არა მე ეგრე არ ვარ.
ვარჯიშის დროს როცა მოვა ხოლმე, ზუსტად მაშინ ვიწყებ. თან იმ ოთახში სადაც ვვარჯიშობ ტელევიზორი არ მაქვს ( დაბლა მაქვს ერთი ოთახი საკაჩაოდ ) .
მარტო არ ვვარჯიშობ, ერთი ჩემი ძმაკაცი ვარჯიშობს ჩემთან ერთად.
დარბაზში ვერ ვივლი, იმიტომ, რომ მცხეთაში ერთი დარბაზია (ვითომ დარბაზი) სადაც მარტო ერთი შტანგა არის და ყველა ბლინი რომ დაუყენო 80 კილოა

, ჰანტელებიც აქვთ, მარა მარტო 2 ცალი. და კიდე ერთი ცალი ველოსიპედი დგას და სარბენი ბილიკი (მექანიკური

) . დაახლოებით 10-15 კაცი ვარჯიშობს, მაგ ე.წ დარბაზში.

. შარშან მანდ მეც დავდიოდი, მარა რა მიზანი მქონდა არ ვიცი

ერთი სულელი ტრენერი ყავთ, წარმოდგენა არ აქვს საერთოდ როგორ უნდა ივარჯიშო. ისაც კი არ იცის მკერდს რა ავარჯიშებს(მოკლედ არაფერი არ იცის

) და ვინც იქ დადის ყველა უჯერებს მაგის დარიგებებს.

ხოდა აი მაგ მიზეზების გამო მცხეთაში დარბაზში სიარული აზრმოკლებული გადაწყვეტილება იქნება ჩემი მხრიდან.
კვირაში 5 დღე თბილისში რომ ვიარო, დიდი დრო დამეხარჯება, და არ მაწყობს.
იმ ტურნიკს რაც შეეხება, ზუსტად ეგეთი არ ვიცი რა ღირს, აი მაიმარკეტზე არის მაგის მსგავსი
http://mymarket.ge/product_info.php?type_i...oduct_id=674500 . და 50 ლარად ყიდის.