განახლდა მსოფლიოს უძლიერესი მაგიდის ჩოგბურთელების რეიტინგი.
დეკემბრის თვის საუკეთესო ათეულები ქალთა და ვაჟთა შორის შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://ttennisgeo.wixsite.com/2016/blank-4 * * *
კეიპტაუნში გრძელდება მსოფლიოს პირველობა მაგიდის ჩოგბურთში იუნიორებს შორის.
გოგონებს შორის რამდენიმე სენსაცია დაფიქსირდა: იაპონელმა ფავორიტებმა მიმა იტომ და მიუ ჰირანომ წააგეს თავიანთი შეხვედრები და ნახევარფინალს მიღმა დარჩნენ. სამაგიეროდ წარმატებით იასპარეზა რუმინელმა ადინა დიაკონუმ. ნახევარფინალში გავიდნენ: სი სუნიაო (ჩინეთი), მიუ კატო (იაპონია), მაკ ცზე ვინგი (ჰონგკონგი) და ადინა დიაკონუ (რუმინეთი).
ვაჟებში კი ფავორიტებმა წარმატებით იასპარეზეს. ნახევარფინალში გავიდნენ: ტომოკაზუ ჰარიმოტო (იაპონია), იანგ შუო (ჩინეთი), პაკ ნამი (ჰონგკონგი) და ჩო სუნგმინი (კორეა).
* * *
დამთავრდა მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში იუნიორებს შორის.
ჭაბუკთა ფინალში 13 წლის ტომოკასუ ჰარიმოტომ 4:3 მოუგო კორეელ ჩო სუნმინს და პირველობას დაეუფლა.
გოგონებში კი პირველობას ჩინელი ში სუნიაო დაეუფლა, რომელმაც ფინალში ჰონგკონგელი მაკ ცე ვინი გაანადგურა 4:0.
გოგონების წყვილში სენსაცია მოახდინეს და ჩემპიონობა მოიპოვეს რუმინელებმა ადინა დიაკონუმ და ანდრეა დრაგომანმა, დაამარცხეს რა იაპონელები ჰინა ჰაიატა და კაიატო მიუ 4:2.
ჭაბუკთა და შერეულ წყვილებში კი ტოლი არავის დაუდეს კორეელებმა.
მსოფლიოს წლევანდელი პირველობა ისტორიული აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ წინა წლებში ჩინელების ტოტალური ბატონობის ფონზე წელს იაპონიამ, რუმინეთმა და კორეამ გამოიჩინეს თავი, რამაც დანარჩენ ქვეყნებსაც უნდა ჩაუსახოს წარმატების მიღწევის იმედი.