ფსონი III
სპორტინგი ხ.- ბარსელონა 2,5> (1,7)
ფსონი 8,79 ლარი
ტაკ ეს ფსონიც მოვიგე, შესაბამისად "30 დრიანი" ფსონის მე-3 დადებაზე 1,64 ლარი გახდა 14,99 ლარი.
დღეს არის თამაშები და ალბათ დავდებ, სავარაუდოდ წავაგებ კიდევაც და თავიდან მომიწევს ყველაფრის დაწყება
* * *
ფერეირა-ბენფიკა 2 1.65
ფიურტი-კაიზერი 2/X 1.43
აი დღევანდელი ჩემი პროგნოზები, ჯერ არ ვიცი დავდებ თუ არა, მარა თუ დავდებ "30 დღიან" სისტემაში არ გავიყვან
შევეცდები ავხსნა რატომ მგონია ეს თამაშები, ფერეირამ პირველი ტური წააგო სახლში ბრაგასთან უიმედოთ 0-2; მერე გასვლაზე ითამაშა ფრე 2-2, ბენფიკას კი 2 ფრე აქვს ნათამაშები და თუ რამე უნდა ეს თამაში უნდა მოიგოს, თანაც სტუმრებს ამ ტურში არ მოუგიათ ჯერ პორტუგალიაში.
რაც შეეხება ფიურტი-კაიზერს, ვიტყვი რომ გერმანიის II ბუნდესლიგის ამ ტურში ყველა მასპინძელმა მოიგო, 1 თუ 2 ფრე ამოვიდა მხოლო, კაიზერი წელს როგორც ვიცი აპირებს გადმოსვლას I ბუნდესლიგაში და ნორმალური გუნდიც ყავს.
დამეთანხმებით არც თუ ისე დამაჯერებელი ანალიზია, მაგრამ რა ვქნა, ხელი მექავება დადება მინდა და სხვა ვერაფერს ვფიქრობ
მაგრამ მოვიცდი საღამომდე, თქვენს ნააზრევს დაველოდები, იქნებ უკეთესი რამე იცით ან უკეთესად დაასაბუთებთ