, რომელსაც უფრო დიდი კარტის წყვილი ყავს ანუ KK+22 უგებს QQ+JJ-ს რადგან KK უფრო ძლიერია ვიდრე QQ. ხოლო თუ მაღალი წყვილი ერთნაირია იგებს ის ვისი მეორე წყვილიც უფრო ძლიერია, ანუ KK+22 აგებს KK+QQ-სთან.
გიოს ყავს 4 J
პეტრეს 8 9
მაგიდას-3 4 J 8 9
გიოს ყავს ორი წყვილი ვალეტები და 4-იანები
პეტრესაც 2 წყვილი 8-ანები და 9-იანები რადგან ვალეტი 9-ზე ძლიერია იგებს გიო.
მაგ II
პეტრეს ყავს A K
პავლეს A Q
მაგიდას-A T T 2 3
პეტრეს ყავს: ორი წყვილი, ტუზები და 10-იანები, კიკერი პაპა
პავლეს ყავს: ორი წყვილი, ტუზები და 10-იანები, კიკერი ქალი
ორივე წყვილი იდენტურია, მაგრამ პეტრეს უკეთესი კიკერი ყავს ამიტომ ის იგებს.
ტრიპლეტი, სეტი (3 of a Kind,)სეტი შედგება 3 ერთნაირი რანგის კარტისგან, ძლიერი სეტი უგებს სუსტს ანუ KKK უგებს 444-ს, თუ მოთამშეებს ერთნაირი სეტები ყავთ, მაშინ იგებს ის ვისაც უკეთესი კიერი ყავს.
სტრეიტი (Straight)სტრეიტი-ეს არის კომბინაცია რომელიც შედგება 5 მიმდევრობით დალაგებული კარტისგან მაგ. 56789
უმაღლესი სტრეიტი AKQJT, უდაბლესი არა 23456, არამედ A2345-ია რადგან ასეთ შემთხვევაში A-შეგვიძლია პირობითად 1-იანად ვიგულისხმოთ. ყველა სხვა დანარჩენი სტრეიტი ამ 2-ს შორისაა მოქცეული. იგებს ის რომელსიც უფრო მაღალი კარტით მთავრდება. შენიშვნა:
არ არსებობს ასეთი 432AK სტრეიტიმაგ. I
გიოს ყავს A 5
დათოს 5 6
მაგიდაზე T 3 4 Q 2
გიოს ხელი: სტრეიტი, ტუზიდან 5-იანამდე
დათოს ხელი: სტრეიტი, 2-დან 6-იანამდე
იგებს დათო რადგან მისი სტრეიტი უფრო მაღალია.
ფლეში (Flush)ფლეში-ეს არის კომბინაცია, რომელიც შედგება 5 ერთნაირი მასტისგან(ქართულად როგორაა?) ანუ მაგ. 5 ცალი ჯვარი. თუ რამოდენიმე მოთამაშეს ყავს ფლეში გამარჯვებული მაღალი კარტის პრინციპით ვლინდება.
მაგ. I
გ-გული
ა-აგური
ყ-ყვავი
ჯ-ჯვარი
პეტრეს ყავს Aყ 4ჯ
დათოს ყავს Jყ Tყ
მაგიდაზე 3ყ 5ყ 8ყ T 7ყ
პეტრეს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი ტუზი
დათოს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი ვალეტი.
მაგ. II
პეტრეს ყავს Aა 3ყ
დათოს ყავს Jა 2ყ
მაგიდაზე 4ყ 5ყ 8ყ T 7ყ
პეტრეს ხელი: ფლეში, დაბალი კარტი 3-იანი.
დათოს ხელი: ფლეში, დაბალი კარტი 2-იანი.
ამ დარიგებას იგებ პეტრე რადგან მისი 3-იანი დათოს 2-იანზე მაღალია.
მაგ. III
პეტრეს ყავს Aჯ 5ჯ
დათოს ყავს Jჯ Tჯ
მაგიდაზე 3 5 8 T 7-სულ ყვავები.
პეტრეს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი 10-იანი.
დათოს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი 10-იანი.
ბანკი იყოფა.
მაგ. IV
პეტრეს ყავს Aჯ 5ჯ
დათოს ყავს Jყ Tჯ
მაგიდაზე 3 5 8 T 7-სულ ყვავები.
პეტრეს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი 10-იანი.
დათოს ხელი: ფლეში, მაღალი კარტი ვალეტი.
დათოს უფრო მაღალი ფლეში ყავს ამიტომ ბანკი მისია.
ფულ ჰაუსი, ფულე (Full House, სლენგზე Boat
)ეს არის ხელი, რომელიც შედგება სეტისგან და წყვილისგან. თუ რამოდენიმე მოთამაშეს ყავს ფულე იგებს ის ვისი სეტიც უფრო მაღალია. თუ სეტები ერთნაირია მაშინ ჯერი წყვილზე დგება. თუ ყველაფერი ერთნაირია მაშინ ნარდი უნდა ითამაშოთ

.
მაგ. I
პეტრეს ყავს 4 4
დათოს ყავს A 6
მაგიდაზე A A 6 4 6
აქ პეტრეს 2 ფულე ყავს AAA66 და 666AA, ცხადია AAA66 უფრო ძლიერია ამიტომ ის უნდა მივიღოთ მხედველობაში. პეტრე იგებს , რადგან მისი ტუზების სეტი დათოს 4-ანების სეტზე ძლიერია.
პეტრე: მე მყავს ფულ ჰაუზი, Fours full of Aces
დათო: მე მყავს ფულ ჰაუზი, Aces full of sixes.
კარე (four of a Kind)კარე შედგება ყველა 4-ვე კარტისგან, თუ 2 მოთამაშეს ყავს კარე იგებს მისი სიძლიერე ანუ 2222-ს უგებს 9999, თუ შემთხვევით მაგიდაზე დაჯდა კარე მაშინ იგებს ის ვისაც უკეთესი კიკერი ყავს.
მაგ. I
პეტრეს ყავს 4 4
დათოს ყავს A K
მაგიდაზე 5 5 5 5 2
პეტრეს ხელი: კარე, 4-იანი კიკერით.
დათოს ხელი: კარე, ტუზის კიკერით.
დათო იგებს რადგან მისი კიკერი უფრო ძლიერია.
სტრეიტ ფლეში (Straight Flush)ეს არის კომბინაცია როდესაც გვყავს ერთნაირი მასტის სტრეიტი. თუ რამოდენიმე მოთამაშეს ყავს სტრეიტ ფლეში რომელიმეს ინფარქტი დაარტყამს

იგებს ის რომლის სტრეიტიც უფრო ძლიერია.
მაგ. I
პეტრეს ყავს 7ყ 8ყ
დათოს ყავს 2ყ 3ყ
მაგიდაზე K 4ყ Q 5ყ 6ყ
პეტრეს ხელი: სტრეიტ ფლეში, 4-დან 8-მდე
დათოს ხელი: სტრეიტ ფლეში, 2-დან 6-მდე
ფლეშ როიალი (Royal Flush)ეს არის პოკერში უმაღლესი კომბინაცია და მას ვერაფერი ვერ უგებს, შეუძლებელია 2 მოთამშეს ერთდროულად ყავდეს იგი.

ფლეშ როიალი იგივე სტრეიტ ფლეშია 10-იანიდან ტუზამდე.
A

K

Q

J

T

A

K

Q

J

T

A

K

Q

J

T

ყვავები აღარ დამადებინა

ბევრი სურათები დადეო.
გისურვებთ სულ პირველი 5-ეულის კარტები გყოლოდეთ

აღსანიშნავია, რომ დღეს ჩვენ კომბინაციები სიძლიერის მიხედვით დავალაგადეთ ქვევიდან ზევით. ცხადია, რომ ყოველი შემდეგი უგებს მის წინამორბედს.
This post has been edited by iliax on 10 Sep 2007, 22:03
მიმაგრებული სურათი