#8859178 · 17 Mar 2008, 03:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა თქმა უნდა უკმაყოფილო, მაგრამ არა გაწბილებული და არასდროს ყურებჩამოყრილი!!!! ზოგადად ბრაზილიის მიმართ უუუუზარმაზარი სიყვარულისდა გამო მასას გამოსვლას არ შევეხები! მივყვეთ თან მიმდევრობით: iliax
QUOTE | კიდევ ერთი დასტური იმისა რომ კიმი არის ცანცარა და არასტაბილური |
მილიონი ეფითეტით რომ შევამკოთ რაიკი - "ცანცარა"იქნება უკანასკნელი. კი, იყო თავქარიანი და დაუფიქრებელი ერთ დროს, აი 2006 ის ჩათვლით რა!შარშან ისეთი მეორე ნახევარი ჩაატარა რომ მაკლარენში ორი კარიერა არ ეყოფოდა (ნუ ეს ჩემი სუბიექტური) და გუშინდელი შეცდომა (რომელიც აღიარა) უფრო წამიერი აჩქარება და იმპულსს აყოლა იყო ვიდრე "რაღაც". კი, რა უნდოდა?მიყოლოდა ჰეიკის წყნარად და ემანდ 8 ქულას გამოკრავდა ხელს (ალბათ). მაგრამ აი მაგ მთელ გადაცდომაში მე ძალიან ბევრს ვხედავ!ამაზე მერე! მრჩება შთაბეჭდილება რომ ისევ იმ კიმის ხედავ რომელიც გრანპრგამოშვებით ფასთესთ ლაფს დებდა (მაკლარენში) და გამოშვებით კი ან გრაველზე სრიალებდა, ან ნიურბურგრინგის ბოლო 100მეტრზე საბურავი წყდებოდა და ან ბოლი ასდიოდა. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, მისი ზღვა ტალანტი (ნუ ვისთვის გუბურა) რაციონალურ ჩარჩოებში გახედნეს (საუკეთესო გაგებით) და ყინულკაცის მყიფე წახნაგებს გრანპრიდან გრანპრიმდე ალღვობს სამხრეთული, ტემპერამენტული, ცხელი სისხლი ყალყზე შემდგარი ცხენისა. ნუ, ეს ზეეეეეეეე სუბიექტური და მომეცით უფლება ვცდებოდე!ადამიანი ვარ მოკვდავი.
QUOTE | პაზორ კიმი, პაზორ მასა. დღეს ვნახეთ ჩემპიონის გაბახება, რადგან ის ნაკაჯიმასგან მხოლოდ მანქანის ფერით განსხვავდებოდა. |
და რა იყო აქ "საპაზორო"?მაგის გაბახებულებს წელს ბევრს ვნახავთ, იმედი მაქვს კი არა დარწმინებული ვარ!ხოლო ნაკაჯიმასთან მსგავსებები კი აშკარად სუბიექტურია და გავატაროთ.
QUOTE | ფერარის რაც შეეხება მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი სპადის დასაწყისია ყველა დიდ გუნდს აქვს ხოლმე სპადი და ახლა მაგათი დროა წესით |
სურვილი!ნუ ეს დაახლოებით ისე გაგრძელდებოდა მე რომ მეთქვა რო გერმანელებს მაკლარენში წილის გაზრდა უნდათ და სპიონაჟის თემას თითზე დაიხვევდნენ და ღვაწლმოსლი დენისს კარიკენ მიუთითებდნენ და მაკლარენი დაიძირებოდა მეთქი....
QUOTE | მალაიზიაშივე სწრაფები იქნებიან (ალბათ უსწრაფესებიც |
არა ეგრე კი არა, აი ესე იქნება (ბოროტი პროგნოზი) - მალაიზიაშივე უსწრაფესები იქნებიან
QUOTE | მაგრამ სპადის ნიშნები სახეზეა |
სურვილი N2! რომელ სპადის ნიშნებზე მეუბნები ჯიგარო იქნებ გაშალო ეს თემა უფრო ვრცლად, დავინტერესდი, იქნებ მართლაცდა ენძვრის სკუდერიას. ვაღიარებ რომ ამ სპორტში ჩემზე გაცილებით მეტი გესმის მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხში აბსოლუტიურად პოლარიზებულები ვართ!არაფერი სპადი არაა, ამას დრო დაამტკიცებს. ჩემზე კარგად უნდა იცოდე, რომ არა მაგიური სიტყვა affidabilità (იგივე საიმედოობა) ფერრარის "ჩამსპადველი" ძალა არ დაძრწის დუნიაზე! ხო იასნა, მართალი ხარ, გილოცავთ კონსტრუქტორთა თასს, მეტი არაა ჩემი მტერი იმან....არა არა არ შევეხები, ეს მხოლოდ პირველი გრან პრი იყო! ვინ უკარგავს ჰემილტონს მიღწევას, ძალიან სერიზული მრბოლელია. კოვალაინენი ყველანაირად იმეორენომრებს მისდა სასარგებლოდ + ბოლიდი აბსოლუტურად საიმედოა, აპრიორი აქვს სერიოზული უპირატესობები, ცხრა ქულაც არაა ადვილად ამოსაღები, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ წინ მთელი სეზონია და არაერთი შანსი ექნება ე.წ. "ცანცარას" იმის დასამტკიცებლად თუ ვისი გადაწონის. მარანელოში გადაგზავენეს ძრავი, რა მოუვიდა ამისთანა კარგად რომ გააანალიზონ. არადა მაინც მგონია მიზეზია ერთია, დიადი და ნათელი - კიმი რაიკკონენი შუმერული სიტყვაა და მწყობრიდან გამოყვანას (იგივე დაზიანებას) ნიშნავს!ნუ ეს ის რეალიაა რომელსაც ყოველთვის რიდით ვუყურებ თვალებში (აუ რა გულახდილი ვიყავი).....მაგრამ კიმი მაინც ყველას მირჩევნია!!!!! ლიუისმა Il ritmo delle rosse non mi preoccupa-ო....ოჰ რილი ლიუის, ა იუ შუა, არენთ იუ ბაზერინგ ოფ ფრაარის პეის, უილ სიი ზეთ, მენ..... იმედია მოასწრებენ შაბათამდე Reazione immediata-ს და შარშანდელი კუალალუმპურის პირველი მოსახვევი კარგათ ახსოვთ ორივეს!თუ ვერაფერს მოასწრებენ და რა პრობლემაა ცხოვრება მშვენიერია. როგორც ჩემპიონმა თქვა non è stata la vera Ferrari. Forza Ferrari!
|