
მე მგონია, რომ ბურდე მაქსიმალურად მოსახვევის შიდამხარეს იჭერს, მასა კი ისე გადის თითოს ახლოს არც არავინ არის.
რატომღაც ისიც მგონია, რომ თავისი ნიჭით ბურდე არ ჩამოუვარდება მასას...
მიუხედავად იმისა, რომ ფერარის გულშემატკივარი ვარ უკვე რამდენი ხანია და აშკარა ანტიპატია მაქვს ჰამილტონის (განსაკუთრებით უფროსის) უნდა ვთქვა, რომ ერთი რაც დარჩა ისაა, რომ ჰამილტონს სადარბაზოში დახვდნენ და შუაზე გააპონ, მაშინ მასა დამსახურებულად გახდება ჩემპიონი!
და ის, რომ მასას სადღაც ძრავი დაეწვა, ან მოუცურდა ან ბუქსირზე ნახევარი ბოქსები გამოიბა და ისე გამოვიდა პიტსტოპიდან, აჩვენებს მისი და მისი გუნდის დღევანდელ სუსტ მხარეებს!
ასეთი შემთხვევებისაგან არავინაა დაზღვეული ეს რბოლის შემადგენელი ნაწილია, უბრალოდ უნდა იცოდე როგორ აარიდო თავი მსგავს სიტუაციებს.
და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ის საგრძნობი უპირატესობა, რაც ფერარის ქონდა სეზონის დასაწყისში მათ უბრალოდ გაფლანგეს, ღირსებიც არიან რაც ხდება მათ თავს.