ძაან კაი გონკა იყო

ტაქტიკებით დახუნძლული..
რედ ბულის უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა თავიდანვე.. ისინი ადრე ახურებენ საბურავებს.. აქედან გამომდინარე ცივ ამინდში აშკარა უპირატესობა ექნებოდათ.. ეგ ვიცოდით.. მაგრამ სისწრაფეც საკაიფო ქონდათ.. ცოტა სწრაფებიც არიან ვიდრე ბრაუნი ამ ტრასაზე.. ამინდი რო არ მივიღოთ მხედველობაში..
ფეთელი კაი ბიჭია.. რამდენი დაიწერა მაგაზე..

) ვებერმა ისეც იწვალა.. მაგრამ ამოუდგა თავის ნაპარნიკს გვერდით.. კარგები არიან რედ ბულშიც.. როგორც ვარაუდობდი პირველი გონკის შემდეგ ეგ ორი გუნდი არავის არ გაიკარებს გვერდით მეთქი.. ისეც ამიხდა ყველაფერი..
ეხლა დამტკიცდა ალონსოს სიტყვების სიმართლე..
როცა ცოტა საწვავით ვიწყებ გონკასო.. მაშინ გონკის დროს მერხევაო.. ანუ პერესიდელს მიკეთებენ ორივე პიტ სტოპზე და ვკარგავ უპირატესობას სტარტზე გაკეთებულსო.. როცა ბევრით ვიწყებ.. გამართლების ამბავიაო... ასეთი დაემართა კიმის დღეს.. კაი სტარტი.. ცოტა საწვავი.. მაგრამ ორივე პიტზე პოზიციების კარგვა.. კიდევ კარგი გონკის ბოლოს გლოკს გრანულირება დაეწყო ეტყობა საბურავების და ვერ მიწვდა.. თორე ქულასაც დაკარგავდა..
მასამ იარა ძაან საკაიფო ტემპში.. როცა საჭირო იყო მოუმატა პიტამდე და აი კარგი შედეგიც.. ბარიჩელოს სულ ცოტათი ვერ მიწვდა.. თორე გაასწორებდა კაი გონკის შემდეგ პოდიუმი..
ნაკაჯიმასაც იგივე რაც კიმის .. ცოტა საწვავი ვერ ამართლებს..
როსბერგმა კარგად იარა.. უბრალოდ ის ერთი წამი პიტზე .. მომსახურებას და საწვავის ჩასხმას რაც დაჭირდა.. მასასთან შედარებით.. და ერთი ადგილიც დაკარგა.. ვერაფერს ვერ იზამ ამ შემთხვევაში..
ტოიოტამ რაღაც გაორებული შტაბეჭდილება დატოვა.. ზოგ მომენტებში სწრაფები.. ზოგში რა ვიცი.. ეტყობა საბურავების გახურების პრობლემა აქვთ.. და შემდეგ როცა ხურდება.. ეგრევე ერხევათ.. ჭამს მათი ბოლიდი საბურავებს..
ბარიჩელოსგან ეგეც კაი შედეგია..
ბატონმა საშინელი სტარტის შემდეგ.. ამოვიდა მაინც მე 6 ზე.. ასეთ პირობებში.. როცა მის ბოლიდს პრობლემა ქონდა და ის ნორმალურად ვერ აუხრებდა საბურავებს.. კაი შედეგია ...
ეხლა ისე ვატყობ.. დარჩენილ გონკებში ეგ იქნება მთავარი.. ანუ ცხელ ამინდების დროს ბრაუნის უპირატესობა იქნება.. ცივში კი რედ ბულის.. თან როგორ დაარაბოტკებენ ეგეც საკითხავია..
ყველაზე მაგარი კი ალონსო-ლუისას დუელი იყო მთელი გონკის განმავლობაში.. არ ახარებს ალონსო რა.. რამნდეჯერაც იწვალა და გაასწრო ლუისამ იმდენი დაიბრუნა პოზიცია.. ბოლოს კიდეც მოასრიალა ლუისა.. კაროჩე კაი საყურებელი იყო ეს გონკა.. ნუ მოგებული წინასწარ ცნობილი იყო.. პელეტონის შუაში თუ ასეთი კაი ბოი იქნებოდა რას ვიფიქრებდი... რეჟისორს დაავიწყდა რო ფეთელი ამთავრებდა უკვე გონკას.. ისე გაერთო სხვა რამეების ჩვენებით..

თქვენი არ ვიცი.. მაგრამ მე მომეწონა გონკა..