ეს რა საინტერესო რაღაც თქვი. ვაფასებ მოთამაშე ხალხს!

თამაშზე ქვემოთ, ჯერ ეს მითხარი რა სჭირს კიმის?ვერ გავიგე რა, რა მოუვიდა კაცს?

ვალენსიაშიც (უკვე იმას ვფიქრობ ხოლმე სტარტზე არ დაკარგოს ადგილი, არათუ მოიგოს 1-2) იგივე გაამეორა რაც ბოლო რამდენიმე გრანპრიზე. 8 ტურია არ მოუგია, ვერ დავიჯერებ რომ რაღაც მის ბოლიდშია, რას ვერ ახურებენ საბურავებს, აბა მასა როგორ ახურებს, 1 თვის წინ მაგრად ვაგინებდი ბრაზილიელს, მარა ეხლა ისეთი ფორმა აკრიფა, კიმის და ლიუისას კი არა საუკეთესო წლების შუმის გა####და გერმანიაშივე!
ტიპმა აშკარად იგრძნო საკუთარი თავი, შენი თქმის არ იყო ძალიან სწრაფი რომ არის, მოეხსნა კურდღლური კომპლექსები, მგონი რაც ერთად არიან პირველად თქვა რომ კიმი ფავორიტიაო (სპაზე თქვა), შეიცვალა ინტერვიუებში......ვერასოდეს წარმოვიდგენდი მარა მასა მთავარ ფავორიტად მესახება, უნგრეთში 10 კმ დააკლდა მის ძრავს როცა მანამდე 1000 მდე ქონდა გავლილი და დასანანი 10 ქულა დაკარგა, სამართლიანობა აღდგება და მასას წინ დახვდება ის უსამართლოდ დაკარგული, რავი ვნახოთ!ძალიან მარტივი დავალებაა მის წინაშე - ინტერლაგოსამდე 4 და ნაკლები ქულის ჩამორჩენით უნდა მივიდეს ლიუისასთან (უკიდურეს დასაშვებ ზღვარს ვამბობ) და იქ ამოაგდებენ გუნდურად....მარა ბრაზილიამდე გადაასწრებს, ვფიქრობ ჰემილტონს დედა ბუნების ცრემლები თუ უშველის, სხვა ვერაფერი! (წეღანაც როგორც გაშრა სპაზე, ეგრევე მოხსნეს მაგის საუკეთესო დრო)...
ამ კიმის ვერ გავიგე რა სჭირს, დომენიკალიმ რაც თქვა არასწორად გადის მოსახვევებს და კარგავს დროსო, მეც ვფიქრობ რომ რაღაც ვერ გაუგო ბოლომდე კიმიმ F2008ს, თორემ ბოლიდი რამდენად კონკურენტულია, თვით ქუჩებშიც სადაც აპრიორი მაკლარენი იყო ფავორიტი, კი ვნახეთ ყველამ!
მოკლედ არვიცი რა, წელს ვფიქრობ და ასეც მინდა რომ მასაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, 2009 საც ერთად ჩაატარებენ და მერე რა მოხდება მადრიდული "მარკა" ევო ზნაეტ!
ეხლა თამაშზე!
ვალენსიაში კარგად წამოვიდა ყველაფერი, თითქმის მეტნაკლებად დაჯდა რაც უნდა ყოფილიყო.
კიმის მოგებას ფიქრობ?რამდენ კუშს გაძლევს?რომელ ბუქმექერთან ხარ?3.5 -ს იძლევა ჩემი...მარა კიმის ვერ გავრისკავ, ხვალ მინდა ფერარის პოული და ზეგ ასევე ფერარის მოგება, 1.53 აქ კუში...რაღაც წვრილწვრილებსაც ავიღებ, ლიუისას პოდიუმი, ლიუისას ქულებში შესვლა, ლიუისა კიმიზე წინ დაამთავრებს (ნეტა წავაგო ეს ფსონები

)...
ხო, მართლა სალამი ხალხნო!მაგარი უიქენდი გველის, იმედია გვანახებენ!დავიღალე ამ ჯასტინ ტევეებით...
მიმაგრებული სურათი