ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ფრანჩესკას მხოლოდ სამი ტურნირი ქონდა მოგებული Bad Gastein, Moscow და Barcelona, მაშინ როდესაც ფინალისტი 10 ჯერ იყო. ყოველთვის მეცოდებოდა, ძალიან უჭირს ფინალებშითქო და თურმე ვინ გეცოდებაა. მოიგო ფინალი და თან რა ტურნირის ფინალი

მატჩის დაწყებიდან დამთავრებამდე კონცენტრირებული იყო და იდეალურად თამაშობდა. ყველაფერი გამოსდიოდა რაც ჩაიფიქრა. არანაირი ნერვიულობა არ ეტყობოდა და ყველა ბურთისთვის იბრძოდა.
მართალია, სემი ბევრს სცოდავდა, მაგრამ გამარჯვება დამსახურებული იყო.
brava, francesca!