GreeNBullaმოკლედ სამივე ვნახე. სამივე როლიკი ერთი დანიშნულებისააა. სამოყვარულო ინლაინები ანუ გზაზე რომ იკატაო რაა. ხოდა ეხლა რთულია მათი ესე სურატებით განსხვავება. ყველაზე მთავაი რაც ჩანს ის არის რომ პირველი ლინკი არის აბეკ 3-იანი პატჩებნიკით, რაც საკმაოდ სწრაფი როლიკების ნიშანია. დანარჩენი ორი კი ვაბშე გიჟი როლიკია _ აბეკ 5ბია და 2 მმ დაღმართზე თავისით გაიწევს

ისეთი მაგარი რამეა. პროსტა კარგათ თუ არ იცი კატაობა სწავლისას მაგრა გაგაწვალებს. ფეხის დადგმა და გაქცევა ერთი იქნება

სხვა რავი რა გირჩიო. ბორბლების ზომა ერთი და იგივეა თითმიქს, ბაზაც ერთნაირია რა.
ერთი პროსტა პრაქტიკულ რჩევას მოგცემ. პირველი როლიკის ბათინკი და დანარჩენი ორის განსხვავდება ორი მნიშვნელოვანი კუთხით. შესაკრავი და მასალა. პირველის პლასმასია, დანარჩენები სპეციალური ნაჭერი. თანაც ბოლო ორი თასმებზეა და პირველი კლიოპკებზე.
პირადად მე ხშირად თასმა ნერვებს მიშლის იმიტომ რომ 1 საათი უნდა ხოლმე ჩაცმა-გახდას. სამაგიეროდ ფეხზე ბევრად კომფორტულად შეგიძლია შეიკრა. კიდე ერთი ნაკლი არის ის რომ თასმა შეიძლება გაგეხსნას და მერე თუ არ შეამჩნიე და ფეხი დაგედგა აი მანდ დაგერხა.

თუმცა ეს წმინდა პრაქტიკული საკითხია და მე ციგურებიდან მოყოლებული ცოტა შევეჩვიე.
მეორე და უფრო მნიშვნელოვანი არის რა მასალისგანაა ბათინკი. მე პირადად მირჩევნია პლასმასი, მიუხედავად იმისა რომ ნაჭრის როლიკები უფრო კომფორტული, გრილი და ხშირად ლამაზიცაა. უბრალოდ მე ილეთების კეთებისას ფეხის დასაცავად ხისტი ბათინკი მინდა და თანაც რასაც პლასმასი უძლებს იმას ვერ უძლებს ნაჭერი და ან იჭრება ან იხევა. პლიუს ჭუჭყიანდება და სველდება!

მოკლედ ეს არის რაც ამ ეტაპზე შემიძლია გირჩიო და მერე თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდება მკითხე გიპასუხებ დიდი სიამოვნებით.
PS.
ერთი თხოვნა მაქ. მე როგორც გამომიგზავნე პირადში ეს თემა შეგიძლია იმ ორ მომხმარებელსაც გაუგზავნო შენამდე რომ კითხულობდნენ სად ვიყიდოთო??? თორე რაგაც ტეხავს რომ ვერ ვუპასუხე.