გამარჯობა ყველას
ძალიან გამეხარდა რომ ეს ადგილი ვიპოვე.
მე სირბილი შარშან ივნისში დავიწყე, როდესაც 10კ შეჯიბრსში შევედი. ვიცოდი რომ რაღაც უნდა მექნა, რადგან 110კილოს მივაღწიე. მართალია მოწევას სამი წლის წინ დავანებე თავი და ხშირად სხვადსხვა სპორტს მივდევდი ამ სამი წლის განმავლობაში - მაინც სასწაულად ნელი ვიყავი. ამ 10 კილომეტრამდე მხოლოდ რამდენჯერმე ვირბინე და 5 კილომეტრის სირბილიც კი მიჭირდა გაჩერების გარეშე.
დამჭირდა 1 საათი და 12 წუტი !!! მაგრამ მაინც გამეხარდა რომ არ გავჩერდი დ არც ვიარე.
ივლისში გადავწყვიტე რომ უკეთესი იყო 5 კილომეტრზე კონცეტრაცია გამეკეტებინა. ყობელ შაბათს ტყეში (trail/cross-country) დავიწყე time-trial. პირველი 5 კილომეტრი ძალიან ძნელი იყო და 34 წუთი და 32 წამი დამჭირდა, მაგრამ 4-5 კვირის შემდეგ ჩამოვედი 30 წუთის ქვეშ. ოქტომბერში კიდევ ერთი 10კ ვირბინე და 1 საათი და 6 წუთი დამჭირდა. ნოემბრისთვის უკვე 5 კილომეტრს 25 წუთში დავრბოდი.
ჩემი გეგმა ეს იყო რომ 2011 წელს მერბინა უფრო მეტი 10კ და რამოდენიმე ნახევარ-მარათონი.
პირველი ნახევარ მარათონი ამ წლის მარტში ვირბინე - მანამდე 15 კილომეტრზე მეტი არ მერბინა. დავამთავრე 2 საათ და 22 წუთში. ძალიან გამიჭირდა. მაგრამ მაინც შეუჩერებლად ვირბინე.
ორი კვირის მერე 10კ cross-country მივიღე მონაწილეობა და 51 წუთი და 30 წამი დამჭირდა. ეტყობა რომ 21 კილომეტრმა რაღაც ენერგია მომმატა

კიდევ ორ კვირაში მეორე ნახევარ-მარათონი ვირბინე 2 საათ და 15 წუთში. ეს უფრო უკეთესი იქნებოდა ცოტა მეტი რომ მევარჯიშა - 17-18 კილომეტრი კარგი ტემპით მივდიოდი (დაახლოვებით 2.05), მაგრამ მერე დაღლილობამ დამარტყა.
ასე რომ გეგმა 2011 ნორმალურად მიდის.
ჩემი წონა 80 კილოგრამამდე ჩამოვიდა, და ვატყობ რომ დიდ დისტანციები მიადვილდება.
სამწუხაროდ 20 წლის მოწევის ისტორია საშუალებას არ მაძლევს ჯერჯერობით სწრაფად მოუმატო ტემპებს, მაგრამ მე ამას შეგუებული ვარ

ამ წელს რამდენიმე 10კ და 21კ მაქვს დაგეგმილი. და რაც მთავარი არ მინდა რომ რამე ვიტკინო.
მომავალ (2012) წელს ვაპირებ რომ მარათონი დავიწყო. მანამდე კი 25-30 კილომეტრს მინდა შევეგუო.
მე ვხმარობ Saucony ProGrid Omni ფეხსაცმელებს გზაზე და Ascis Gel Moriko ტყეში/მინდორში. ასევე Garmin Forerunner FR60 სპორტულ საათს, რომ სისწრაფეს მივყვე.
ჩემი მორბენალი გმირები: Haile Gebrselassie, Paula Radcliff, Yiannis Kouros.
შემდეგი შეჯიბრია ქუჩის 10კ მაისში. მინდა რომ 50-ის ქვეშ ჩამოვიდე. ვნახოთ...