cinemamuსე გადაიკითხე

სპეციალური შემთხვევები
ჩვეულებრივი შეტევების გარდა მატჩის დროს შეიძლება „სპეციალური შემთხვევებიც“ მოხდეს. სპეციალური შემთხვევები მატჩის შემთხვევებია, რომლებიც დამოკიდებულია ფეხბურთელების ატრიბუტებზე, მათ სპეციალიზაციებზე, რაც იძლევა ფეხბურთელების ამ ატრიბუტების ბალანსის დაცვით სტრატეგიების შემუშავების საშუალებას. თუ თქვენ დომინირებთ ნახევარდაცვაში, თქვენ ცოტათი უფრო მეტი შანსი გაქვთ სპეციალური შემთხვევისა (პოზიტიურისაც და ნეგატიურისაც), მაგრამ ნახევარდაცვა ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვეულებრივ შეტევებთან შედარებით. სპეციალური შემთხვევების ორი ტიპი არსებობს: საგოლე მომენტები (უფრო ხშირი) თქვენს გუნდს დამატებით შეტევების შანსს აძლევს და ამინდის შემთხვევები (ნაკლებად ხშირი) დარჩენილი დროის განმავლობაში თქვენი ფეხბურთელების თამაშზე ახდენს გავლენას. ყოველი ახალი სპეციალური შემთხვევის მოხდენის შემდეგ, სხვა ასეთი შემთხვევის შანსი კლებულობს.
ამინდის შემთხვევები
ზოგიერთი სპეციალიზაციები უკეთესად ერგებიან გარკვეულ ამინდს. თუ ხდება ამინდის შემთხვევა, ეს გავლენას ახდენს რომელიმე თქვენი ფეხბურთელის თამაშზე დარჩენილი წუთების განმავლობაში:
ტექნიკური ფეხბურთელები მზიან ამინდში აუმჯობესებენ თავდასხმისა და ნახევარდაცვის უნარებს, ხოლო წვიმის დროს – აუარესებენ.
ძლიერი ფეხბურთელები წვიმიან ამინდში აუმჯობესებენ თავდასხმას, დაცვასა და ნახევარდაცვას, ხოლო მზიანი ამინდის დროს – აუარესებენ. ასევე, ისინი უფრო იღლებიან მზიან ამინდში.
სწრაფი ფეხბურთელები თავდასხმისა და დაცვის უნარს კარგავენ წვიმის დროს. ამას გარდა, მზიან ამინდში ცოტა დაცვის უნარსაც კარგავენ.
თუ მოხდება ამინდთან დაკავშირებული შემთხვევა, ამას რეპორტაჟიდან შეიტყობთ, ასევე, ეს ფეხბურთელთა ვარსკვლავებით შეფასებაზეც აისახება.
საგოლე მომენტები
სპეციალიზაციებმა (და ფეხბურთელთა სხვა ატრიბუტებმა) შეიძლება დამატებითი შეტევები მოგიტანოთ. ქვემოთ მოცემული ინფორმაციის გარდა, გასათვალისწინებელია, რომ ფეხბურთელი, რომელმაც შეტევა უნდა დააგვირგვინოს (უფრო ხშირად, ის ვინც ამ შანსს შექმნის), გოლის გასატანად თავდასხმის მაჩვენებელსაც საჭიროებს.
გამოუცნობ ფეხბურთელებს შეუძლიათ კარგად გამოიყენონ პასის უნარი და გააკეთონ მოულოდნელი გრძელი პასები და გამოიყენონ თავდასხმის უნარი პასების ჩასაჭრელად. მათმა გამოუცნობმა თამაშმა ასევე შეიძლება მოულოდნელი საგოლე მომენტები შექმნას. თუ გამოუცნობ ნახევარმცველს ან მცველს დაბალი დაცვის უნარი აქვს, მან შეიძლება ისეთი მოულოდნელი შეცდომა დაუშვას, რომ საგოლე მომენტი შეუქმნას მოწინააღმდეგეს.
სწრაფმა გარემარბებმა და თავდამსხმელებმა შეიძლება თავიანთი სისწრაფის წყალობით საგოლე მომენტი შექმნან. ასეთი მომენტების შექმნას შეიძლება ხელი შეუშალოს მოწინააღმდეგის დაცვით პოზიციაზე დაყენებულმა ფეხბურთელმა (მცველმა ან ნახევარმცველმა), რომელიც ასევე სწრაფია ან საკმარისი დაცვის უნარი გააჩნია.
ტექნიკურ გარემარბებსა და თავდამსხმელებს შეუძლიათ მომენტების შექმნა თუ მოწინააღმდეგის მცველი ან ნახევარმცველი თავით თამაშის ოსტატია.
გარემარბებს საკმარისი ფლანგის უნარით შეუძლიათ მომენტების შექმნა, რაც სხვა გარემარბმა ან თავდამსხმელმა უნდა დაასრულოს. თუ ეს სხვა ფეხბურთელი თავით თამაშის ოსტატია ან კარგი თავდასხმის უნარი აქვს, მას გოლის გატანის დიდი შანსი აქვს.
კუთხური: კუთხური დარტყმიდან გოლის გასატანად მის შემსრულებელს უნდა ჰქონდეს საკმარისი სტანდარტულების უნარი, ხოლო ფეხბურთელს, რომელმაც ბურთი უნდა მიიღოს და გოლი გაიტანოს, უნდა ჰქონდეს საკმარისი თავდასხმის უნარი. რაც უფრო მეტი თავით თამაშის სპეციალისტი გყავთ მინდორზე (არ ითვლება სტანდარტულების შემსრულებელი) და რაც უფრო ნაკლები ჰყავს მოწინააღმდეგეს, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ ასეთი მომენტების გამოყენებისა. თუ გუნდში არც ერთი თავით თამაშის სპეციალისტი არ გყავთ, ძალიან გაგიჭირდებათ მოწინააღმდეგის კუთხურებისგან თავის დაცვა და საკუთარი კუთხურების გამოყენება.
გამოცდილება: გამოცდილ გარემარბებსა და თავდამსხმელებს გოლის გატანა თავიანთი გამოცდილების ხარჯზე შეუძლიათ. გამოუცდელი მცველები და ნახევარმცველები კი მოწინააღმდეგეს გოლის გატანის უფრო მეტ შანსს აძლევენ.
დაღლილობა: დაღლილმა დაცვითი ტაქტიკის ფეხბურთელებმა (მცველებმა და ნახევარმცველებმა) შეიძლება შეცდომა დაუშვან. თუ მოწინააღმდეგის თავდამსხმელიც დაღლილი არაა, ამან შეიძლება მას გოლის გატანის შანსი მისცეს.