მოტივაციის გარეშე, თუმცა მოტივირებული
L ჯგუფში უკვე ყველაფერი ტაროებზეა დალაგებული - "ბეშიქთაში" და "პორტუ" განაგრძობენ ბატალიებს ევროპის ლიგის პლეი-ოფის სტადიაში, ხოლო სოფიის "ცსკა"-სა და ავსტრიულ "რაპიდს" ჯგუფური ეტაპის გადაღმა, როგორც ჩანს, არაფერი ესაქმება. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს გუნდებს მოუწევთ თავიანთი ბოლო შეხვედრების ჩატარება. თითქოს და მოტივაციის გარეშე მატჩს უნდა ველოდოთ როგორც თურქების, ისევე ავსტრიელების მხრიდან, თუმცა აქ ერთი პატარა ნიუანსია, რომელიც შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს - რაც შეიძლება უმნიშნელოვანესი დეტალი გახდეს ჩვენთვის, ფსონის მოფიქრებისას. საქმე იმაშია, რომ "ბეშიქთაშის" გულშემატკივრებსა და ფანებს შიდა ჩემპიონატის მომდევნო ორ შეხვედრაზე დასწრება აუკრძალეს. მიზეზი ამისა კი გახდა ის, რომ ამ უკანასკნელებმა "ბურსასპორთან" მოგებული თამაშის შემდგომ, სტუმრებს ცემით გაუმასპინძლნენ. თუმცა, ეს სანქცია არანაირად ეხება ევროპის ლიგის გათამაშებას და ამიტომაც დღეს, ერთი შეხედვით არაფრის მთქმელ და სატურნირო თვალსაზრისით უხეირო თამაშს, დაესწრება მრავალი ათასობით გულშემატკივარი; ეს კი, თავად ხვდებით, რომ უდიდესი სტიმულია მასპინძლებისთვის რათა გაიმარჯვონ, თუნდაც ასეთ უმოტივირებულ თამაშში.
ნაადრები არდადეგები
"რაპიდისთვის" მიმდენარე საფეხბურთო სეზონის დასრულებისგან მხოლოდ დღევანდელი თამაში აშორებს. შიდა პირველობის პირველი წრე მორჩენილა და ახლა ავსტრიელები ფიქრობენ თუ სად და როგორ შეხვდნენ ახალ წელს. ამის, თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო, დღევანდელი მატჩის სტუმრებს დააკლდებათ მთავარი შემტევი ძალა - იან ვენეგორ ჰესელინკი. მასთან ერთად თურქეთში ვერ ან არ ჩასულან კიდე რამონიდემე მნიშნელოვანი ფეხბურთელი. ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ ბრძოლას მოედანზე არ უნდა ველოდოთ.
Premium Bet-ის სავარაუდო შედეგი:
2.5-ზე მეტი
1 (0:1)
http://www.facebook.com/pages/Premium-Bet/174690032552310