ფერნანდო ალონსოს ისტორია.
ბიოგრაფია:როდესაც ფერნანდო ალონსო 21 წლის იყო, მას უკვე ქონდა შესანიშნავი სარბოლო კარიერა. Renault-ს ახალმა პილოტმა მოიგო ესპანეთის კარტინგის ჩემპიონატი, როდესაც 13 წლის იყო. ამ გამარჯვება კიდევ უფრო გაზარდა ალონსოს წინსწრაფვა და ორი წლის შემდეგ მან კვლავ მოიგო ტიტული და ასევე გახდა კარტინგის მსოფლიო ჩემპიონიც.
ამ პილოტმა თავისი ტალანტით მიიქცია ფორმულა 1-ის მესვეურთა ყურადღება. მისი მესამე ტიტულის დრო 1997 წელს მოვიდა, როდესაც ის კვლავ გახდა კარტინგის ჩემპიონი, ასე რომ მან 3-ჯერ მოახერხე ჩემპიონის ტიტულის მოპოვება 4 წელიწადში. ამის შემდეგ მან დაიკავა მეორე ადგილი ევროპის კარტინგის ჩემპიონატში, 1999 წელს კი მოიგო Euro Open Championship for Nissan.
2000 წელს ფერნანდო ასრულებდა ტესტ-პილოტის ფუნქციებს გუნდ Minardi-ის შემადგენლობაში და ამავდროულად იღებდა მონაწილეობას ფორმულა-3000-ში. ამ სერიაში გამოსვლით მან მიიქცია ფორმულა 1-ის ისეთი ლიდერი გუნდების ყურადღება, როგორებიც იყვნენ Ferrari და Benetton-ი. ის გამოდიოდა გუნდ Astromega-ში. ამ სეზონში მისი კულმინაციური მომენტები იყო მეექვსე ადგილი ავსტრიაში, მეორე უნგრეთში და გამარჯვება ბელგიაში. ამ ყველაფრის წყალობით ალონსომ დაიკავა მეექვსე ადგილი საერთო ჩათვლაში.
სამეფო სპორტში კი 2001 წელს დაიწყო გამოსვლა, როდესაც ის გახდა ტარსო მაკრეშეს თანაგუნდელი Minardi-ის შემადგენლობაში. მისი დებიუტი შედგა მელბურნში, ამის შემდეგ მას ქონდა რამოდენიმე კარგი რბოლა, თუმცა გადაწყვიტა, რომ 2002 წელს აღარ გამოსულიყო რბოლებში და კონცენტრირება მოეხდინა Renault-ს ტესტ-პილოტობაზე.
ტესტებში გამოსვლის შემდეგ მას მიეცა თავისი მთავარი შანსი ერთი წლის შემდეგ, როდესაც ის გახდა Renault-ს მთავარი პილოტი და მოიპოვა თავისი პირველი გამარჯვება ფორმულა 1-ში უნგრეთის გრან-პრის დროს და საბოლოო ჩათლაში საპატიო 6 ადგილი დაიკავა.
2004 წლის სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო, ფერნანდო ალონსომ დაიკავა მესამე ადგილი ავსტრალიის გრან-პრიში, თუმცა ამის შემდეგ თითქმის ნახევარი სეზონის მოცდა მოუწია, სანამ მოიპოვებდა თავის მეორე პოდიუმს, მანი-კურის ტრასაზე დაკავებული მეორე ადგილის წყალობით. ამას მოყვა ორი პოდიუმი ზედიზედ ჰოკეიჰეიმში და უნგრეთში, თუმცა ამ წელს მან ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
2005 წელს კი ყველაფერი მის სასარგებლოდ მოეწყო, როდესაც მან მოახერხა 7 რბოლაში გაიმარჯვება და მოხსნა ემერსონ ფიტიპალდის დიდი ხნის რეკორდი, რადგან ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი. ეს იყო წარმოუდგენელი სეზონი ფერნანდო ალონსოს შესრულებით, როდესაც მან მაქსიმუმი გამოწურა კონკურნტუნარიანი ბოლიდ R25-იდან და საბოლოო ჩათვლაში გაუსწრო კიმი რაიკონენს. ისინი მთელი სეზონის განმავლობაში ეცილებონენ ერთმანეთს ტიტულს, თუმცა ალონსომ საბოლოოდ 21 ქულით აჯობა. ალონსოს ცდამ ასევე მოუტანა Renault-ს პირველი გამარჯვება კონსტრუქტორთა ჩათვლაში.
ამ წარმატების შემდეგ McLaren Mercedes-მა გააკეთა შოკისმომგვრელი განცხადება 2005 წლის დეკემბერში, იმის შესახებ, რომ მათ გააფორმეს კონტრაქტი ალონსოსთან 2007 წლისთვის. მაშინ როდესაც ალონსოს მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტიღა ქონდა Renault-სთან, მან სეზონი 6 გამარჯვებით დაიწყო 9 რბოლაში. იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ტიტულში ვერავინ შეეცილებოდა, თუმცა მიხაელ შუმახერმა მოახერხა დაწევა და ტიტულისთვის ბრძოლა ბოლო
რბოლამდე გაგრძელდა. ტიტულის ბედი კი ბრაზილიაში გადაწყდა ალონსოს მხოლოდ ერთი ქულა ჭირდებოდა, რათა ტიული მოეგო, თუმცა მან რბოლა მეორე პოზიციაზე დაამთავრა და ტიტულიც დამაჯერებლად მოიგო, შუმახერს კი 13 ქულით გაუსწრო.
2007 წელს კი ალონსო McLaren-ში გადაბარგდა, თუმცა გუნდს და თავის თანაგუნდეს ვერ შეეწო და 2008 წლის სეზონში ისევ ძველ Renault-ს დაუბრუნდა.
კარიერა და მიღწევები:1994 - კარტინგი, ესპანეთი, პირველი ადგილი
1996 - კარტინგი, ესპანეთი და საერთაშორისო, პირველი ადგილი
1997 - კარტინგი, ესპანეთი, პირველი ადგილი
1998 - კარტინგი
1999 - Euro Open by Nissan, პირველი ადგილი
2000 - ფორმულა-3000
2001 - ფორმულა-1, 0 ქულა
2002 - ფორმულა-1, ტესტ-პილოტი
2003 - ფორმულა-1, მეექვსე ადგილი, 55 ქულა
2004 - ფორმულა-1, მეოთხე ადგილი, 59 ქულა
2005 - ფორმულა-1, პირველი ადგილი, 133 ქულა
2006 - ფორმულა-1, პირველი ადგილი, 134 ქულა
2007 - ფორმულა-1, მესამე ადგილი, 109 ქულა
მოკლე სტატისტიკა მისი კარიერის შესახებ:დაიბადა-------29.07.1981
წელი ფორმულა 1-ში-------7
სეზონი ფორმულა 1-ში-------6
ჩემპიონის ტიტული-------2 - 2005, 2006
სულ გრან-პრი-------105
მოგებული გრან-პრი-------19
ზედი-ზედ მოგებული გრან-პრი-------4
პოდიუმი-------49
ზედი-ზედ პოდიუმი-------15
პოლ-პოზიცია-------17
ზედი-ზედ პოლ-პოზიცია-------5
სწრაფი წრე-------11
ზედი-ზედ სწრაფი წრე-------2
საუკეთესო შედეგი-------1
დუბლი-------11
ჰეთ-რიკი-------3
ლიდერობა სტარტიდან-ფინიშამდე-------2
დიდი შლემი --------
სულ ქულები -------490
მაქსიმალური ქულა ერთ სეზონში-------134
წელი გუნდები
2001-------European Minardi F1
2003-2006-------Mild Seven Renault F1 Team
2007-------Vodafone McLaren Mercedes
2008-------ING Renault F1 Team
ამ სტატისტიკაში არ არის გათვალისწინებული 2008 წლის სეზონი.ოფიციალური საიტი:
http://www.fernandoalonso.com/
-----------
აბა როგორ მოგწონთ?? თან ვიფიქრე ცოტას წავეხმარები მეთქი Tornikee-ს
This post has been edited by giorgi-alonso on 6 Aug 2008, 10:34