Beshken_ვიპოვე თუ გაინტერესებს მთლიანი თემა Fორუმზე საქართველოში არქივში მოძებნე თემა მასტერკლასები იუნიორებში ხოდა გარკვეულ ინფორმაციას დავაკოპირებ იქედან და დამწყებები თუ წაიკითხავთ გამოგადგებათ
მოკლედ, რაც შეეხება იუნორების სქილები გახსნას, მიმდინარეც და პოტენციალიც.
ნუ ბევრი ვეძიე თუ ცოტა ფედერაციებში, ასევე ლორდებმა ამიხსნა ეს ყველაფერი დეტალურადაც.
დავიწყოთ:
ჯერ დავიხსომოთ მთავარი თეზისი:
პირველადი ვარჯიში = მიმდინარე სქილის გახსნას.
მეორადი ვარჯიში = პოტენციალის გაგებას.
ეხლა როგორ გავხსნათ სქილები.
1. თავდასხმა.
ვთქვათ გვინდა ამა თუ იმ კონკრეტული თავდამსხმელის მიმდინარე სქილის გაგება, ვაყენებთ მხოლოდ მას თავდასხმაში და ვრთავთ თავდასხმის ვარჯიშს პირველად ვარჯიშად.
რეპორტში აუცილებლად გვეტყვის მწვრთნელი მის მიმდინარე თავდასხმის სქილს.
ანდა ვაყენებთ 2 თავდამსხმელს, ვისზეც მიმდინარე სქილის გაგება გვინდა და მეორე აუცილებლად ისეთი უნდა დავაყენოთ, რომლის მიმდინარე თავდასხმის სქილი ვიცით. ასეთ შემთხვევაშიც მწვრთნელი ვინუჟდენია გითხრათ მისი თავდასხმის მიმდინარე სქილი.
თუ გვინდა თავდასხმის სქილის პოტენციალის გაგება, მაშინ ვაკეთებთ იგივეს ოღონდ თავდასხმას ვრთავთ მეორად ვარჯიშად.
2. დაცვა
აქაც და ყველა პოზიციაზეც პრინციპი იგივეა.
თუ გვინდა 1 კონკრეტული მცველის მიმდინარე სქილის გაგება, უნდა დავაყენოთ დაცვაში ის და დანარჩენი მცველები ისეთი რომელთა მიმდინარე დაცვის სქილი უკვე ვიცით და ჩავრთოთ დაცვის ვარჯიში პირველადად. თუ პოტენციალის გაგება გვინდა, ვაყენებთ ამ "დაინტერესებულ" ფეხბურთელს და სხვა მცველებს ისეთებს რომელთა დავის პოტენციალიც ვიცით.
3. ნახევარდაცვა
აქ ოდნავ მეტი ყურადღება გვმართებს ვინგერების გამო.
ვთქვათ გვინდა ფეხბურთელი X-ს მიმდიანრე ნახევარდაცვის სქილის გაგება, ვაყენებთ მას ნახევარდაცვაში, სხვა ყველა ვინც ეყენება ნახევარდაცვაში და ფლანგზე უნდა ეყენოს აუცილებლად ისეთი ვისი მიმდინარე ნახევარდაცვის სქილიც ვიცით უკვე და პირველადად ვრთავთ ნახევარდაცვის ვარჯიშს.
თუ გვინდა PM-ს პოტენციალის გაგება, მაშინ ვაკეთებთ იგივეს, ოღონდ სხვა დანარჩენი ინერების და ვინგერების ნახევარდაცვის პოტენციალი უნდა ვიცოდეთ და ვრთავთ მეორადა PM-ს ვარჯიშს.
4. ფლანგი
თუ გვინდა X ფეხბურთელის ფლანგის მიმდიანრე სქილის გაგება, ვაყენებთ მას ფლანგზე ანდა ფლანგის მცველად, სხვა დანარჩენი ფლანგელი და ფლანგის მცველების მიმდიანრე ფლანგის სქილი უნდა ვიცოდეთ აუცილებლად და ვრთავთ პირველადად ფლანგის ვარჯიშს.
იგივეს ვაკეთებთ თუ გვინდა ფლანგის პოტენციალის გაგება, ოღონდ დანარჩენი ფლანგელის და ფლანგის მცველის პოტენციალი უნდა ვიცოდეთ და ვრთავთ ფლანგის ვარჯიშს მეორადად.
5. პასი.
აქაც პრინციპი იგივეა, ვინც პასის ვარჯიშს მიიღებს პოზიციის გამო, ყველას მიმდინარე სქილი უნდა ვიცოდეთ გარდა "დაინტერესებული" ფეხბურთელისა და პირველადად პასის უნდა ჩავრთოთ.
იგივეა პოტენციალის დასადგენადაც, ოღონდ მეორადად ვრთავთ პასს და სხვა დანარჩენების პასის პოტენციალი უნდა ვიცოდეთ.
მოკლედ ეს ყველაფერი დატესტილია და სწორია.
აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ სხვას ვის აყენებთ "გამოსაცდელ" პოზიციაზე, მათი შესაბამისი სქილი უნდა ცნობილი იყოს და მხოლოდ "დაინტერესებულის" სქილი უნდა იყოს უცნობი, თორემ ისე არ დაგიწერთ მწვრთნელი რეპორტში შესაბამისად.
არა რა, ჰეთრიკის გზამკვლევი უნდა გამოვცე.

)
ეს არის ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი კობას დაწერილი
ახალგაზრდულის ვარჯიში
ახალგაზრდული გუნდის მოთამაშე ვარჯიშს იღებს ნათამაშები მატჩის შემდეგ. რადგან მთლიანად თამაში ითვლება მის ტრანსლიაციამდე, შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელები იღებენ ვარჯიშს დათვლის შემდეგ. ამიტომ, თუ მატჩამდე დარჩა 15 წუთი ან ნაკლები ვარჯიშის შეცვლა უაზრობაა. ის მაინც დარჩება რაც იყო მანამდე.
აგრეთვე, ძირითადი გუნდისგან განსხვავებით, ახალგაზრდულ გუნდში გეძლევათ ორი ტიპის ვარჯიში - პირველადი და მეორადი. მეორედი თავისი ეფექტურობით ცოტათი ჩამორჩება პირველადს. ეს ვარჯიშები შეიძლება იყოს სხვადასხვა ან ერთიდაიგივე, ბოლო შემთხვევისთვის ჯამური ეფექტურობა კიდე უფრო ნაკლებია.ამხანაგურ მატჩებში რომელიჩ შეიძლება ჩატარდეს სამ კვირაში ერთხელ, ვარჯიშის ეფექტი ნაკლებია ვიდრე ლიგის მატჩებში. სხვადასხვა წყაროებიდან და ვარჯიშის სისწრაფის დაკვირვებისას პროცენტულობა დაახლოებით ასეთია:
1.ლიგა
პირველადი ვარჯიში - 100%
მეორადი ვარჯიში - 50%
პირველადი+მეორადი - 120%
2.ამხანაგური
პირველადი ვარჯიში - 80%
მეორადი ვარჯიში - 40%
პირველადი+მეორადი - 96%
3.ინდივიდუალური ვარჯიში ლიგა
პირველადი ვარჯიში - 80%
მეორადი ვარჯიში - 40%
3.ინდივიდუალური ვარჯიში ამხანაგური
პირველადი ვარჯიში - 64%
მეორადი ვარჯიში - 32%
ეს პროცენტები არის ორიენტაციისტვის და არ არის მთლად ზუსტი

მწვრთნელი რეპორტი მოდის 24 საათში მატჩის დამთავრებისას მწვრთნელი გეუბნებათ მიმდინარე უნარის დონეს, პრიველადი ვარჯიშის დროს, ერთერთ ფეხბურთელზე, რომელმაც სავარჯიშო პოზიციაზე ითამაშა 45 წუთი, ასევე ეხება მეორად ვარჯიშს, ოღონთ ამ შემთხვევაში მწვრთნელი გეუბნებათ მაქსიმუმს ფეხბურტელის უნარისა. თუ ყველა ფეხბურტელს სავარჯიშო პოზიციაზე გახსნილი აქვს, მაშინ მწვრთნელი ვერ გეტყვით ამის შესახებ.
მწვრთნელი ვერ გეტყვით მეორადი ვარჯიშის რეპორტს თუ პირველადი და მეორადი ვარჯიშები იდენტურია.
ყოველივე ამასთან ერთად მწვრთნელი გეუბნებათ 3 ფეხბურტელიდან ერთერთზე რომელსაც მაქსიმალური პოტენციალი აქვს არასავარჯიშო დონეზე.ეს ფეხბურთელები ირჩევა მწვრტნელის მიერ იმათგან ვისი მაქსიმალური პოტენციალიც არაა გამოვლენილი.
++++
და კიდე ერთი რამე ინდივიდუალური ვარჯიში არი 100% იანი რენდომი ფლანგის შემთხვევაში
ანუ ფლანგზე ვინც გიყენია შეიძლება ივარჯიშოს: პასი, დაცვა, თავდასხმა, ნახევარდაცვა და ფლანგი
ასევე არის სხვა პოზიციებიც
ვთქვათ ნახევარდაცვა. აქ დაყენებული ფეხბურთელი ინდივიდუალური ვარჯიშის დროს მიიღებს ან ნახევარდაცვის ან დაცვის ან პასის ვარჯიშს
ეს არის 100% სწორი და პირადათ ჩემს მიერ დატესტილი.
და ეს კი FC.Qiziki მენეჯერი gozala
Adza