იცით რა ვერ გამიგია? რაში სჭირდება Fia-ს დ მოსლის ეს არეულობა F1-ში?
რატო უნდა მოგინდეს ნახევარ მილიარდიანი ბიუჯეტის ვდრუგ 40 მილიონზე ჩამოყვანა? მარტო იმიტომ რო ახალი გუნდები მოყარო, რომლებსაც წლები დასჭირდებათ იმისთვის რომ ნორმალურ გუნდებს დაემსგავსონ? თან რა, 40 მილიონით ნარაირად უნდა განვითარდე.

ფორმულა იმით იყო ყოველთვის საინტერესო რომ ყოველთვის რაღაც ახალს და რევოლუციურს იგონებდნენ და აკეთებდნენ ეს ადამიანები. ეხლა კიდე რა უნდათ... ის შეზღუდები არ ეყოთ რაც ამ წლის რეგლამენტითაა გათვლილი, არანაირი ტესტები და კიდე რავიცი რამდენი რამე. თან რისთვის გააკეთეს ეს ყველაფერი? იმისთვის რომ კონკურენცია გაეზარდათ გუნდებს შორის, მისთვის რო უფრო საინტერრესო ყოფილიყო რბოლები, იმისთვის რომ უფრო გაადვილებულიყო გასწრება...( ფეხი, რაღაც ვერ ვხედავ რომ გასწრებები გაადვილდა

). ნუ კაი,რაც არ უნდა იყოს მივესალმები ამისკენ გადაგდმულ ნაბიჯებს, მაგრამ ჯერ დააცადონ, იქნებ აღწევენ იმ მიზანს რისთვისაც ეს ყველაფერი კეთდება.
ხო, თუ კიდე კრიზისწეა საუბარი და ამიტო არის მოსლის გადარეული და ზრუნავს გუნდებზე, ჰარიქა ბევრი არ დახარჯოთ, ეკონომია ისწავლეთ, მაგას ვინ კითხავს, ვთქვათ "მე ჩემს ფულს რამდენს დავხარჯავ", ვისაც არ უნდოდა და არ შეეძლო კი წავიდნენ სეზონის დაწყებამდე.
მოკლედ რატომღაც მგონია რომ რაცხა სხვა იმალება FIA-ს ამ სიშტერეების უკან, მაგრამ ვერ გამიგია რა.
მაგრამ ერთს კი ვფიქრობ, რომ არ უნდა წავიდნენ გუნდები დათმობაზე, არავითარ შემთხვევაში( თუ რამე შუალედურ ვარიანტს არ მიაგნეს). სულ რო მართლა ვილიამსი და ფორს ინდია დარჩნენ ძველი გუნდებიან, მირჩევნია სულ არ ვუყურო ფ1-ს ვიდრე მოსლის "ახალი პერსპექტივების" ფორმულა 1-ის ცოდვით დავიტანჯო.

მომიტევეთ გაცხარებისთვის