მაშ ასე ვაგრძელებ...
დღეს ჩვენი თემა შეეხება უშუალოდ თამაშს და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს.
რადგან უფრო პოპულარული ჰოლდემის სახეობა ულიმიტო ჰოლდემია აქცენტს მასზე შევაჩერებ. დავიწყოთ (ეს კონცეფციები პოკერის ყველა სახეობაში გამოიყენება, მაგრამ ულიმიტო ჰოლდემის მაგალითზე იქნება ახსნილი, სადაც მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და თუ მის მაგალითზე გაიგებთ, სხვა სახეობებში აღარ გაგიჭირდებათ.)
რეკომენდირებულია დაკვირვებით და რამოდენიმეჯერ წაიკითხოთ. აუცილებლად გაჩნდება შეკითხვები, რომლებზეც სიამოვნებით გიპასუხებთ.
აუტსები, ოდდსები, მოსალოდნელი ოდდსები და უკუ მოსალოდნელი ოდდსები (უკეთესი ტერმინი ვერ მოვიფიქრე
) ეკვიტები, აუტსები და ოდსები ეს ის კონცეფციებია, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ საკუთარი შანსების სწორად შეფასებაში და შესაბამისად სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მათი სწორი გაგება გამარჯვების გარანტიაა. წაიკითხეთ რამოდენიმეჯერ, რათა გაარჩიოთ მომგებიანი სათამაშო სიტუაციები წამგებიანისგან.
ეკვიტი ხელები- ეს არის ბანკის ნაწილი, რომელსაც საშუალოდ იგებს ეს ხელი იმ შემთხვევაში, თუ ყველა მოთამაშე იტყვის All in-ს (All in ნიშნავს ყველა Fიშკის დადებას) ეკვიტი დამოკიდებულია ხელის სიძლიერეზე, ოპონენტების ხელებზე და მათ (ოპონენტსების) რაოდენეობაზე, ეკვიტის დათვლის დროს არ ითვალისწინებენ შემდგომ ბეთებს (ასე მოვიხსენიოთ Fიშკების რაღაც რაოდენობის დადება) ეკვიტის დათვლის დროს ითვალისწინებენ კარტების ყველა კომბინაციას, რადგან ეს ძალიან რთული გამოსათვლელია ამას კომპიუტერული პროგრამები აკეთებენ. ამაზე შემდგომ ვისაუბრებთ.
აუტსები, ოდდსებიაუტსი ჰქვია კარტს, რომელიც აძლიერებს ჩვენს ხელს (სავარაუდოდ) უძლიერესამდე.
მაგალითი.
ჩვენ გვყავს 7ყ 6ყ , ფლოპზე მოდის 8ჯ 5გ 2ა, ყოველი 9-იანი და ყოველი 4-იანი გვაძლევს ნათსურ სტრეიტს (ნათსური სტრეიტი ვუწოდოთ ყველაზე მაღალ სტრეიტს მოცეულ მომენტში) და მაშასადამე ყველაზე ძლიერ ხელს ტერნზე. ასე, რომ ჩვენ გვაქვს 8 აუტსი 4 ცალი 9-იანი და 4 ცალი 4-იანი.
დისკონტირებული (ინგლისურიდან to discount, წართმევა,) აუტსებიროგორც ვთქვით აუტსი ეს არის კარტი, რომელიც აძლიერებს ჩვენს ხელს სავარაუდოდ საუკეთესომდე, მაგრამ არის სიტუაციები როცა კარტი აძლიერებს ჩვენს ხელს, მაგრამ არა საუკეთესომდე. ის აუტსები რომლებიც ვერ გვაძლიერებენ საუკეთესო ხელამდე მხედველობაში არ უნდა მივიღოთ.
მაგალითი 1
ჩვენ გვყავს 7ყ 6ყ , ფლოპზე მოდის 8გ 5გ 2ა, ამ შემთხვევაშიც 9-იანი და 4-იანი გვაძლევს სტრეიტს მაგრამ 9გ და 4გ, აკეთებენ შესაძლო ფლეშს რომელთანაც ჩვენ ვაგებთ. ამიტომ ყველა აუტსი მხედველობაში არ უნდა მივიღოთ, ერთი ოპონენტის შემთხვევაში შეგვიძლია აუტსების რაოდენობა 8-ად დავტოვოთ რადგან არც ისე ალბათურია, რომ მას ფლეშ დრო ჰყავს (Flush Draw-4 ერთნაირი მასტის კარტი, ფლოპზე ან თერნზე.), 2 ან მეტი ოპონენტის შემთხვევაში კი 6 აუტსი უნდა ვიგულისხმოთ.
ოდდსებიმას შემდეგ რაც დავადგინეთ აუტსების რაოდენობა, შეიძლება დავადგინოთ მისი მოსვლის ალაბათობა, პოკერში ეს ალბათობა გამოისახება ოდდსებში, მარტივად რომ ვთქვათ ოდდსები ეს არის დამოკიდებულება ჩვენთვის არასასიკეთო მოვლენისა სასიკეთოსთან. გავიმეოროთ მაგალითი
ჩვენ გვყავს 7ყ 6ყ , ფლოპზე მოდის 8ჯ 5გ 2ა, ყოველი 9-იანი და ყოველი 4-იანი გვაძლევს ნათსურ სტრეიტს და მაშასადამე ყველაზე ძლიერ ხელს თერნზე. ასე, რომ ჩვენ გვაქვს 8 აუტსი 4 ცალი 9-იანი და 4 ცალი 4-იანი.
რადგან ულიმიტო ჰოლდემში ყოველთვის შეუძლია მოთამაშეს თქვას All in. ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ ოდდსები არა მხოლოდ თერნისთვის არამედ რივერისთვისაც. (იმ შემთხვევესითვის თუ ვიღაცა All in-ს იტყვის ფლოპზე.) ვიცით, რომ სტრეიტის აღების ოდდსები ერთი კარტის შემთხვევაში (როცა მაგიდაზე კიდევ ერთი კარტი უნდა დადონ) არის 5:1-თან (ჩვენ ვიცით 5 კარტი, 2 ჩვენი და 3-იც მაგიდის, 52-5=47 ამ 47 კარტიდან ჩვენ გვაწყობს 8, ანუ ოდდსები არის 39:8-ზე, რომ დავამრგვალოთ 5:1-ზე) ანუ 6 შემთხვევიდან 1-ხელ ჩვენ გავძლიერდებით სტრეიტამდე. ამიტომ ალბათობა არის 1/6(8/47 მიახლოებით 1/6) , როგორც ხედავთ ალბათობა განსხვავდება ოდდსებისგან. ოდდსების შემთხვევაში არასასიკეთო შემთხვევები უპირისპირდება სასიკეთოებს, ხოლო ალბათობა გამოსახავს იმის შანსს, რომ სასიკეთო მოვლენა მოხდება.
იმის ალბათობა, რომ თერნზე მოვა აუტსი არის 1/6-ი, ახლა ჩვენ უნდა განვიხილოთ რივერიც. ანუ ის შემთხვევა როცა აუტსი არ მოდის თერნზე, მაგრამ მოდის რივერზე.
იმის ალბათობა რომ თერნზე აუტსი
არ მოვა არის 5/6-ი. ოდდსები იმისა რომ რივერზე მოვა აუტსი არის 38:8 (ტერნზე კიდევ ერთი კარტი გახდა ცნობილი.) ან 4.75:1-თან , რომ დავამრგვალოთ 5:1-თან. ანუ რივერზე აუტსის მოსვლის ალბათობა კვლავაც 1/6-ია დაახლოებით. ახლა უნდა დავაჯამოთ რეზულტატები. თერნზე აუტსის მოსვლის ალბათობას პლიუს აუტსის თერნზე კი არა რივერზე მოსვლის ალბათობა, ანუ 1/6+5/6*1/6=1/3.27
ასე რომ ტერნზე ან რივერზე აუტსის მოსვლის ალბათობა 1/3.27-ის ტოლია ოდდსები ასეთ შემტხვევაში არის 2.27:1-ზე.
აქვე დავდებ ცხრილს რომელშიც გაწერილია ძირითადი კომბინაციების მოსვლის ოდდსები როგორც თერნისთვის ისე რივერისთვის.

არ შეგაშინოთ ამ ფორმულებმა ამეებს იმიტომ ვწერ, რომ მინდა გაიგოთ გამოთვლის პრინციპი, კარგი იქნება თუ ძირითადი კომბინაციების მოსვლის ოდდსებს დაიზეპირებთ, აქვე გეტყვით პატარა ტრიუკს, ძალიან მარტივს და გამოსადეგს.
4-ის და2-ის წესი ამ წესის მიხედვით აუტსების რაოდენობას ვამრავლებთ 4-ზე როცა კიდევ 2 კარტი უნდა მოვიდეს და 2-ზე როცა 1 . ანუ თუ ფლოპზე ვართ აუტსებს ვამრავლებთ 4-ზე, ხოლო თუ თერნზე მაშინ 2-ზე უნდა გავამრავლოთ. მიღებული შედეგი პროცენტებში გვაძლევს იმის ალბათობას თუ რამდენი გვაქვს შანსი საუკეთესო კომბინაციის შედგენის, ჩვენს მაგალითზე რადგან ფლოპზე ვართ და გვაქვს 8 აუტსი, 8 უნდა გავამრავლოთ 4-ზე=32% ანუ ჩვენ დაახლოებით გვაქვს 32%. რაც იმას ნიშნავს რომ 100 შემტხვევიდან 32-ჯერ გავძლიერდებით სტრეიტამდე, შოუდაუნზე. ხოლო თუ ტერნზე ვართ მაშინ ეს ჩვენი 8 აუტსი უკვე 2-ზე უნდა გავამრავლოთ და მივიღებთ 16%-ს(ასევე 16%-ია თერნზევე აუტსის მოსვლის ალბათობა). საკმაოდ მარტივი და ძალიან გამოსადეგი წესია, რომელსაც ყოველთვის ვიყენებ, მაგრამ მაინც გირჩევთ ძირითადი კომბინაციების ოდდსები დაიზეპიროთ.
ხო კიდევ 4-ის და 2-ის წესი ფაქტიურად ეკვიტებს გვეუბნება მოცელმულ სიტუაციაში, ხოლო თუ ვიცით ეკვიტი ძალიან მარტვია ოდდსების გამოთვლა, ჩვენს მაგალითზე ფლოპზე 4-ის და 2-ის წესის მიხედვით გვაქვს 32%-იანი ეკვიტი რაც იმას ნიშნავს, რომ 100 თამაშიდან 32-ჯერ მოვიგებთ. ეს ოდსებში ასე გამოიხატება 68:32(რადგან როგორც ავღნიშნეთ. ოდდსები ეს არის დამოკიდებულება, ჩვენთვის არასასიკეთო(68) მოვლენისა სასიკეთოსთან(32)) 68:32=2.125 ანუ ჩვენი ოდდსები არის 2.125:1-თან რაც თითქმის იგივეა რაც 2.27:1-თან (ასეთი ოდდსი მაშინ მივიღეთ როცა ალბათობით გამოვთვალეთ.), ანუ 4-ის და 2-ის წესი ძალიან ზუსტ შედეგს იძლევა და ის მუშაობს.
პოტ ოდდსებიპოტ ოდდსი ეს არის ჩვენს მიერ დადებლი ბეთი-ს შეფარდება იმ მომენტში ბანკის სიდიდესთან.
მაგალითი:
რივერზე ბანკში დევს 16$, ჩვენი ოპონენტი აკეთებს 8$-იან ბეთს, ჩვენ უნდა გადავიხადოთ 8$ ქოლისთვის (Call) და შესაძლებლობისთვის, რომ მოვიგოთ 24$ (ბანკის ბოლო რაოდენობას დამატებული ჩვენი ოპონენტის ბეთი 16+8=24) ანუ პოტ ოდდსები ქოლისთვის შეადგენს 24:8=3:1.
პოტ ოდსების დათვლის დროს, ყურადღება არ მიაქციოთ თქვენს მიერ ვაჭრობის წინა რაუნდებში, გაკეთებულ ბეთებს, რადგან მას შემდეგ რაც თქვენი ფული ბანკში გადადის, ის თქვენ აღარ გეკუთვნით და ის ფაქტი, რომ თქვენ წინა რაუნდში ფული ჩადეთ ბანკში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თამაში გააგრძელოთ უარყოფითი მათემატიკური ლოდინით. მხედველობაში მისაღებია, მხოლოდ ვაჭრობის მიმდინარე და მომავალი რაუნდები და არავითარ შემთხვევაში უკვე განვლილი რაუნდები.მათემატიკური ლოდინის განსაზღვრა-ეკვიტების, აუტსების, ოდდსების და პოტ ოდდსების ურთიერთკავშირი პოკერში ყველა ქმედების მიზანი უნდა იყოს-მაქსიმალური მათ ლოდინის მიღწევა. ანუ მოვახდინოთ მოგების მაქსიმიზაცია და წაგების მინიმიზაცია. ჩვენს მიერ უკვე აღწერილი კონცეფციებით (ეკვიტი, ოდდსები, აუტსები და პოტ ოდდსები) შეგვიძლია განვსაზღვროთ ამა თუ იმ აქციის მათ. ლოდინი.
პრინციპში ყოველთვის იბადება კითხვა, მოვიგებთ ჩვენ იმაზე მეტს ამ დარიგებაში ვიდრე ჩავდეთ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა შევადაროთ ოდდსები(ან იმის ალბათობა რომ მოვიგებთ დარიგებას) პოტ ოდდსებს.
დავუბრუნთედ წინა მაგალითს:
რივერზე ბანკში დევს 16$, ჩვენი ოპონენტი აკეთებს 8$-იან ბეთს, ჩვენ უნდა გადავიხადოთ 8$ ქოლისთვის (Call) და შესაძლებლობისთვის, რომ მოვიგოთ 24$ (ბანკის ბოლო რაოდენობას დამატებული ჩვენი ოპონენტის ბეთი 16+8=24) ანუ პოტ ოდდსები ქოლისთვის შეადგენს 24:8=3:1
თუ ჩვენი ოდსები მოგებაზე შეადგენს 2:1-თან. ჩვენ 1/3 ჯერ მოვიგებთ 24$-ს და 2/3 ჯერ წავაგებთ 8$. საერთოდ კი საშუალოდ 2.67$-ს მოვიგებთ (1/3*24$-2/3*8$=+2.67$)
თუ ჩვენი ოდსები მოგებაზე არის 3:1-თან, მაშინ ჩვენ 1/4 ჯერ მოვიგებთ 24$ და 3/4 ჯერ წავაგებთ 8$-ს. ანუ საშუალოდ ჩვენი მოგება იქნება 0 (1/4*24$-3/4*8$=0)
თუ ჩვენი ოდსები მოგებაზე შეადგენს 4:1-თAნ, მაშინ ჩვენ 1/5 ჯერ მოვიგებთ 24$-ს, ხოლო 4/5 ჯერ წავაგებთ 8$-ს, საშუალოდ ჩვენ წავაგებთ 1.6$ (1/5*24$-4/5*8$=-1.6)
რომ განვაზოგადოთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ
თუ პოტ ოდდსები აღემატება, ოდდსებს მოგებაზე, მაშინ აქციას დადებითი მათემატიკური ლოდინი აქვს და პირიქით, თუ პოტ ოდდსები უფრო ნაკლებია ვიდრე ოდდსები მოგებაზე, მაშინ აქციას უარყოფითი მათ. ლოდინი აქვს. ხოლო თუ პოტ ოდდსები და ოდდსები მოგებაზე ერთნაირია, მაშინ მათ. ლოდინი 0-ის ტოლია.მაგალითი:
NL $100 ბლაინდები 0.5/1$ ჩვენ გვაქვს სრული სტეკი (100$) ჩვენ ვაკეთებთ რეიზს ადრეული პოზიციიდან Kყ Kგ-ით 4$-მდე, ყველა წვება მხოლოდ ბატონი, რომელიც ძალიან აგრესიული მოთამაშეა იძახის All in-ს მას 30 $ ქონდა ბლაინდები წვებიან რა ვქნათ ჩვენ?
პასუხი ძალიან მარტივია ჩვენ ვაკეთებთ ქოლს.
მათემატიკოსი ამ გადაწყვეტილების მიღებისას: რა კარტით შეიძლება ეთქვა All in-ი ოპონენტს? ის ცუდი, ზედმეტად აგრესიულ მოთამაშეა, ამიტომ არა არის აუცილებელი მას ყავდეს AA, მას ამის გაკეთება ძალიან ბევრი სხვა კარტითაც შეეძლო მაგ. AA, KK, QQ,JJ, TT,AKs (s-suited, ერთი მასტის),AKo(o-offsuited, სხვადასხვა მასტის) ხელების ამ სპექტრის წინააღმდეგ ჩვენ ჩვენი KK-თი აშკარა ფავორიტები ვართ. კომპ. პროგრამა გვეუბნება, რომ ჩვენი ეკვიტი 66%-ის ტოლია. ეს იგივე რაც 34:66 ოდდსებში ან რომ დავამრგვალოთ 1:2, ანუ ჩვენ 3 შემთხვევიდან 2-ჯერ ვიგებთ.
პოტ ოდდსები ასე გამოითვლება:
ბანკში უკვე 1.5$-ია ბლაინდების ასევე ჩვენი 4$-იანი რეიზი და ოპონენტის 30$-იანი რი რეიზი, სულ 35.5$ ქოლისთვის ჩვენ გვჭირდება 26$ (4$-იანი რეიზი გავაკეთეთ) ანუ პოტ ოდდსები ასეთია 35.5:26-თან, ან დამრგვალებული 1.37:1-თან. პოტ ოდდსები აშკარად მეტია ვიდრე, ოდდსები მოგებაზე ამიტომ ეს აშკარა ქოლია.
მათ. ლოდინი ასე ითვლება :
2/3 შემთხვევეაში ჩვენ ვიგებთ 35.5$, ხოლო 1/3 შემთხვევაში ვაგებთ 26$, საშუალოდ ჩვენ ვიგებთ 15$(2/3*35.5$-1/3*26$=+15$)
მაგალითი 2:
NL $100 ბლაინდები 0.5/1$ ჩვენ გვაქვს სრული სტეკი (100$) ჩვენ გვყავს Qყ J ჯ და უკვე თერნზე ვართ მაგიდა ასეთია Tჯ 7გ 3გ Kა . პრეფლოპზე ვცადეთ ბატონიდან მოგვეპარა ბლაინდები, დიდმა ბლაინდმა მიიღო ჩვენი რეიზი პრეფლოპზეც და ფლოპზეც. თერნზე მოვიდა K, ბანკში 19.5$-ია ჩვენი ოპნენტი დებს 10$ რა ვქნათ?
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენ უკან ვართ, რადგან მაღალი კარტი დამა ვერ მოიგებს ბანკს, ალბათ ოპონენტს ყავს ტოპ წყვილი ანუ 2 პაპა, ჩვენ გვაქვს 8 აუთსი, რომელიც გაგვაძლიერებს ნათსურ სტრეიტამდე (4 ტუზი და 4 ცალი 9-იანი) შევამოწმოთ საკმარისია, თუ არა ეს 8 აუტსი ქოლისთვის.
ყველა 8 აუტსი "სუფთაა" ანუ მათი დისკონტირება არ არის საჭირო, რადგან ვერცერთი მათგანი ვერ მისცემს ოპონენტს ჩვენზე ძლიერ კომბინაციას. ძნელად სავარაუდოა, რომ ოპონენტს ჩვენსავით QJ ყავს რაც ბანკის გაყოფას გამოიწვევს. ოდდსები 8 აუტსის შემთხვევაში დაახლოებით 5:1-თანაა, ბანკში უკვე 295$-ია 19.5 ფლოპიდან პლიუს ოპონენტის ბეთი. ქოლისთვის საჭიროა 10$ პოტ ოდდსები კი 29.5:10-თან ან რომ დავარგვალოთ 3:1-თან, ჩვენ ვხედავთ, რომ პოტ ოდდსი აშკარად უარესია ვიდრე ოდდსები მოგებაზე, ამიტომ ჯობია დავწვეთ, რადგან არ წავაგოთ უფრო მეტი ფული.
მათ. ლოდინი (საშუალო მოგება) ამ მაგალითზე აშკარად უარყოფითია, 1/6 შემთხვევაში ვიგებთ 29.5$-ს და 5/6 შემთხვევაში ვაგებთ 10$ საშუალო მოგება 1/6*29.5$-5/6*10$=-3.42$
ამდენი ვწერე და მაინც ვერ დავამთავრე

მაგრამ მე მგონი საკმაო ინფორმაცია დაგიგროვდათ ამ თემას ხვალ დავასრულებ ასახსნელი დაგვრჩა
ეფექტური პოტ ოდსები, მოსალოდნელი ოდსები, უკუ მოსალოდნელი ოდსები. This post has been edited by iliax on 14 Sep 2007, 00:25