Fernando, you have to use all talent you have, you have to do your best...
ფერნანდოსი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად მაგარი ვაგინე მაგის მთქმელს

მე ძალიან ცუდ სიტუაციაში ვიყავი, რბოლას ვუყურებდი დაგვიანებით, სახლში ცოტა დამაგვიანდა მოსვლა და გადავწყვიტე მთლიანს მეყურებინა სტარტიანა და ამის გამო ლაივ ტაიმინგი არ მქონდა... როდესაც ფერნანდო შევიდა ბოქსებში დარწმუნებული ვიყავი, რომ პიტიანებზე წინ გამოვიდოდა, უბრალოდ იმიტომ ვიყავი დარწმუნებული, რომ ფერარიზე ზის, იმ ფერარიზე, რომელიც ჩემპიონატებს ზუსტად რომ ტაქტიკის და სტრატეგიით იგებდა ოდითგანვე... მაგრამ რა მივიღე?!... ის რაც ყველამ ვნახეთ... პეტროვს რომ უახლოვდებოდა, თან ძალიან სწრაფად რომ უახლოვდებოდა მეგონა გაასწრებს თქო, მაგრამ რა... მაგიც ვერ ქნეს, რომ სწორზე სწრაფები ყოფილიყვნენ...
რამაზ მაგაში ვერ დაგეთანხმები, რომ გასწრება არ იცის, იცის როდესაც შეუძლია, უბრალოდ თუ უსწრებს ძირითადში 100%-იან შესაძლებლობებს იყენებს ხოლმე და არა სარისკო სიტუაციებს... მაგაში მე მინუსს ვერ ვხედავ... თუმცა კაიფი ისაა, რომ ის სარისკო სიტუაციაც ვერ შეიქმნა ამ გპ-ზე, უბრალო მიზეზით - სწორზე რენო ბევრად სწრაფი იყო...
მოვრჩეთ მოკლედ ფერნანდოზე და ფერარიზე... ეჭვი მაქვს, რომ რაღაცას შეცვლიან... სერიოზული ეჭვი მაქვს და ვნახოთ მომავალ სეზონში რა იქნება...
ხო, მართლა, თუ გეშინია, რომ შენზე ადრე შესული პიტზე შენ გაგისწრებს, მაშინ უნდა ეცადო შენს წინ მიმავალს გადაუსწრო... მე მგონი ეგ აქსიომაა მარტივი... თუმცა მავანი იტყვის მაგაშიც ცდებიო...
კიდევ ბრიჯსტოუნის დედაც!!! ვერ გავიგე სუპერ სოფტი 30-40 წრეს როგორ უნდა გადიოდეს, მართლა ვერ გავიგე...
და ფეტელს ვულოცავ კიდევ ერთხელ!!! მართლა არ მწყენია მისი გაჩემპიონება, მართლა არ მწყენია სუბიექტური მხრიდან, უბრალოდ მეწყინა რომ ალონსომ ვერ მოიგო, მაგრამ როგორც გუშინ ვთქვი - მოიგო ღირსეულმა... ასეთი შეუპოვრობა და სულისკვეთება როცა გაქვს უნდა გაიმარჯვო, ღირსი ხარ!!!
ხშირად მიფიქრია ხოლმე, რომ ნეტავ დაეწვას ძრავი, ან რამე ეგეთი თქო, როდესაც წინ იყო (კორეაზეც ვფიქრობდი), მაგრამ გუშინ არც გამივლია მაგის აზრი, რადგან ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ არ უნდა მომხდარიყო ეგრე, უსამართლობა იქნებოდა სერიოზული!!! აი, ძალიან სერიოზული უსამართლობა... ლუისას რომ გაესწრო გამიხარდებოდა, მაგრამ ძრავი დასწვოდა?!... - არა, ეგ არ გამიხარდებოდა, რადგან ფერარი არ იყო ღირსი გამარჯვების...
აგინეთ გინდ ნანდოს, გინდ მასას, გინდ ლუისას, ვისაც გინდა გარდა "წითელი ეშმაკებისა", მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც მშვენივრად ჩანს თუ რისი მაქნისი იყო ეგ გუნდი სტრატეგიის მხრივ ამ წელს და მოიმკეს კიდეც შედეგი... ხოლო ნანდოს მალდობა უნდა გადაუხადონ, თან სერიოზული მადლობა რომ გუნდი ბოლო რბოლამდე ჩემპიონობის რეალური პრეტენდენტი იყო და სხვა რომ არაფერი, ვერცხლი აიღო...
პეტროვთან გამოხატული ჟესტი კი მეტი არაფერი იყო გარდა ხუმრობისა... რა მოგივიდათ ხალხო, ხუმრობაზე აცრილები ხართ?!... არასოდეს გიჩვენებიათ ხუმრობით მუშტი???

მოვრჩი მე წარსულზე, მომავალზე ვისაუბროთ, რომელშიც დარწმუნებული ვარ რედ ბული ისევ სწრაფი იქნება, ძალიან სერიოზული იქნება მერსედესიც, როგორც მაკლარენი, ფერარი არ ვიცი და ეჭვი მაქვს, რომ კუბიკა თუ შეინარჩუნა რენოც სერიოზულად წინ იქნება... მომავალ წელს ბევრად სერიოზული ბრძოლები იქნება ასე ვგონებ...
* * *
راماز ميسخيدزيიმედია მე არ მიგულისხმე მართლა მაგაში

ჩემზე მეტს შენც არ აგინებდი ასე მახსოვს
This post has been edited by Matadorrr on 15 Nov 2010, 12:00
Aston...