LifeBloom,
წყალი ეგრევე უნდა დალიო და დღის განმავლობაშიც ბევრი სვა, დაიდე ბოთლით მაგიდაზე და სვი ხშირ-ხშირად, წყურვილი თუ იგრძენი ესეიგი უკვე დაიგვიანე (- ორგანიზმს დააკლდა სითხე და გატყობინებს).
ჭამას რაც შეეხება, ვარჯიშის დამთავრებიდან პირველ 30 წუთშია კარგია რომ რამე ჭამო, სხვანაირად ისევ ის ეფექტია რომ დახარჯე ენერგია, 'დაამშიე' ორგანიზმი და იმის მაგივრად რომ მიაწოდო რამე პირიქით ისევ ამშევ, შესაბამისად ორგანიზმი 'სწავლობს' რომ მარაგის შექმნაა საჭირო ასეთი შემთხვევებისთვის და მარაგი რა არის კი იცი შენ

(ქონი)
წონის დაკლება 'მარტივი' პროცესია - თუ უფრო მეტ ენერგიას მოიხმარ ვიდრე ჭამ მაშინ წონაში იკლებ, თუ პირიქით - იმატებ. ამ ყველაფრის გასათვლელად რამდენიმე პარამეტრი გჭირდება :
ფაქტი 1 - ადამიანს ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის სჭირდება დაახლოებით 2100-2300 კალორია ('დაახლოებით' და 'ჩვეულებრივი' საქმიანობისთვის)
ფაქტი 2 - 1 კმ-ის გარბენისას ადამიანი საშუალოდ წვავს 80-85 კალორიას
უნდა გადაწყვიტო რა წონის დაგდება გინდა და რამდენ ხანში - საშუალოდ რეკომენდირებულია კვირაში დაახლოებით 1 კგ-ის დაკლება, მეტი შეიძლება ზედმეტად სწრაფი იყოს და ცუდად იმოქმედოს ორგანიზმზე/ვერ შეინარჩუნო და ეგეთები...
ფაქტი 3 - 1კგ-ს დასაკლებად უნდა დაწვა 'ზედმეტი' 3850 კალორია კვირაში, ანუ დღეში საშუალოდ 550
მივედით ნელ-ნელა ბოლოსკენ

- გამოდის რომ ყოველდღიურად უნდა შეიქმნა საშუალოდ 550 კალორიიანი დეფიციტი, ანუ დაწვა 550-ით მეტი ვიდრე ჭამო. ამისათვის გაქვს რამდენიმე ვარიანტი, მაგალითისთვის:
ა) არ ივარჯიშო და დიეტაზე დაჯდე - ყოველ დღე მიიღო არა უმეტეს 1500-1800 კალორიისა;
ბ) ბევრი ივარჯიშო და ძველებურად ჭამო (ან იქნებ მეტიც, გააჩნია რამდენს ვარჯიშობ) - ირბინო მაგალითად 7კმ ან მეტი ყოველ დღე;
ანდა ცოტა ივარჯიშო და ცოტა დაუკლო ჭამას

ისევ რომ დავუბრუნდეთ შენს კითხვას - წყლის სმა ხშირად და ბევრისაა კარგი (დღეში საშუალოდ 1-2 ლიტრი), ჭამით კი გინდა ერთხელ ჭამე და გინდა ყოველ 15 წუთში, ჯამური კალორიები იქნება წონის დაკლების განმსაზღვრელი და არა სიხშირე. უბრალოდ თუ იშვიათად ჭამ, მაშინ უფრო გაწუხებს შიმშილი, უხასიათობა, ორგანიზმი 'სწავლობს' მარაგების შექმნას, იშვიათათ თუ ჭამ, მეტი რისკია რომ როცა ჭამ ზედმეტი მოგივა და მერე არაფრის თავი არ გაქვს და ა.შ.