გაუმარჯოს ბიჭებს!
მაგრად მჭირდება თქვენი აზრი რაღაცასთან დაკავშირებით. ვაქართულებ რა პოკერრუმს, და ერთი-ორი მომენტი მაინტერესებს.
Check - გატარება, პასი, ჩეკი, ჩექი, ჩექ თუ ჩეკ?
Fold - დაყრა, ფოლდი თუ ფოლდ?
Call - გათანაბრება, ქოლი თუ ქოლ (იქნებ საერთოდ "ქოლლ"?)
Bet - ბეთი, ბეტი, ბეთ (ამას ქართული ტერმინი საერთოდ ვერ მოვუძებნე)?
Raise - აწევა, გაზრდა, რეიზი თუ რეიზ?
Re-Raise - გადაზრდა, რირეიზი თუ რი-რეიზ?
ეს იქნება უშუალოდ ღილაკებზე განთავსებული წარწერები და ძალიან მნიშვნელოვანია ამათი ერთხელ და სამუდამოდ სტანდარტიზაცია ქართულ ენაში.
შემდეგ:
Auto post blinds - "ავტო ბლაინდები" ვითომ არ წავა?
Muck - დამალვა?
Sit out - აქ საერთოდ რა დავწერო? რუსებს აქვთ Вне игры, აზრობრივად მომწონს მაგრამ ქართულში ვერ გადმომაქვს.
ხო, და კიდე:
Real Money - რეალური ფული
Play Money - ვირტუალური ფული
ეს ყველაზე საუკეთესოა, რაც კი მოვიფიქრე. იქნებ თქვენ უკეთესი ვარიანტი შემომთავაზოთ?
მინდა იყოს ისეთი, ყველას რომ მოსწონდეს. ამიტომ მინდა თქვენი აზრი. გელოდებით