ძალიან გაგვიგრძელდა ქეიფები, პაუზები.
მოვიდა ახალი სეზონიც და ცოტა რამე ვიბაზროთ რა, თორე ვეღარ ვითმენ

სათქმელი ბლომად დაგროვდა
ცოტას დავწერ რა

პირველ რიგში ლიდერებზე მინდა რო დავწერო ცოტაოდენი

რედ ბული ჩემი აზრით ძალიან ძLიერი იქნება წელსაც.. ჩემპიონი პილოტი უფრო დაღვინებული უნდა იყოს წესით.. ვნახოთ.. ვებერი არ ვიცი რას იზამს.. მგონი ფორმის პიკი შარშან ქონდა და წელს საგრძნობლად ჩამორჩება უკვე ჩემპიონ და დაღვინებულ სებას. ნიუი ჯერ არ დაბერებულა.. და ისეთი სერიოზული ბაზა აქვს შარშანდელი ფანტასტიური ბოლიდის სახით, რომ წელსაც უნაკლო იქნება მისი აწყობილი... ხორნერი ცლაკე თემაა.. შარშან ბევრი იაღლიში ქონდა.. წელს თუ უნდა, რომ მოიგოს მისმა გუნდმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს.. არ შეიძლება ეგეთი ბოლიდით ბოლო ეტაპამდე წვალება..
ფერარი
ეს ცოტა დიდი თემაა და ვერ ჩავეტევი დროში

ეხლა რა მინდა ვთქვა.. აი საოცრად მომეწონა ფერარის პოლიტიკა ამ შუა სეზონში.. რამდენი წელია ვიძახი, რომ მხოლოდ იტალიელებით ვერაფერს მიაღწევს ეს გუნდი თქო.. ეხლა მეორე ადგილი ლიჩნიში არ არის წარმატება ფერარის დონის გუნდისთვის და მისი ქომაგებისთვის.. ეგ დღესავით ნათელია და შესპორებას არ ექვემდებარება

ძალიან გაძლიერდა ფერარი ამ თვეში.. ამ სეზონისთვის უძლიერესი იქნება კომ-სასტავი.. ნუ ეხლა დომენიკალი კი არის იქ.. მაგრამ სტრატეგიაზე და სხვა რამეებზე პასუხისმგებელი ისეთი ხალხი დაინიშნა, რომ თავისას გაიტანებენ. ასე უნდა ყოფილიყო წინა წლებშიც.. რაც არ უნდა ატრაკონ, რომ სერიოზული შევსება ქონდათ ბოლონიიდან და იტალიის სხვა ქალაქების უნივერსიტეტებიდან სპეციალისტების სახით... მაინც არ იყო ის დონე.. რაც ჭირდება ჩემპიონობას.. მითუმეტეს ასეთი ასების გარემოცვაში..
რაც მეეჭვება ფერარიში ეს პილოტებია.. ნანდომ თუ შარშან იბრძოლა მაგარი მეორე ნახევარში.. მასა საერთოდ აჩრდილი იყო ადრინდელი ფორმის..
ფერარის შემადგენლობა პილოტების ჩემი აზრით ჩამორჩება მაკლარენის წყვილს.. მაგრამ მათაც აქვთ უდიდესი კოზირი.. ფერარიში არიან..
ფავორიტები არიან წლევანდელი სეზონის.. ასე ვთვლი.
მაკლარენი
უდიდესი ტრადიცის მქონე გუნდი, რომელშიც ყველაფერი წესრიგშია.. მენეჯმენტიდან დაწყებული.. პილოტებით დამთავრებული..
ბოლიდი წესით კარიგ უნდა გააკეთონ.. პილოტების დონეზე აღარაფერს ვამბობ.. ჩემპიონები არიან.. და არსენალში ყველაფერი აქვთ.. პელეტონში ყველაზე აგრესიული, სწრაფი და გამსწრები პილოტი ყავთ.. ამასთანავე.. ყველა სუფთა პილოტირების მქონე პილოტი.. ნასტროიკების ამბავშიც ძლიერები არიან..
ძალიან მომწონს ეს გუნდი. ყოველთვის ფავორიტები არიან.. და ეს ძალიან მომწონს..
სპეციალისტების აღიარებით ფარული ფავორიტი მაინც და მაინც მერსედესია.
როს ბრაუნი, შუმი, ნიკო.. ეს ის ხალხია..რომლებსაც შეუძლიათ წელს ეტაპების მოგებები.. თუმცა მაგათი ჩემპიონობა მეეჭვება.. არ ვიცი რატო..
მათი კოზირი არის ის, რომ ყველაზე ადრე დაიწყეს ახალ ბოლიდზე მუშაობა.. ნუ ეხლა ეს ისეთი პონტია.. ფერარიმაც ადრე დაიწყო შარშან მაგრამ ვერაფერ ქნა.. ამათმა არ ვიცი როგორ გაართვეს თავი ამ საქმეს.. მაგრამ როს ბრაუნის ნიჭში ეჭვი არ მეპარება. ამას დაამატეთ ახალი საბურაები ყველასთვის.. ძალიან მოტივირებული შუმი წლევანდელი სეზონისთვის... და ჩემი აზრით ყველა სტაბილური.. უნიჭიერესი და უსუფთესი პილოტირების მქონდე ნიკო როსბერგი.. რომელიც დამტკიცდა, რომ ახალ სიტუაციებს მაგრად ერგება.. მისთვის არა აქვს მნიშვნელობა რა ტიპის ბოლიდზე ზის.. მაქსიმუმს წოვს.. ეს კი დიდი ნიჭის დამადასტურებელია..
ეტაპებს მოიგებენ.. ჩEმპს ვერა.. ასე მგონია..
რენო
არაფერი შეიცვლება ამ გუნდში.. არ არის საჩემპიონო გუნდი.. თუმცა ისეთი პილოტი ყავს, რომ რა ვიცი.. საჩემპიონო. და ეგ კაცი მეცოდება ეგეთი გუნდში.. რამდენჯერ უნდა დაამტკიცოს.. რომ უძლიერესია ყველაფერში.. რა ქნას ეხლა მარტო?
პეტროვ ჩემპიონ
ჩემი უილიამსი..
არ ვიცი რას ველოდო ამ გუნდისგან.. მინდა კარგს ველოდო.. კიდეც მჯერა, როგორც მათ ქომაგს ბავშვობიდან.. თან არც მჯერა.. იმ დანარჩEნ გადარეულებს რო ვუყურებ.. ამათი მეეჭვება.. რითი უნდა გაგვაოცონ არ ვიცი... ბოლიდით? არ მჯერა რაღაც.. კი იქნება რაღაც ეტაპები..სადაც პოდიუმისთვის იბრძლებენ.. ისე კი იქნებიან საშუალო კოჰორტაში.. პილოტებით კი.. რა ვიცი აბა.. რუბენსა უმაგრესი ტესტერია.. როგორც პილოტი არ არის უმაღლესი დონის..
პასტორ მადონადოსგან კი კარგ სეზონს ველი.. ძლიერი სეზონები ჩაატარა დაბალ კლასებში.. მაგრამ აქ რას იზამს არ ვიცი..
მენეჯმენტი კი მომწონს.. მაგრამ მაინც ჩასტნი გუნდია..რომელიც ძალიან დამოკიდებულია სპონსორებზე.. დარაბოტკების ტემპით კონკურენციას ვერ გაუწევენ ლიდერებს.. ასე მგონია და მიტყდება მაგრად...
ფორს ინდია..
არც კი ვიცი რა დავწერო..
საშუალო გუნდია.. ესენიც ვერაფრით გაგვაოცებენ.. ასე მგონია.. სუთილი კი იმსახურებს უკეთეს გუნდს.. მაგრამ მაინც არ არის ის დონე რაც ჭირდება თუნდაც ეტაპის მოგებას.. სიმპატიური გუნდია.. მაგრამ არც მეტი არც ნაკლები..
ტორო როსო..
ტყემალზე იქნებიან წელსაც..
არ მჯერა ასეთი გუნდების.. მაშინ გენიოსი გჭირდება გუნდში.. ფეთელივით.. რო გააოცო სამყარო.. რაც არ უნდა მომწონდეს ბუემი და ხაიმე... არ არიან უმაგრესები.. თუმცა კარგები არიან ძალიან.
ახლებიდან კი ისევ ლოტუსი გაახურებს.. დანარჩენების არ მჯერა. არანაირად. თუმცა ფონს ქმნიან ფორმულასი.. და უნდა იყვნენ აქ.. აუცილებელიცაა..
ისეთი სეზონი გველის , რომ ლამისაა თითები ჩავიკვნიტო

თქვენც დაამატეთ რა