ხო კარგი, ეხლა დაგიწერ დაახლოებით როგორც გააკეთო:
06:00 გაიღვიძე
06:30 კარდიოვასკულარული ვარჯიში (დაახლოებით 45 - 60 წუთი) ( ან სირბილი ან ცურვა ან ველოსიპედი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეუსვენებელი სირბილი)
08:00 საუზმე
12:00 ლანჩი
16:00 სადილი
17:00 ბოდიბილდინგის ვარჯიში (მაგრამ 3 კილოიანი ჰანტელებით აზრი არ აქვს)
18:00 პატარა ვახშამი
22:00 დაიძინე
მე გირჩევ, რომ ჭამო შემდეგი საჭმელი :
უცხიმი ხაჭო, უცხიმო რძე, უცხიმო იუგურტო (არ ვიცი სად იშოვება)
ძროხის ან ცხენის მჭლე ხორცი (დაბალი ცხიმიანობით)
თევზი (ესაც მინიმალური ცხიმით, მაგალითად თინუსი, ხეკი, ტილაპია) მაგალითად სკუმბრიაში და ორაგულში უფრო მეტი ცხიმია და მაგათ შეძლებისდაგვარად თავი აარიდე.
ინდაურის ან ქათმის მკერდი (კანგაცლილი)
კვერცხის ცილა (გული გადააგდე)
ცოცხალი ხილი
ცოცხალი ბოსტნეული
შავი პური, ყავისფერი ბრინჯი, შვრია.
დალიე ბევრი წყალი, უშაქრო ჩაი და უკალორიო სასმელები.
ეხლა დაგიწერ იმ პროდუქტებს, რომლებსაც თავი უნდა აარიდო:
ხილის წვენი, ყურძენი, თაფლი, ჯემი.
ტკბილეულობა, ნამცხვრები, ჩიფსები, თხილი.
მსუქანი ხორცი, მსუქანი თევზი, კვერცხის გული, სასისკი, ჰამბურგერები და სხვა სწრაფი კვების საჭმელები.
თეთრი პური, თეთრი ბრინჯი.
ალკოჰოლური სასმელები
ტკბილი გაზიანი სასმელები (ლიმონათები, პეპსი, კოკა-კოლა .......)
როგორც დაგიწერე იმ საათების მიხედვით იკვებე, შეგიძლია უფრო მეტჯერაც, ოღონდ 1900 კალორიაზე მეტი არ მიიღო და თუ გინდა ეგ 1900 კალორია გადაანაწილე 30 ჭამაზე.

მაგრამ მე გირჩევ, რომ დღეში 4-5 ჯერ ჭამო. ეგ 1900 კალორია არ გაანაწილო 1 ან 2 ჭამაზე, ეგ უარესია. ხშირად ჭამა (TEF) გამოიწვევს შენი მეტაბოლიზმის გაზრდას რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
დანარჩენი დროის განმავლობაში იყავი ძალიან აქტიური, ისეირნე ან რამე გააკეთე

მთელ დღეს ჯდომასა და წოლაში ნუ გაატარებ.
1 თვე ძალიან ცოტა დროა, შენ საკმაოდ ბევრი ქონის დაკლება გინდა და 1 თვეში ძალიან გაგიჭირდება ( გამორიცხული არ არის, მაგრამ რასაც დაკარგაც ძირითადად მაინც წყალი და კუნთი იქნება)
მე როგორც დაგიწერე ისე უფრო დიდი დრო დაგჭირდება, მაგრამ შედეგიანი იქნება.
აბა კიდევ რა გაინტერესებს?