ცოტა ხნის წინ ვკითხულობდი და თეორიაში წერია, რომ კონტრშეტევის დროს, რაც უფრო ახლოსაა ფლობა 50%-თან მით უკეთესია. (50%-ზე მეტი არ არის სასურველი) თუმცა მე არ მაქვს პრაქტიკული გამოცდილება და არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს.
კონტრშერევების დროს ნახევარდაცვას აკლდება 6-8%
და კიდევ აუცილებელი პრიორიტეტები:
კონტრშეტევის დროს მცველებისთვის აუცილებელი, სქილებია (მნიშვნელობების მიხედვით):
1) პასი 50%
2) დაცვა 25%
3) გამოცდილება 25%
პროცენტებზე ჩემით გამოვიტანე დასკვნა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით. პასი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დაცვა (დაახლოებით 2-ჯერ), იმიტო რო თუ დაცვა მაღალია, არის ალბათობა იმისა, რომ ნაკლებ მომენტს შექმნის ოპონენტი. შესაბამისად იკლებს კონტრშეტევის შანსებიც.
პ.ს. კიდევ ერთხელ, მე ეს მხოლოდ, თეორიულად ვიცი, პრაქტიკულ მხარეებზე გამოცდილებმა თქვან. წარმატებები
This post has been edited by Dasisdas on 29 Aug 2010, 14:09