Tabo
ჯერ ერთი სახლში ვარ. მერე მეორე, სიმართლე ვინმემ ხომ უნდა თქვას?! ახლა არაპოპულარული სიტყვით უნდა გამოვიდე და აბა თქვენ იცით

ხშირად არ შემოვდივარ ფორუმზე, მაგრამ როცა ვარ ვატყობ, რომ აქ ბრბოს ფსიქოლოგია დომინირებს ძირითადად. დაახლოებით ასეთი ფრაზებია: "ჩვენ ვართ ვინც ვართ! სხვა ვინაა ჩემეეე! დავჭრით ბიჭოოო! ამას ვუზამთ, იმას ვუზამთ!".

საკითხის რეალურ ცოდნაშიც, ერთნაირი ლამერული დონეა. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ჩემი დაკვირვებით, სულ რამდენიმე კაცი თუ ერკვევა ნორმალურად. თუნდაც ისეთ აუცილებელ და ელემტარულ საკითხშიც კი როგორიცაა თამაშის წესები. უაზრო მუქარებსაც კარგი იქნება თუ დავივიწყებთ, დროებით მაინც. არ არის ეგ სასარგებლო თვისება. თუ რამის მიღწევა გვინდა ჯობია ჯერ წესები გადავიკითხოთ ნორმალურად, სწორად გავაკეთოთ ყველაფერი და მერე გვქონდეს რამეზე პრეტენზია!
ეს არის ჩემი კეთილი რჩევა. შეგიძლიათ კარგად გაიაზროთ, გაითვალისწინოთ და თქვენთვის სასარგებლო რამე დაიჭიროთ (ამ სიტყვების მიზანი ხომ უკეთესობის სურვილია რეალურად და არა ვინმეს განაწყენება). ან შეგიძლიათ არც გაითვალისწინოთ, გამკიცხოთ (რომელიც სულ ფეხებზე მკიდია ამ წუთას) არაფერი არ შეცვალოთ, გაახაროთ თქვენი ჭია და იყოთ ასე "ტკბილად და ბედნიერად"
პ. ს. ზემოთ რაც ვთქვი, ყველას არ ეხება. გამგები მშვენივრად გაიგებს.
ტაბოია, შენ ვაბშე მარადიული ლამერი ხარ, რა გიხარია
This post has been edited by Dasisdas on 23 Oct 2010, 05:02