დავბრუნდი, რეზერვში სულ ფორმულაზე ვლაპარაკობდი

მაგრამ მარტო 1 კაცს ესმოდა და ცოტა მოვიწყინე
ტრულის რაც შეეხება საშუალოზე ძლიერი პილოტია და კვალიფიკაციების გენიოსია, ერთ-ერთი უსწრაფესია დღევანდელ F1-ში მაგ ასპექტში, მაგრამ ორთაბრძოლებში სუსტია. თუ არ ვცდები Jean-მაც დაწერა, არ მახსოვს ვინ იყო მის წინ, მაგრამ აშაკარად ანელებდა და გუნდს ეუბნება მანელებს და რა ვქნაო? გუნდიდან უპასუხეს გაუსწარი შე დეგენერატო მეტი რა უნდა ქნაო

რაც შეეხება 2004 წელს ამ თემაში იყო უკვე ამაზე საუბარი და ახლაც გავიმეორებ, ცხადია რომ მაშინ ტრული ჯობდა ალონსოს და საერთოდ ის სეზონი ალონსოსთვის იყო ყველაზე ცუდი კარიერაში, მე მაგ სეზონის მერე არ მინახავს ეგეთი აჭრილი ნანდო, იავნად ჯობდა ტრული. იარნოსა და ფლავიოს შორის რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ მას მერე რაც ტრულიმ ფლავიოს დაადო და სხვა მენეჯერი აიყვანა იქ დამთავრდა მაგის კარიერა რენოში. მერე იყო მანი კურის ბოლო მოსახვევი, თუმცა ეგ რო არ ყოფილიყო მაინც გაუშვებდნენ ტრულის. იარნო მაგარია მაგრამ ეგ არ გაზრდილა 2004-ის მერე ალონსო კი საგრძნობლად ახტა ზევით და ახლა უკვე თამამად შეუძლია ზევიდან უყუროს იარნოს, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ 2004-ში გააფარჩაკა ტრულიმ.
მოკლედ ჩემი აზრით იარნო ტრული რომელმაც ძალიან ბევრი ფენომენალური წრე დაარტყა, მინიმუმ დაცინვას არ იმსახურებს.
P.S. ყველაფერს ტიტულებით ნუ აფასებთ ძალიან ბევრ ჩემპიონს ჩამოვთვლი რომელიც ვერც კი მივა ზოგ-ზოგიერთ "საშუალო" პილოტთან, ცოტა გამართლებაც საჭიროა ამ სპორტში და ყველაფერი ისე მარტივი არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
GeoPoker.ge - პირველი ქართულენოვანი რესურსი პოკერზე.
fb.com/PokerforGeo - LIVE ტრენინგი ტეხასურ ჰოლდემში, 200 ლარამდე სასტარტო კაპიტალი.