ლას ვეგასში ჰოკეის ეროვნული ლიგის სეზონის დახურვამ საზეიმო ატმოსფეროში ჩაიარა. აქ შეიკრიბნენ რეგულარული ჩემპიონატის მთავარი პრიზების მაძიებელი ნომინანტები. რა თქმა უნდა, მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობდა, ვინ მიიღებდა სეზონის უძვირფასესი მოთამაშის ტიტულს. MVP-ს ჟურნალისტები ირჩევდნენ, ნომინანტი კი სამი იყო - მარტინ სან ლუი ("ტამპა ბეი"), დანიელ სედინი ("ვანკუვერი") და კორი პერი ("ანაჰაიმი").
ბევრისთვის მოულოდნელად, "ჰარტ მემორიალ ტროფის" მფლობელი კორი პერი გახდა.
"სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ამას და როცა ჩემი გვარი გამოაცხადეს, ძალიან გამიკვირდა. მინდა მადლობა გადავუხადო პარტნიორებს, რომელთა გარეშე ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი. ეს განსაკუთრებული გრძნობაა", - განაცხადა პერიმ, რომელიც ბომბარდირთა დავაში 98 ქულით (50+48) მესამე იყო სწორედ დანიელ სედინისა და სან ლუის შემდეგ. სამაგიეროდ, სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და ამის სანაცვლოდ სნაიპერისთვის განკუთვნილი პრიზი - "მორის რიშარ ტროფი" მიიღო.
This post has been edited by delpo on 26 Jul 2011, 14:48
მიმაგრებული სურათი