მოკლედ, უძალიანძველესი თემა ამოვწიე, მაგრამ ამის საბაბი ნამდვილად მაქვს. მოკლედ აგიხსნით:
გახლავართ ფრენბურთის დიდი მოყვარული. პროფესიულად არასდროს მითამაშია, მაგრამ სამოყვარულო დონეზე სულ ვთამაშობ ზღვაზეც და თბილისშიც კუს ტბაზე.
მოგეხსენებათ, რომ აცივდა და წვიმები დაიწყო. ამიტომ ღია ცის ქვეშ ფრენბურთი აღარ ითამაშება.
მეც, ალტერნატივის სახით მოვნახე დარბაზი, კიევის ქუჩაზე, რომელიც საუკეთესოა მთელ თბილისში და ალბათ მთელ საქართველოშიც. კონკრეტულად რაში მდგომარეობს ჩემი შემოთავაზება:
მე მყავს, ჩემი ახლობლებისგან შემდგარი 6 კაციანი გუნდი. კიდე არის რამოდენიმე, მარა ექვსი კაცი სტაბილურად ვართ. არც ერთი გუნდის წევრი არასდროს არ ყოფილა დაკავებული პროფესიული ფრენბურთით, ყველანი მოყვარულები ვართ.
ვეძებ გუნდს, 5-6 კაციანს (უფრო ცოტა დარბაზში 9X9-ზე მოედანზე ჩემი აზრით არ გამოვა) დაკომპლექტებულს მოყვარულებით, ვისაც ყოველ კვირაში, ან კვირა გამოშვებით, შაბათს ან კვირას, საღამოს საათებში (კვირის დღეებში დარბაზი დაკავებულია. შაბათ-კვირას დარბაზს სცალია 3 საათიდან 10 საათამდე) დღეს შევხდებით, ვითამაშებთ ფრენბურთს, გავერთობით, ბევრ დადებით ემოციას მივიღებთ და დავიშლებით

ეხლა პირობები: დარბაზი ღირს 50 ლარი 1 საათი. ვიღაცას შეიძლება ეძვიროს, მაგრამ ჯერ ეს ერთი სხვა ალტერნატივა არ არის და მეორეც, დარბაზი არის მართლა ძალიან მაგარი. ევროპული სტანდარტების მქონე. საქართველოს ჩემპიონატის მატჩები იმართება მაგ დარბაზში.
2 საათი რომ ვითამაშოთ 10 კაცმა, კაცზე უწევს 10 ლარი. მე პირადად, 10 ლარი მაგ ორი საათის სიამოვნებაში მიღირს. იმედია თქვენც

მოკლედ, იმედს ვიტოვებ რომ მსურველები იქნებით. გამომეხმაურეთ აქ ამ თემაში ან PM-ში. მე ყოველ დღე შემოვდივარ ფორუმზე და აუცილებლად გიპასუხებთ.
ეს კი ვისაც დარბაზი არ გინახავთ, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოში
http://1tv.ge/news-view/30259