ფეხბურთელი რომ გაამწვრთნელო ის :
1. მინიმუმ 1 სეზონი მაინც უნდა თამაშობდეს შენს გუნდში
ეს აუცილებელი წესია თუმცა არის კიდევ სხვა ფაქტორებიც რომლებიც უნდა გაითვალისწინო:
2. აუცილებლად უნდა ჰქონდეს მაღალი გამოცდილების დონე (რაც უფრო მაღალი მით უკეთესი), რადგან ფეხბურთელი ვერ გახდება იმაზე კარგი მწვრთნელი რა გამოცდილებაც აქვს, მოკლედ რო გითხრა თუ სუსტი გამოცდილების ფეხბურთელს გაამწვრთნელებ მისი მწვრთნელობის უნარი იქნება სუსტი, თუ არასაკმარისს, მასიმუმ არასაკმარისი და ა.შ. ვიდრე ჩინებულამდე. ჩინებულზე უკეთესი მწვრთნელი არ არსებობს. თუმცა რაც უფრო მაღალი აქვს მწვრთნელს გამოცდილება მით უფრო იაფი ჯდება მისი გამწვრთნელება. ანუ თუ კარგი გამოცდილების ფეხბურთელის კარგ მწვრთნელად გადაყვანა დაგიჯდება 2 ლიმონამდე, დიდებული გამოცდილების ფეხბურთელის გამწვრთნელება დაგიჯდება 800 ათას ლარამდე...
3. სასურველია ფეხბურთელს გამოცდილების გარდა ჰქონდეს მაღალი ლიდერობაც, რადგან ლიდერობის დონე ფეხბურთელის გამწვრთნელების ფასზე ზეგავლენას არ ახდენს. გარედან მოწვევის შემთხვევაში კი პირიქით, საგრძნობლად ზრდის მწვრთნელის ფასს. ასე რომ სუსტი ლიდერობის ფეხბურთელის გამწვრთნელება უბრალოდ წამგებიანია. სასურველია იყოს კარგი ლიდერობით, მინიმუმ არასაკმარისი მაინც