ყველას გეცოდინებათ, მაგრამ მაინც... რივერზე ამოსული ტუზების გინებას სჯობს რაცხა უფრო ჭკვიანურზე ვილაპარაკო

აი ჰარინგტონის მიერ დასახული 11 დასაკვირვებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორი:
1. ტურნირის სტატუსი
2. რამდენი მოთამაშეა თქვენს მაგიდაზე?
3. ვინ არიან მოთამაშეები თქვენს მაგიდაზე?
4. როგორია თქვენი სტეკი ბლაინდებსა და ანტესთან მიმართებაში?
5. როგორი თქვენი ოპონენტების სტეკი თქვენსავე მაგიდაზე?
6. რა ადგილი გაქვთ მაგიდაზე აგრესიულ და პასიურ მოთამაშეებთან?
7. რა ფსონები იყო გაკეთებული თქვენამდე?
8. რამდენი აქტიური მოთამაშე დარჩა თქვენი სვლის შემდეგ?
9. რა მოგებას შეიძლება ველოდოთ ფოთისგან?
10.როგორია თქვენი პოზიცია/მდგომარეობა ფლოპის დარიგების შემდეგ?
11.რა კარტები გყავთ?
ეხლა მაი ოპინიონ:
მგონი აქედან უმნიშვნელოვანესია მოთამაშეების რაოდენობა და ლეველების ზრდის დრო. ასევე ბაი ინი. რაც უფრო დაბალია მით უფრო ემსგავსება ფრიროლს.
მოთამაშეების სიმცირე იწვევს ჩიპების ნაკლებობას მაგიდებზე სწრაფად გაზრდილ ბლაინდების/ანტეების დროს.
ამის შედეგად გემბლინგი მცირდება და იწყება უფრო კონსერვატორული თამაში.
თუ მოგწონთ დაბალი კონექტორების გათამაშება და გვიანი პოზიციიდან 2-3 ბლაინდის ოდენობის რეიზს აკეთებთ 65s-ით მაშინ, როცა თქვენი სტეკია 1500 ხოლო ბლაინდები 20/40 თქვენ ვერ გააკეთებთ იგივეს, როცა ნორმალური თამაშის შემდეგ სტეკი შეადგენს 4000 ჩიპს(საწყის სტეკზე დაახლოებით სამჯერ მეტს), ხოლო ბლაინდები 400/800. თქვენ ვერ გაწირავთ სტეკის ნახევარს დაბალი კონექტორების იმედზე. იწყება ლოდინი მონსტერ ჰენდების, ან საშუალო სიძლიერის pocket pair-ების, რაშიც გადის დრო, იზრდება ბლაინდები, ემატება ანტეები, ამასობაში ვიყვლიფებით და ვრჩებით ასე...
რა არის გამოსავალი? თავიდანვე აგრესიული თამაში იმისთვის, რომ დავაგროვოთ რაც შეიძლება მეტი ჩიპი რომ არ დაგვახრჩოს ბლაინდებმა. აგრესიული თამაში შეიძლება ბევრნაირი ტაქტიკით, მაგრამ ხშირად ასეთი თამაშის დროს იქმნება ოლ ინ სიტუაციები, რაც არ არის გამართლებული ტურნირის საწყისი სტადიისთვის. თუ ჩვენ KJs-ით წავალთ ოლ ინზე ტურნირის ბოლოსკენ(იქნება ეს მოპარვის მიზნით, თუ ბორდზე გამართლების იმედით) იგივე კარტში, მაგალითად კრის ფერგიუსონი, ადრეულ სტადიაზე 7-8 ბლაინდისხელა რეიზის დროს ფოლდავს.
ჰარინგტონს თუ დავუჯერებთ ტურნირებს იგებენ ის მოთამაშეები, რომლებიც ადრეულ სტადიაზე თამაშობენ ბებრულად, კონსერვატორულად, და აქტიურდებიან მაშინ, როცა ყველა ცდილობს მოუჭიროს თავის სტეკს, რათა გავიდეს თუნდაც საპრიზო ადგილზე.
რატომ უშვებენ რუმები ასეთ შეცდომებს არ ვიცი... როცა 10-20 კაციან SNG-ზე ბლაინდი 3-4 წუთში ერთხელ იზრდება იქ მთავრდება პოკერი, იწყება "ვირთხების რბოლის" მსგავსი რამ პრინციპით "დაგიჭამიათ ერთმანეთი". ანუ უკვე ვთამაშობთ ე.წ. ლატარიას, სადაც ყველაფერი დამოკიდებულია გამართლებაზე. გამართლება კიდე ყველამ იცით, რომ არ არის პოკერის 90% და მოთამაშეზე გაცილებით მეტია დამოკიდებული, ვიდრე გამართლებაზე.
დავამატებდი იმას, რომ რაც უფრო პატარაა სტეკი ბლაინდებთან შეფარდებით მით უფრო აქტიური თამაში გვიწევს, მაგრამ რეალურად ეს ასე არ ხდება როცა დაბალ ლიმიტზე თამაშობ, რადგან ბევრი იხდის ბევრს... ვიცით რაც ხდება
ხოდა რივერზე მოსული ტუზის დედას შევეცი!

პ.ს. მორბიდამ დაFოლდა K Fულ ოF 9-ში. შენ გაიგებ
This post has been edited by Vinum Sabbati on 14 Aug 2009, 20:00