ხალხნო, ერთ ფრიად საჭირბოროტო საკითხზე მჭირდება თქვენი რჩევა:
მოკლედ ამ პრობლემას სახელად ქვია: When to cashout? ანუ როდის უნდა გამოვიტანო თანხა.
განვიხილოთ ქეისი.
მაქვს 50$. დავზექი Cash NL $0,01/0,02-ზე. იდეაში მინდა, რომ ნელ-ნელა ავცოცდე ლიმიტებზე. ანუ ავიდე $100-ზე, გადავიდე NL 0,02/0,04, ავედი 250$-ზე, დავჯექი NL 0,05/0,1 და ა.შ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხდება დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (სადღაც 3-დან 6 თვემდე). ასეთი დინამიკის დროს როდის უნდა გამოვიტანო თანხა და რამდენი?
ანუ ხომ არ არსებობს, ისევე როგორც არის ბანკროლის წესი, მსგავსი cashout-ის წესი ან რაიმე სახის გონივრული რჩევა, რომელიც ამ დილემას გადაწყვეტს? ან თქვენი გამოცდილება მაინტერესებს ამ კუთხით

პ.ს. ზემოთ აღწერილი მაგალითი არის ერთ-ერთი სცენარი. სამწუხაროდ მე არ გადამხდენია ჯერ, მაგრამ მოვლენების ასეთი განვითარების დროს როგორ მოიგცეოდით?