Olaizolaძრავისთვის ვარჯიში არ არის მოედნის ირგვლივ კროსზე სირბილი და ბურთის კენწვლა. ეს არი ელემენტარული მათემატიკური ფორუმლები, რომლებიც დაახლოებით ასე წერია:
If (hattrick_time=14.20)
then training;
training არი პროცედურა, რომელშიც ხდება დაახლოებით ასეთი რამ:
მოდის ერთი დიიიიდი ციკლი, რომელიც ატრიალებს ID-ებს რაღაც რიცხვიდან რაღაც რიცხვამდე. ჩამოივლის ყველა ფეხბურთელს ID-ების მიხედვით და აკეთებს ერთიდაიგივე მოქმედებას ყველასთვის. ეს მოქმედება უბრალო ფორმულაა, რომელშიც გათვალისწინებულია: ასაკი, სავარჯიშო პოზიცია, ამ პოზიციაზე ნათამაშები წუთები, ფეხბურთელის მიმდინარე სკილი, ტრენერის სკილი. სწორედ ეს ფუნქციაა ვარჯიში.
ტრენერის სკილი და ნათამაშები წუთები პირდაპირპროპორციულ ფუნქციებადაა მიჩნეული. ასაკი და მიმდინარე სკილი კი უკუპროპორციულად.
დაახლოებით ამას კოდში ასეთი სახე ექნება:
Player_current_skill=Player_current_skill+F.
სადაც F სქორედ ის ფუნქციაა, რომელიც ზემოთ ვახსენე. სამწუხაროდ, ეს ფუნქცია მე კი არა, დეველოპერების გარდა არავინ არ იცის, ასე რო ნამდვილად ვერ გეტყვით ზუსტად რა და როგორ წერია შიგ. ყველა ხვდებით რო F ფუნქცია არის ფეხბურთელის სკილის ნაზრდი. ამიტომაც ქვია მაგას "ვარჯიში"
ახლა ჩემი გათვლები:
ვარჯიში როგორც გითხარით არი F ფუნქცია.
7სკილის ტრენერი ვარჯიშზე უმატებს f(მეასედი ერთეული) სკილს. სკილის მომატებას დასჭირდება 100/f კვირა. მართლაც, სკილზე გადასვლას სჭირდება 7.01დან 8.01მდე გაზრდა. ასე რო რამდენი f ფუნქციაც სჭირდება სქილის 100მდე მატებას, იმდენი კვირა უნდა ვარჯიშს.
8სკილის ტრენერი ვარჯიშზე უმატებს P%-ით მეტს. ანუ იგივე პრინციპით სკილის მომატებას დასჭირდება 100/(f+p) კვრა.
სულ სეზონი გრძელდება 16 კვირა. ცხადია, ამ ხნის განმავლობაში ფეხბურთელი მოიმატებს იმდენ სქილს, რამდენი სავარჯიშო კვირაც მას ექნება. ანუ:
16 კვირის განმავლობაში 7სკილის ტრენერი მოუმატებს 16/(100/f)=16f/100 სკილს
16 კვირის განმავლობაში 8 სკილის ტრენერი მოუმატებს 16/(100/(f+p))=16(f+p)/100=16f/100+16p/100
ანუ სკილში სხვაობა 7 და 8 ტრენერის შემთხვევაში გვაქვს 16p/100.
ახლა გავარკვიოთ, რამდენი კვირა სჭირდება ამ სხვაობის მიღებას 8 სკილის ტრენერით. გვაქვს:
1 კვირაში - f+p
X კვირაში - 16p/100
მარტივი პროპორციაა:
X=(16p/100)/(f+p)=16p/(f+p)
ანუ სეზონში 7 და 8 სკილიანი ტრენერებით მიღებული სკილის და ამ სკილის მისაღწევად საჭირო კვირეების ოდენობა დამოკიდებულია f მნიშვნელობაზე. თავის მხრივ, f დამოკიდებულია ვარჯიშის ტიპზე. ანუ, სტანდარტების ვარჯიშის შემთხვევაში იგი სხვა იქნება და დაცვის ვარჯიშის შემთხვევაში სხვა.
თუ ვინმე გაერკვიეთ რა წერია ზემოთ და მიხვდით რას ვგულისხმობ, ძალიან კარგი. თუნდაც ერთი ადამიანი მაინც ჩაწვდება სიღრმისეულად საკითხს და უფრო ადვილად და მარტივად შეხედავს სხვა ნიუანსებსაც.
P.S. ბოდიში რო უფრო გასაგებად ვერ დავწერე. ფიზ-მათში პედაგოგიკის გაკვეთილებზე არ მივლია. რესპუბლიკური და სოროსის ოლიმპიადის სირთულის ამოცანებზე მამუშავებდა ხან გენადი და ხან ბაჩუკი. ასე რო ბანკის თანამშრომლებისთვის გასაგებ ენაზე როგორ უნდა ვწერო არ ვიცი

თუ ვინმე შეცდომას მიპოვით და აღმოაჩენთ რო მცდარ გზაზე ვარ, იმედია მიმითითებთ და მეც დამეხმარებით და საკუთარ თავსაც