100%-იანი გეთანხმები და დარწმუნებული ვარ დისკვალიფიკაციას არ მისცემენ, მაგრამ თუ არასამართლიანად ქონდა მაკებს უპირატესობა, მაშინ კონსტრუქტორებში უნდა ჩამოაკლონ ქულები, რომელსაც პირადად ჩემთვის არანაირი დატვირთვა არ აქვს, რადგან მე უფრო მრბოლელებს ვბალეშიკობ ვიდრე გუნდს... მაგრამ მალარენისთვის ძლიერი დარტყმა იქნება..
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
და დადგა ბელგიის გრანპრის დროც...
ზუსტად ამ წუთებში იხილება შპიონური სკანდალის საქმე და იმედია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ...
მოდი ჯობია ბელგიის გრანპრიზე ვისაუბროთ...

ბელგიის ტრასა ერთ-ერთი ყველაზე ძველი ტრასაა და ყველაზე გრძელია თანამედროვე ფორმულა ერთის ტრასებს შორის... და ძალიან კარგია, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ (სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო) ის კვლავ დაუბრუნდა ფორმულა ერთის კალენდარს... 7 კმ-იანი ტრასა, რომელსაც თითქმის ყველაფერი აქვს... ორი გრძელი მონაკვეთი, მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ს აღწევს... აქ არის როგორც ნელი მოსახვევები ასევე სწრაფი მოსახვევები... ერთ-ერთი მოსახვევი ძალიან გავს თურქეთის მერვე მოსახვევს, მაგრამ თურქეტისგან განხვავებით, სადაც სამი მოსახვევია მარცხნივ, ბელგიაში ორი მოსახვევია, მაგრამ სწრაფი მოსახვევებია, რაც საბურავებს ვნებს ძალიან...

Spa-Francorchamps
Race Date: 16 Sep 2007
Number of Laps: 44
Circuit Length: 7.004 km
Race Distance: 308.176 km
Lap Record: 1:45.108 - K Raikkonen (2004)
სპა არცთუ ისე შორსაა ბრიუსელიდან და თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბრიუსელის ულამაზესი ადგილები... ატომების ქანდაკება, მთავრობის სასახლე და ა.შ.




ბელგიის გრანპრი არის რიგით მეთოთხმეტე ტრასა წლევანდელ კალენდარში და ამით წელს სრულდება ფორმულა ერთი ევროპაში... ბელგიის გრანპრი მონცას შემდეგ მეორეა აქსელერატორის დატვირთვის მიხედვით... ამ ტრასაზე წრის 73% აქსელერატორი მთელი დატვირთვით მუშაობს, რაც ძალიან სტრესულად აისახება ბოლიდების ძრავაზე... (მონცაში 77% იყო) ტრასის ერთ-ერთი თავისებურება, რომელიც გამომდინარეობს მისი სიგრძიდან, არის ის, რომ ტრასის ერთ მონაკვეთზე შეიძლება წვიმდეს, მეორე ნაწილში კი არა, რაც კიდევ და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის რბოლას...
რაც შეეხება საბურავებს, ბელგიის გრანპრისთვის წარდგენილი იქნება სოფთები და მედიუმები... ასევ ე.წ. გარდამავალი და სრული საწვიმარი საბურავები... ამინდის პროგნოზს რაც შეეხება, ბუნდოვანი პროგნოზი კეთდება... პარასკევს ელოდებიან მცირე წვიმას და შაბათ-კვირას ღრუბლიანობას, მაგრამ უნალექოდ... ნუ, შეიძლება წვიმიანი უიქენდი ვიხილოთ...

რაც შეეხება გუნდები მზადყოფნას... მაკლარენი ძალიან წინ იყო მონცაზე, მაგრამ სპაზე სიტუაცია განსხვავებული იქნება... როგორც კიმიმ განაცხადა, ეს ტრასა საკმაოდ გავს მონრეალის ტრასას, სადაც ძალიან ძლიერი იყო მაკლარენი, მაგრამ ფერარის მაშინ გარკვეული პრობლემებიც ჰქონდა. ფერარი ჩემი აზრით წინ იქნება ბელგიაში, ტესტებიც ძლიერი ჰქონდათ და ფერარის მონაცემებსაც საკმაოდ შეესაბამება ტრასას...
ეს ტრასა საკმაოდ კარგად აქვს დაცდილი რაიკონენს, რომელმაც ბოლო ორი გრანპრიდან ბელგიაში ორივე მოიგო... აღსანიშნავია, რომ კიმი ბელგიაში არასდროს ყოფილა პოულზე... (იმედია წელს იქნება...) კიმისთვის ეს ერთ-ერთი ფავორიტი ტრასაა... რაიკონენის განცხადებით მას ძალიან მოსწონს ეს ტრასა და ასევე ის ცვლელებებიც, რაც სპამ განიცადა რეკონსტრუქციის დროს, აქ არის საკმაოდ სწრაფი მოსახვევბი, სადაც შეძლება გამოვიყენოთო ფერარის უპირატესობა... ვნახოთ, მე მაინც კიმის ტრიუმფს ველი...

როგორც ალონსო აცხადებს, ეს ტრასა მისი უსაყვარლესი ტრასაა. მართალია მას არცერთხელ მოუგია ფორმულა ერთში ამ ტრასაზე, მაგრამ მან ბელგიაში მოიპოვა პირველი გამარჯვება 2000 წელში ფორმულა 3000-ში და მას მერე არცერთხელ მოუგია... ასევე ეს ტრასა უსაყვარლესია ჰამილტონისთვის, რომელსაც ერთი მოგება აქვს ამ ტრასაზე და მასაც ფორმულა 3000-ში 2005 წელს... ნუ მართლაც ძალიან მაგარი ტრასაა და ამიტომაცაა, რომ ყველა მრბოლელს ძალიან მოწონს... ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია მაკლარენის მრბოლელებისთვის და ყველაფერს გაიღებენ მოსაგებად... მე მაინც კიმის მოგებას ველი, მაგრამ ამ ორს შორის უპირატესობას ალონსოს მივცემდი...
ახლა სხვა გუნდებზეც ვთქვათ... ბეემვე კვლავ მესამე იქნება, მაგრამ ძლიერ პაექრობას ველი რენოსგანაც, ასევე უილიამსისგან... ტოიოტაზე და რედბულზე დაწერა არ ღირს, ერთი რიგითი რბოლა ექნებათ, უცნაური ტაქტიკით ან პრობლემებით და დარწმუნებული ვარ ქულებს ვერ აიღებენ... ჰონდას მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად გამოვიდნენ მონცაზე (რაც გამომდინარეობდა ტრასის თავისებურებით), არა მგონია ასევე კარგად გამოვიდნენ სპაზე, რადგან ძალიან განსხვავებული ტრასაა და ტესტებიც ძალიან რთულად ჰქონდათ ამ ტრასაზე ივლისში...
ყველანი ველოდებით ამ გრანპრის... მე ძალიან მიხარია, რომ სპა დაბრუნდა... ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება ბევრი რამე განსაზღვრონ გუნდებმა, მაგრამ ამინდმა შეიძლება სერიოზული კორექტივები შეიტანოს... ამ ტრასაზე საკმაოდ ბევრია მატორის დაწვები, ავარიებიც და ა.შ. დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო რბოლა იქნება და შეიძლება 180 გრადუსით შეცვალოს სიტუაცია ჩემპიონატში... მე მოუთმენლად ველი ამ ეტაპს...
ეს 2005 წელს, მაიკლ შუმახერის და დეგენერატი ტაკუმა სატოს შეჯახება (რბოლის მერე ერთი-ორი გაულაწუნა ამის გამო შუმიმ სატოს

) და წელსაც შეიძლება ვიხილოთ მსგავსი ავარიები...

და ბოლოს, თქვენი აზრი მაინტერესებს ერთ დეტალთან მიმართებაში... იმის და გამო რომ ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს თეორიული შანსი ჩემპიონობის ფერარის მრბოლელებს, და ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაშია შესული, 4 რბოლა დარჩა და ყველა პატარა შეცდომა ძალიან ძვირად ფასობს... თან კიმი 5 ქულით უსწრებს მასას... აქედან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობთ, რომ დარჩენილ ტრასებზე კიმის მისცემენ პირველი პილოტის უპირატესობას და მასას ამუშავებენ კიმის დასახმარებლად და მაკების დასაბლოკად???
This post has been edited by rooney on 13 Sep 2007, 19:30