ნიუ ჯერსი - ვაშინგტონი
ორივე გუნდი ძალიან ცუდ დღეში არიან. ვაშინგტონმა მიმდენარე გათამაშებაში ვერც ერთი გასვლითი თამაში ვერ მოიგო, მაშინ როდესაც ნიუ ჯერსიმ ბოლო 8 თამაში დათმო. ნათელია, რომ ორივე გუნდი კრიზისშია, თუმცა დღეს ერთ-ერთი მათაგანი დადგება გამოსწორების გზაზე. თუ ვინ იქნება ეს გუნდი შეიძლება ვივარაუდოთ მხოლოდ წინასამატჩოდ არსებული ინფორმაციით. დავიწყოთ ნიუ ჯერსის გუნდისგან, რომელმაც ტერენს ვილიამსა და ჯო სმიტის ნაცვლად ლოს ანჯელეს "ლეიკერსი"-სგან შეიძინეს სლოვენიელი გამთამაშებელი საშა ვუჟაჩიჩი. დღევანდელი შეხვედრა, აწ უკვე ექს-კალიფორნიელ ვუჟაჩისთვის, სადებიუტო იქნება "ნეტსის" რიგებში. უნდა ვივარაუდოთ, რომ ნიუ ჯერსელების თამაში ახალწვეულზე იქნება დამოკიდებული, რომლის მიმდენარე სეზონის საშუალო მონაგარი არც მეტი, არც ნაკლენი - 1.8 ქულა და 0.5 შედეგიანი გადაცემა. თავად ხედავთ, რომ საშას "ლეიკერსის" თავკაცი ნაკლებად ენდობოდა იატაკზე და სათანადოდ სათამაშო პრაქტიკაც აკლია. თავად ის მოსაზრება რომ "ნეტსი" თავის თამაშს ააგებს ვუჟაჩიჩზე, რომლის სანაცვლოდ ისინი ორი კალათბურთელის გაშვებაზე დათახმდნენ, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. საქმე იმაშია, რომ ახალ კალათბურთელს ყოველთვის ჭირდება დრო გუნდთან შეთამაშებისა და ადაპტაციისთვის.
თუმცა, თავის მხვრივ, ვაშინგტონის "ვიზარდიც" მთლად კარგ დღეში არ არის. წინასწარი ინფორმაციით, ერთბაშად სამი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე ვერ მიიღებს დღევანდელ უმნიშნელოვანეს დაპირისპირებაში მონაწილეობას. ანდაი ბლატჩი და გასული სეზონის დრაფტის პირველ ნორმად განთესილი კალათბურთელი ჯონ ვოლი მწყობრში ვერ არიან. ვაშინგტონელთა ბოლო ჩატარებული შეხვედრის შემდგომ, სადაც ისინი პირწმინდად დამარცხდნენ "ლეიკერსთან", გახდა ცნობილი რომ ვერც ჩინელი ჟიან ლიანი ითამაშებს უახლოეს შეხვედრაში, ანუ დღეს.
ამ რიგად და მაშასადამე, თავად ვაშინგტონის კალათბურთელებიც ხვდებიან რომ ისინი დღეს წააგებენ, თუმცა მე მივეხმარები მათ და ვიტყვი რომ ისინი მინიმუმ 6 ქულით დამარცხდებიან. ამას დავუმატებთ იმასაც რომ ორივე გუნდი აგრესიულად არის განწყობილი ამომავალი მატჩისთვის და სავარაუდოდ შემტევ კალათბურთს ვიხილავთ, რაც იმის მანიშნებელია, რომ 193 ქულის ჩაგდება ორივე გუნდის მოთამაშეებს არ უნდა გაუჭირდეთ.
წყარო:
http://www.facebook.com/pages/Premium-Bet/174690032552310ბარბარობას გილოცავთ.