აქა მშვიდობა ძმრატცი, თქვენ უნდა მირჩიოთ რამე.
მოკლედ ბავშვობაში დავდიოდი შოტოკან კარატე დოზე და მწვანე ქამრამდის ავედი, შემდეგ მომიწია რუსეთში გადაბარგება ცოტა ხნით და იქ გავაგრძელე ოღონდ ფუდოკან კარატე დო (შოტოკანი არ იყო ახლო მახლოში

), შოტოკანისგან თითქმის არ განსხვავდებოდა იყო მხოლოდ პატარა ნიუანსები განსხვავებული დაბლოკვებში და კიდევ ის რომ ნარინჯი ფერის მაგივრად წითელი ქამარი იყო ნუ რა მნიშვნელობა აქვს.. სულ ჯამში 3 წელი გამომივიდა ნავარჯიშები, ახლა ისევ მივყავი ხელი სპორტს ამჯერად ბოდიბილდინგი, მაგრამ სპორტი რა სპორტია თუ კარგ ტანთან ერთად კარგი ბრძოლლაც არ შეგიძლია და ისევ მიმიწევს გული კარატესკენ,მინდა გავაგრძელო და ვერ გადამიწყვეტია რომელი.
არის რამდენიმე ვარიანტი: 1) ისევ შოტოკანი, 2) ნეკო რიუ ან 3) რამე უკეთესი რასაც მირჩევენ გამოცდილი ხალხი.
მიზანი არის ერთი მჭირდება ისეთი სტილი კარატე რომელიც არის კონტაქტური, მრავალფეროვანი, მოიცავს წერტილოვან დარტყმებს (ქუჩის ჩხუბისთვის) და ა.შ
რამდენად გამომადგება ეს ჩამონათვალში არსებული კარატეები და რომელი რითია უკეთესი?