ხო ნუ ინტერნეტჩიკები რომლებიც უფრო დაბალ ლიმიტებზე თამაშობენ, მართლა იმხელა სკილი აქვთ რო ბევრ ცნობილ პროს თავზე ადგანან თამაშის დონით, რადგან მათზე ბევრად მეტი ხელი აქვთ ნათამაშები და უფრო რთულ პირობებში უწევთ თამაში, NL5K-ზე Fish-ის დაჭერა, როგორც მე ვიცი ისეთი რთულია რო ხალხი საათობით ელოდება ვინმე რო შემოვიდეს და რამე წაძიძგნონ

შესაბამისად ერთმანეთში რეგულარებს უწევთ ამბების გარკვევა და ყველაზე ძლიერი რჩება. ხოლო, ის რომ ნიგრეანუ და ჰენსენი ESPN-ზე ჩანან და მართლა შოუ მიყავთ აძლევთ მათ საშუალებას, რომ უდიდესი ბანკროლი შექმნან არა პოკერში ქეშის თამაშით, არამედ რეკლამით. მაგალითად აიღე Cardrunners-ების სასტავი, ეს მართლა ისეთი ხალხია, ისინი რო ჯდებიან NL5K-ზე ვინც აზრზეა და რამე დგება მაგიდიდან და ცდილობს ცოტა იოლი მაგიდა მოძებნოს. ამ ხალხისთვის კიდე 5-10 ლიმონი ბანკროლის დაგროვება მართლა ძაან რთულია, თუ FullTilt-იდან წილს არ იღებ, როგორც მაგალითად იგივე ჰენსენი, ნუ ეხლა მეფე, რომელსაც აივი ქვია, რომელიც როგორც ლიმიტ-ში ასევე ნო ლიმიტში უმამეს ადამიანად ითვლება ვერავინ ვერ დაძრავს სიტყვას, რადგან რეალურად მართლა უძლიერესია, მაგრამ თუნდა იგივე ნიგრეანუ ხშირად გინახიათ Stars-ზე თამაშობდი ყველაზე მაღალ ლიმიტზე?
ხო ნუ ჰელმუტი რო ტურნირის მოთამაშეა და ქეშში იგივე durrrr-თან რო დაჯდებს, მართლა მთელი კარიერის მოგებებს დაუტოვებს, რადგან არაა ეს მაგ კაცის საქმე, რეალურად მართლა იმიჯს ქმნის და მართლა კარგი მოთამაშეა ტურნირში მაგრამ ქეშს არ თამაშობს, არც თავის საიტზე UltimateBet-ზე და არც სადმე სხვაგან, რამეთუ ვერაა ძლიერი მაგ ამბავში...
რაც ამ როჟას შეეხება, ეს კაცი limit hold'em-ში თვეში ~100K-ს შოულობს და ინტერნეტში ამხელა ფულის შოვნა ნამდვილად ძალიან რთულია, როდესაც ძალიან რთულ რეგულარებთან გაქვს საქმე.
You either die a hero or you live long enough to see yourself become the villain.