მოკლედ დროის უქონლობის გამო ფორუმზე არ შემოვსულვარ და არ მინახავს თქვენი პოსტები რაზეც ძალიად დიდ ბოდიშს გიხდით!
რაც შეეხება როლიკების ყიდვას! საქ1ართველოში აღნიშნული შეადგენს საკმაოდ დიდ პრობლემას. პოპულარულობის ნაკლებობის გამო ჩამოაქვთ მარტო იაფფასიანი ნაგავი ტაივანიდან და ან ჩინეთიდან.
თუმცა რჩევას მაინც მოგცემთ.
პირადად მე ვუყიდე მეგობარს willson-ის ფირმის როლიკები, (120-150 ლარი გააჩნია მაღაზიას) ნორმალური ბორბლები, ნორმალური პაჩჩებნიკებით, მოკლედ ჩუსტის როლს არ შეასრულებს და საწყისს ეტაპზე ძაან გასიამოვნებთ. ცოტა ცუდი ტრმუზი აქვს და ამიტომ დაღმართებზე კატაობას ნუ დაიწყებთ ეგრევე რადგან ტორმუზისთვის საკმაოდ კარგად დადიან. კარგი ბათინკი აქვს და პეხს არ მოგამტვრევთ და დაგიმახინჯებთ.

ერთი ის ააქვს კიდე ცუდი ( ნუ ეს უკვე ცოტა უფრო მცოდნე ხალხისთვის) რომ გრძელი ბაზა აქვს და ცოტა დიდი ბორბლები (80-90 მმ) და ფინტების და ილეთების საკეთებლად მოუხერხებელია.

არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ პატრიკის ფირმის როლიკები. იგივე 120-150 ლარი ღირს და 2 კვირის მერე ბორბლების ცვენა დაეწყება თანაც ბათინკიც არ უვარგა.
ყველაზე ნორმალურ ფასებში იყიდება როლიკები დინამოსთან სპორტული მაღაზიები რომ არის. ასევე სხვა დიდ მაღაზიებშიც არის მაგრამ იქ ჩამოაქვთ ან ძვირად ან გაურკვეველი ჯიშის და ჯილაგის როლიკები საკმაოდ მაღალ ფასებში. ( მაგ. სპორტის სამყაროს ჩამოტანილი ქონდა დუბაის ნაიკის როლიკები 350- 400 ლარებში. სხვებს ბევრად ჯობდა მაგრამ ინტერნეტში მათი ფასი აღმოჩნდა 60 -70 დოლარი)
შეგიძლიათ კიდე 2 ხერხი გამოიყენოთ.
1. ინტერნეტიდან გამოიწეროთ, რაც საკმაოდ კაი საშუალებაა ნებისმიერი ზომის, ფორმის, ფერის, სტილის როლიკი იყიდო მაგრამ ერთი ნაკლია ამ დროს, გაზომვის გარეშე როლიკის ყიდვისას დიდი შანსია რომ ფეხზე არ მოგაჯდეთ ან მოუხერხებელი იყოს ბათინკი, ( ფეხსაცმელივით პროსტა ზომას არ სინჯავ აქ) ხოდა ბრმად ყიდვა ცოტა რისკის შემცველია.
2. მეორად მაღაზიებში ძაან ბევრჯერ ყოფილა უცოეთიდან ჩამოტანილი ცოტა ნახმარი მაგრამ ძააააან მაგარი როლიკები, მე პირადად ადრე ნაწილებს იქ ვთრეულობდი, როლიკი იყიდება ხოლმე 50-100 ლარის ფარგლებში და უბრალოდ ძებნა უნდა.
PS.
1-2 დღეში შემოვიხედები აქ და თუ ვინმეს გინდათ საიტებს დავდებ საიდან იყიდოთ როლიკები, თუმცა ამის დიდი მცოდნე არ ვარ
ვინც ახალბედაა იმათ გირჩევთ რა ფირმები ჯობია გამოსაწერად, და აქ ყიდვისას თუ გაინტერესებთ როგორ ამოარჩიოთ როლიკი და რას მიაქციოთ ყურადღება მაგასაც გეტყვით თუ გაინტერესებთ.