გაიხარე, მადლობა ))
ხო, ძაან უკმაყოფილო ვიყავი სეზონის დასაწყისში, გუნდს ისეთი გარღვევა ქონდა უკან მეტი რომ არ შეიძლება...
გადიოდა გუნდი წინ მაგრამ რად გინდა... აგე გავიხსენოთ თუნდაც ტამპასთან და მონრეალთან წაგებული თამაშები!
ჰოდა მეთქი დენი ნუთუ ვერ ხედავს ამას, ტოესწ იასნია ყველაფერს ხედავადა მაგრამ რატომღაც ზომების მიღებას არ ჩქარობდა... როგორც იქნა დაანება თავი ამ ლავჯოის და ინგლენდის ძირითადში დაყენებას და რაც მე ვნახე მძიმე ჭაპანი ლეტანგზე გადავიდა, რომელიც მართლა მაგრად ასრულებს თავის მოვალეობას... უხეში შედარებაა მარა აი ბაფლინი რო ჩალიჩობს ეხლა დაახლოებით მაგ როლშია... ორპიკითაც კმაყოფილი მაქვს! მოკლედ მართლა საღოლ, აი ეხლა უკმაყოფილესი ვარ, ამაზე მეტი რა უნდა მოვითხოვო არ ვიცი...
ნუ კროსბიზე აღარ გვაქვს საუბარი

ბიჭი მართლა ძაან დედას ხნავს, საერთოდ რო სულ ფეხებზე გეკიდოს პიტსბურგი მარტო მაგის გულისთვის ღირს თამაშების ნახვა, ისეთ ხოდზეა და ისე უნაკლოდ და ლამაზად თამაშობს... იმედია ასევე ჩაატარებს მთელ სეზონს!
და მართლა, არ შეიძლება არ აღინიშნოს ფლერის ასეთი დასტაბილურება რა თქმა უნდა კარგი გაგებით
ერთადერთი რაც მაღელვებს მალკინის ჩავარდნაა, რომელიც იმედია არ გაგრძელდება დიდხანს..
ყველაფერს, აი ყველაფერს რო თავი დავანებოთ 9 მოგება ზედიზედ! აქ უკვე რაღაც მწარე კომენტარები ნამდვილად ზედმეტია

მოკლედ, დიდი შემართებით და მიზნებით
Go Pens!