afakidze კარგი შევეცდები უფრო კონკრეტულად გაგაცნოთ. რჩევისთვის მადლობა
* * *
მოგესალმებით, მე გახლავართ რატი ცაცკრიალაშვილი იგივე "Juventino-10" და გადავწყვიტე მეც მივიღო მონაწილეობა არჩევნებში.ვიცი ჩემი სახელი არაფერს გეუბნებათ, თუმცა ამის მიუხედავათ მაინც გადავწყვიტე კანდიდატურის წამოყენება.
მეც ჰეთთრიქზე შეყვარებულთა რიცხვს განვეკუთვნები და უდიდესი სურვილი მაქვს ნაკრებს ჩავუდგე სათავეში. ვხვდები ამ არჩევნებზე გამარჯვების ძალიან მცირე შანსები მაქვს, თუმცა მონაწილეობას მაინც მივიღებ და დიდი იმედი მაქვს ხმათა გარკვეულ რაოდენობასაც დავაგროვებ.
რაც შეეხება ჩემს გეგმებს, არჩევის შემთხვევაში ნამდვილად ვერ დაგპირდებით ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანას, ეს ვფიქრობ თითოეული მენეჟერისთვის ურთულესი ამოცანაა, რომელიც ისეთმა გამოცდილმა მენეჯერმა ვერ შეძლო, როგორიც kobalt-ია, რა თქმა უნდა, ამ მწვრთნელის მიზანი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა იყო, იგივე მიზანი მაქვს მეც ჩემი გამწვრთნელების შემთხვევაში, მაგრამ ეს ურთულესი იქნება. პირველ რიგში ჩემი მთავარი მიზანი ისეთივე სწორ გზაზე სვლაა როგორც, წინა მენეჯერი მიდიოდა და ნაკრებს მომავლის საფუძველიც ნამდვლილად ჩაუყარა, მე კი ამ მომავლის განვითარებას შევეცდები. გასვლისათვის აუცილებლად ვიბრძოლებთ. თითოეულ მატჩში მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმუმისათვის ვიბრძოლებთ და ცდას არ დავაკლებ, რომ თითოეული თქვენთაგანი გავახარო.
რაც შეეხება ჩემ გამოცდილებას ვფიქრობ საკმაო გამოცდილება მაქვს, იმისათვის რომ ნაკრებმა პროგრესი განიცადოს, მე ძალიან ვაფასებდი და აღფრთოვანებული ვიყავი ნაკრების წინა მწვრთნელის საქმიანობით, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა მწვრთნელის მიზანი წინა მწვრთნელის საქმიანობის გაუმჯობესებაა.