arboeli
ქართველი

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2883
წევრი No.: 54026
რეგისტრ.: 21-February 08
|
#22856811 · 7 Dec 2010, 15:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს A-D ჯგუფები ბოლო ტურის მატჩებს ჩაატარებენ, რის შემდეგაც საბოლოოდ გაირკვევა, ამ ჯგუფებში მოასპარეზე რომელი გუნდი სად წავა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ევროპის ლიგაზე, თუ საერთოდ დაასრულებს ევროსეზონს. ჯერჯერობით 12 მერვედფინალისტის ვინაობაა ცნობილი, თუმცა დღეს გასამართმა მატჩებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფლეი ოფში გამსვლელი მხოლოდ ერთი გუნდი უნდა დაასახელოს (დანარჩენი უკვე ცნობილია).
A ჯგუფი ტვენტე - ტოტენჰემი A ჯგუფში გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, რომელი გუნდი დაიკავებს პირველ ადგილს. “ტოტენჰემის” თავკაცი ჰარი რედნაპი მიზნად ჯგუფის მოგებას ისახავს. ინგლისელი სპეციალისტი მერვედფინალის საგზურის მოპოვებით ისედაც კმაყოფილია, თუმცა, მიიჩნევს, რომ მის ფეხბურთელებს ჰოლანდიის ჩემპიონის დამარცხება რეალურად შეუძლიათ, რაც “ტოტენჰემს” მომდევნო ეტაპზე D ჯგუფის გამარჯვებულ “ბარსელონასთან” სავარაუდო დაპირისპირებას თავიდან ააცილებს. აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლონდონელებს ჯგუფის თანა-ლიდერ “ინტერთან” ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა გააჩნიათ და მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილს მათ იტალიელები ვეღარ შეეცი-ლებიან. სატურნირო თვალსაზრისით, აბსოლუტურად უმოტივაციოდაა “ტვენტე”, რომელსაც მესამე ადგილი ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებული აქვს. თუმცა, არსებობს ორი ფაქტორი, რამაც შესაძლოა, ჰოლანდიელები ბრძოლის ხასიათზე მოიყვანოს: პირველი ეს ლონდონში დიდი ანგარიშით წაგება (1:4) და რევანშის სურვილია; მეორე კი ისაა, რომ “ტვენტეს” ინგლისურ კლუბებთან აქამდე ათჯერ უთამაშია და ჯერჯერობით აქტივში ერთი გამარჯვებაც არ გააჩნია - 4-ჯერ დამარცხდა, ხოლო 6 შეხვედრა ფრედ დაასრულა. “ტოტენჰემს” კი ჰოლანდიურ კლუ¬ბებთან საკმაოდ სოლიდური დადებითი ბალანსი აქვს - 14 დაპირისპირებიდან 8 მოიგო, 3-ში ფრეს მიაღწია და ამდენივე წააგო. “დეზებს” ტრავმების გამო ვან დერ ვაარტი, კინგი, ოჰარა და ვუდგეიტი დააკლდებიან, ხოლო “ტვენტეს” რუისის, ბაირამისა და ბუისეს გარეშე მოუწევს თამაში.
სავარაუდო შემადგენლობები ტვენტე: მიჰაილოვი, როსალესი, დუგლასი, ვისგერჰოფი, ლეუგერსი, ბრამა, იანსენი, ლანზაატი, დე იონგი, ჩადი, იანკო. ტოტენჰემი: გომეში, ასუ-ეკოტო, კაბული, გალასი, ჰატონი, ჯენასი, ლენონი, ბეილი, მოდრიჩი, პავლიუჩენკო, კრაუჩი.
ვერდერი - ინტერი ბრემენში ერთმანეთს, შიდა ჩემპიონატებში წარუმატებლად მოთამაშე “ვერდერი” და “ინტერი” დაუპირისპირდებიან. სერია A-ს ბოლო 5 გათამაშების გამარჯვებულმა იტალიის მიმდინარე პირველობის 15 ტურში მხოლოდ 6 მატჩის მოგება შეძლო და 23 ქულით მე-6 ადგილზეა. “ბრემენელ მუსიკოსებს” კიდევ უარესი შედეგი აქვთ - ბუნდესლიგის 15 მატჩში 5 მოგება და მე-10 ადგილი (19 ქულით). იტალიის ჩემპიონატთან შედარებით, “ნერაძური” ლიგაში მეტ-ნაკლებად წარმატებით თამაშობს და უკვე განაღდებული აქვს მერვედფინალში თამაში. “ვერდერმა” კი 15 შესაძლებლიდან მხოლოდ 2 ქულის აღება მოახერხა და “ინტერთან” შეხვედრით ევროსეზონს წერტილს ოფიციალურად დაუსვამს. პირველ წრეში “სან სიროზე” გამართული ამ გუნდების დაპირისპირება იტალიური გრანდის დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. სულ “ვერდერსა” და “ინტერს” ერთმანეთში 5-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 2 “ნერაძურიმ” მოიგო, ორიც ფრედ დასრულდა, ხოლო ერთში გამარჯვებას ბრემენულმა კლუბმა მიაღწია. დღევანდელ შეხვედრაში “ინტერს” მილიტო, სამუელი, კივუ, სეზარი, კოუტინიო და ობი ვერ დაეხმარებიან, “ვერდერი” კი ბოენეშს, ნალდოს, ბოროვსკისა და ალმეიდას მოისაკლისებს. სამაგიეროდ, გერმანული პრესის ინფორმაციით, ძირითადში იქნება გამოჯანმრთელებული პისარო.
სავარაუდო შემადგენლობები ვერდერი: ვიზე, ფრიცი, მერტეზაკერი, პრიოდლი, სილვესტრე, ფრინგსი, ბარგფრედი, ჰუნტი, მარინი, პისარო, ვაგნერი. ინტერი: კასტელაცი, სანტონი, კორდობა, ნატალიო, ძანეტი, ნვანკო, მოტა, მუნტარი, სნეიდერი, ბიაბიანი, ეტოო. 1 ტოტენჰემი 5 3 1 1 15-8 10 2 ინტერი 5 3 1 1 12-8 10 3 ტვენტე 5 1 2 2 6-8 5 4 ვერდერი 5 0 2 3 3-12 2
B ჯგუფი ლიონი - ჰაპოელი ფრანგული ფეხბურთის ბოლო წლების ლიდერი მართალია უკანასკნელ ორ შეხვედრაში დამარცხდა (“ბენფიკასთან” 3:4, “შალკესთან” 0:3), მაგრამ ჯგუფში სხვა მატჩებიც ისე დასრულდა, რომ “ლიონი” კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა. საფრანგეთის ჩემპიონატში კი, კლოდ პიუელის გუნდი სრულიად განსხვავებული გრაფიკით მიდის. “ლიონმა” პირ¬ველობა ძალიან ცუდად დაიწყო, თუმცა შემდეგ სიტუაცია რადიკალურად გამოასწორა და ახლა ლიდერ “ლილს” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ფრანგებისგან განსხვავებით, მოტივირებულია მისი დღევანდელი მეტოქე თელ ავივის “ჰაპოელი”. თუკი ებრაული კლუბი გამარჯვებას მოიპოვებს, ხოლო “ბენფიკა” “შალკეს” ვერ დაამარცხებს, ევროპის ლიგაზე სწორედ “ჰაპოელი” გადაინაცვლებს. თუმცა, საფრანგეთში ებრაელთა გამარჯვების ნაკლებად სჯერათ და ეს არც არის გასაკვირი. პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირება “ლიონმა” 2:1 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ფრანგული კლუბის ებრაელებთან სადებიუტო შეხვედრა. “ჰაპოელს” დღეს დისკვალიფიცირებული დედი ბენ-დაიანი დააკლდება, ხოლო “ლიონს” სავარაუდოდ გრენიე, ედერსონი და დელგადო არ ეყოლება.
სავარაუდო შემადგენლობები ლიონი: ლორისი, რეველიერი, დიაკატე, კრისი, კოლოზიეცი, კალსტრიომი, მაკუნი, ბასტოსი, გურკუფი, ბრიანი, გომისი. ჰაპოელი: ენიემა, დუგლასი, ბონდაროვი, ფრანსმანი, შივონი, აბუტბული, ვერმუთი, ზაჰავი, მერეი, შეხტერი, ბენ საჰარი.
ბენფიკა - შალკე შეიძლება ითქვას, რომ “ბენფიკამ” თვითონვე შეიქმნა პრობლემები. სხვაგვარად ვერაფერს დავარქმევთ, წინა ტურში პორტუგალიელთა “ჰაპოელთან” დამარცხებას (0:3). ამ წაგებით, ლისაბონელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლის ყოველგვარი შანსი დაკარგეს. მართალია, თეორიულად შესაძლებელია “ბენფიკა” ქულებით “ლიონს” რომ გაუტოლდეს, მაგრამ პორტუგალიელებს ეს ვერაფერს მისცემს, რადგან ფრანგებთან ურთიერთშეხვედრებში ბურთების უარესი ბალანსი აქვთ. პრინციპში, შეგიძლია ვთქვათ, რომ ესეც მათი უპასუხისმგებლობის ბრალია - ლიონში 0:2 წაგების შემდეგ, საკუთარ მოედანზე ისინი 4:0 დაწინაურდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში იმდენი მოახერხეს, რომ მეტოქეს სამი გოლის გატანისა და მათთან უკეთესი ბალანსის დაფიქსირების საშუალება მისცეს. ასე რომ, “ბენფიკა” მხოლოდ ევროპის ლიგის საგზური მოპოვების იმე-დადაა, თუმცა, ისიც საკითხავია, სჭირდებათ კი ლისაბონელებს რანგით მეორე საკლუბო ტურნირი? მაგრამ კიდეც რომ არ უნდოდეთ, ალბათ მაინც მოუწევთ თამაში, რადგან “ჰაპოელი” მათ ჩამოტოვებას, სავარაუდოდ, ვეღარ მოახერხებს. რაც შეეხება “შალკეს”, ამ გუნდმა ბუნდესლიგის გასულ ტურში “ბაიერნი” დაამარცხა და კრიტიკოსები ცოტა ხნით მაინც გააჩუმა. ახლა ფელიქს მაგათი ფეხბურთელებისგან კიდევ უფრო მეტ თავდადებას მოითხოვს, რათა მოთამაშეები უფრო თავდაჯერებულები გახდნენ. გელზენკირხენელთა თავ-კაცის აზრით, მისი გუნდის უმთავრესი პრობლემა სწორედ ეს არის. პირველ წრეში “შალკემ” “ბენფიკა” 2:0 დაამარცხა. მაშინ პირველი გოლი ფარფანმა გაიტანა, რომელიც დღევანდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება.
სავარაუდო შემადგენლობები ბენფიკა: პერეირა, ლუიზაო, დავიდ ლუისი, კოენტრაუ, ხავი გარსია, კარლოს მარტინსი, პეიჩოტო, გაიტანი, აიმარი, სავიოლა, კარდოსო. შალკე: ნოიერი, უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიდტი, კლუგე, რაკიტიჩი, ხურადო, ედუ, რაული, ჰუნტელაარი. 1 შალკე 5 3 1 1 8-2 10 2 ლიონი 5 3 0 2 9-8 9 3 ბენფიკა 5 2 0 3 6-10 6 4 ჰაპოელი 5 1 1 3 5-8 4
C ჯგუფი მანჩესტერი - ვალენსია “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ვალენსია” C ჯგუფის პირველადგილოსანს გაარკვევენ. მეტი შანსი რა თქმა უნდა, მასპინძლებს აქვთ, რომლებსაც პირველი ადგილის დასაკავებლად ფრეც ჰყოფნით. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა გასულ უქმეებზე დაისვენა - “მანკუნიანელებს” “ბლექპულთან” უნდა ეთამაშათ, მაგრამ მატჩი უამინდობის გამო არ შედგა. “ვალენსიას” კი, “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალთან” სერიოზული ბრძოლა გადახდა და დიდი თავდადების მიუხედავად, 0:2 დამარცხდა. პრემიერლიგაში დამაჯერებელი თამაშის მიუხედავად, მანჩესტერელებმა ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში აუტსაიდერი “ვესტ ჰემისგან” საკმაოდ მტკივნეული დარტყმა მიიღეს - ალექს ფერგიუსონის გუნდმა მატჩი 0:4 დათმო და სავარაუდოდ, სწორედ “ვალენსიასთან” დაპირისპირებაში ეცდება გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტირებას. პირველ წრეში “მანჩესტერმა” ესპანური კლუბი მისსავე მოედანზე 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების ბოლო ოთხ დაპირისპირებაში მხოლოდ 3 გოლი გავიდა. სულ კი “მანკუნიანელები” და “ლევანტიელები” ერთმანეთს 7-ჯერ შეხვედრიან. აქედან 2 მატჩი ინგლისელებმა მოიგეს, ერთში გამარჯვებას “ვალენსიამ” მიაღწია, ხოლო 4 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ტრავმების გამო მასპინძლებს ოუენი, ვალენსია, ჰარგრივზი და ნევილი ვერ დაეხმარებია. “ვალენსიას” კი გუნდის ძირითადი კიპერი, გამოჯანმრთელებული სესარ სანჩესი უბრუნდება.
სავარაუდო შემადგენლობები მანჩესტერი: ვან დერ სარი, რაფაელი, ვიდიჩი, სმოლინგი, ევრა, კერიკი, ფლეტჩერი, პაკ ჯი-სუნი, ნანი, ერნანდესი, ბერბატოვი. ვალენსია: სესარი, მიგელი, მადურო, რიკარდო კოსტა, მეტიუ, ალბელდა, ტინო კოსტა, ბანეგა, პაბლო ერნანდესი, მატა, ადურისი.
ბურსა - რეინჯერსი ჯგუფის მეორე შეხვედრა აბსოლუტური ფორმალობაა. ერთი ეგაა, რომ “ბურსას” მისთვის სადებიუტო გათამაშებაში ქულის აღების ბოლო შანსი ეძლევა და თურქები სავარაუდოდ, ამ შანსის გამოყენებას ეცდებიან. შოტლანდიელები კი, გუნდის ლიდერებს სავარაუდოდ დაასვენებენ და ისინიც კი, ვინც მოედანზე გავა, ალბათ, პრემიერლიგის მომავალ მატჩებზე უფრო იფიქრებენ, ვიდრე თურქთა დამარცხებაზე. გლაზგოში ჩატარებული ამ გუნდების შეხვედრა “რეინჯერსმა” მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები ბურსა: ივანკოვი, ვედერსონი, ოზთურქი, ერდოგანი, ვოლკან შენი, ერგიჩი, სვენსონი, ბაჰადირი, კეჩელი, ინსუა, ილდირიმი. რეინჯერსი: მაკგრეგორი, უეირი, ბროდფუტი, ფოსტერი, უაიტაკერი, მაკალოხი, დევისი, ვაისი, მილერი, ნეისმიტი, ჰატონი.
1 მანჩესტერი 5 4 1 0 6-0 13 2 ვალენსია 5 3 1 1 14-3 10 3 რეინჯერსი 5 1 2 2 2-5 5 4 ბურსასპორი 5 0 0 5 1-15 0
D ჯგუფი ბარსელონა - რუბინი ეს ერთადერთი ჯგუფია (დღევანდელებს ვგულისხმობთ), რომელშიც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული ორივე მერვედფინალისტის ვინაობა. “ბარსელონამ” უკვე ყველაფერი მოაგვარა და პირველობას ვერავინ შე-ეცილება, მეორე საგზურზე კი პრეტენზიას “კოპენჰაგენი” და “რუბინი” აცხადებენ. რუსულ კლუბთან შეხვედრას წინ კატალონიელთათვის ერთი სასიამოვნო ინფორმაცია უძღოდა - გუშინ ფიფამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს ინიესტა, მესი ან ხავი მიიღებსო. ასე რომ, “ოქროს ბურთი” კვლავ “ნოუ კამპზე” დარჩება. სხვა მხრივ კიდევ ის სიახლეა, რომ ხოსეპ გვარდიოლა დღეს ხუთ მოთამაშეს მისცემს დასვენების საშუალებას - ხავი, ვილია, პედრო, დანი ალვეში და სეიდუ კეიტა მოედანზე არ გავლენ. ტრავმის გამო კი, “ბარსას” მხოლოდ გაბრიელ მილიტო დააკლდება. თუმცა, კატალონიელებს მათ გარეშეც საკმაოდ ჰყავთ უმაღლესი დონის შემსრულებლები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ “რუბინის” ძლევა და რუსების ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვება. ეს გუნდები განვლილ სეზონშიც ერთ ჯგუფში იყვნენ. მაშინ “ბარ-სელონამ” რუსულ კლუბს 4 ქულა აართვა. მიმდინარე გათამაშების პირველ წრეში კი, ყაზანური შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
სავარაუდო შემადგენლობები ბარსელონა: პინტო, ადრიანო, პუიოლი, პიკე, მაქსველი, ბუსკეტსი, მასკერანო, ალკანტარა, ინიესტა, მესი, ბოიანი. რუბინი: რიჟიკოვი, ანსალდი, ორეხოვი, ნავასი, სალუქვაძე, ნობოა, მურავსკი, კალიოშინი, მარტინსი, ედუარდო, კორნილენკო.
კოპენჰაგენი - პანათინაიკოსი დანიურ კლუბს პირველად ეძლევა ჯგუფური ეტაპის დაძლევის შანსი და ამისთვის არც თუ შეუსრულებელი ამოცანის გადაჭრა მართებს - “კოპენჰაგენმა” საკუთარ მოედანზე უმოტივაციო აუტსაიდერი, “პანათინაიკოსი” უნდა დაამარცხოს, რომელსაც პირველ წრეში საკმაოდ დამაჯერებლად, 2:0 სძლია. ამჯერად დანიელებს ზურგს საკუთარი მოედნის ფაქტორიც გაუმაგრებს. “კოპენჰაგენი” განსაკუთრებით ორგანიზებულად დაცვაში თამაშობს და განვლილ ხუთ შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი აქვს გაშვებული, “პანათინაიკოსი” კი ამ კომპონენტში საკმაოდ მოიკოჭლებს, რასაც საკუთარ კარში მიღებული 10 გოლითაც ადასტურებს. აღარაფერს ვამბობთ ბერძენთა შეტევის ხაზზე. ასე რომ, ვფიქრობთ, დანიელებს სასურველი შედეგის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეთ. აღსანიშნავია ის ამბავიც, რომ “კოპენჰაგენი” “პანათინაიკოსის” წინა-აღმდეგ პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს.
სავარაუდო შემადგენლობები კოპენჰაგენი: პოსპეჩი, ანტონსონი, ოტესენი, ზანკა, ვენდტი, ბოლანიოსი, კლაუდემირი, კვისტი, ვინგაარდი, გრონკიაერი, ნდოიე. პანათინაიკოსი: ცორვასი, ვინტრა, ბუმსონგი, კანტე, სპიროპულოსი, კაცურანისი, ჟილბერტო სილვა, მარინოსი, ლუის გარსია, ხრისტოდოპულოსი, სისე. 1 ბარსელონა 5 3 2 0 12-3 11 2 კოპენჰაგენი 5 2 1 2 4-4 7 3 რუბინი 5 1 3 1 2-2 6 4 პანათინაიკოსი 5 0 2 3 1-10 2
|